ირაკლი ღარიბაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა - ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში ვაჭრობს იმას, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია საქართველოს წილი და ლოგიკა არ არსებობს ეკონომიკური სანქციების დაწესებაში.
„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ორმხრივს, მაგრამ დავიწყებ იმის თქმით, რაც თავში ვთქვი, კარგად იცით, 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები რუსეთის მიმართ ჩვენი ომის დროს? არავინ, მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა არის ასეთი, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?
მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს, რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, თქვენი ინფორმაციისთვის და დარბაზის ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაიხადა 2022 წლამდე, რუსეთს გადაუხადა, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა. ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ მივუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, მინდა განვმარტო, თქვენ განგიმარტოთ და დარბაზს - საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა, ხომ? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია ჩვენი წილი და ლოგიკა არ არსებობს. ეს დაანგრევდა, დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 11:01
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
28 მაისი 2026, 10:52
მსოფლიო
კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.
28 მაისი 2026, 10:44
საზოგადოება
სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
28 მაისი 2026, 09:48
საზოგადოება
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
28 მაისი 2026, 09:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 მაისი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.
28 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
28 მაისი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
28 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა
ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
28 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
28 მაისი 2026, 08:19
საზოგადოება
სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა
ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.
28 მაისი 2026, 08:16
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.
28 მაისი 2026, 08:08
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.
28 მაისი 2026, 08:05
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
28 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
28 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან
გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.


