07 ივნისი 2023, 12:24 / სანდო წყარო

გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ბავშვივით ჭირვეულობს და ვერ გაუცნობიერებია საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი - არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით. მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები. ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი - არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით.

მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები.
ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შესაბამისი კონსულტაციები უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი.
კონსულტაციების დროს, კონკრეტული თარიღებიც დაფიქსირდა - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ამგვარი უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. მისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.
ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო.
აშშ-ში, მადამ ვიცე-პრეზიდენტზე, კამალა ჰარისზე ხშირად ამბობენ, რომ საქმის კეთების ნაცვლად, ის ხუმრობს და იცინის. ჩვენს შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ასე ვიტყოდი - დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ბავშვივით ჭირვეულობს და ვერ გაუცნობიერებია საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე!” – აბაშიძე facebook - ზე.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2026, 00:40

სპორტი

კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს.

გიორგი სარდალაშვილი

05 ოქტომბერი 2026, 00:28

სპორტი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იუნგ ვეი იანგი დაამარცხა.

ლევან მეხუზლა

05 ოქტომბერი 2026, 00:10

პოლიტიკა

ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „იმედის კვირას“ ქარხნებისთვის ჩასაბარებელი საღვინე ყურძნის შაქრიანობასა და ამ მხრივ, მევენახეებისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

04 ოქტომბერი 2026, 23:37

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა

ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

პეტრე მამრაძე

04 ოქტომბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ

ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.

პეტრე მამრაძე

04 ოქტომბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით

ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი „გეოპოლიტიკური ჯუჯაა“, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.

პეტრე მამრაძე

04 ოქტომბერი 2026, 23:22

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან

ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ ევროკავშირის რღვევაზე საუბრისას.

იაგო ხვიჩია

04 ოქტომბერი 2026, 23:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ - რჩევაა, დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ

მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას გააცნეს და რომ არ მოეწონათ, სწორედ ამის გამო მოხდა, ალბათ ამ კვლევის გვერდზე გადადება, - განუცხადა „იმედის კვირას“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.

04 ოქტომბერი 2026, 22:59

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის ჯილდო 32 მოქალაქეს გადასცა, რომელთა შორის ექიმები, მეცნიერები, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეები, პედაგოგები და ჟურნალისტები არიან.

04 ოქტომბერი 2026, 22:53

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

04 ოქტომბერი 2026, 22:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები

არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ IRI-ის კვლევაზე საუბრისას.

04 ოქტომბერი 2026, 22:20

პოლიტიკა

როგორ გეგმავენ პოლიტიკური ჯგუფები მევენახეების პროტესტის პროვოცირებას - სპეკულაციის ფასი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ყოველდღიურად ათასობით ტონა ყურძენი იკრიფება და შესაბამისად, ღვინის ქარხნებთან მევენახეთა ყურძნით დატვირთული მანქანების რიგებიცაა. ლაბორატორიული შემოწმება, შაქრიანობის გაზომვა და დოკუმენტაციის გაფორმება დროს მოითხოვს, რასაც ზოგჯერ, მევენახეების უკმაყოფილებაც ახლავს.

ავთანდილ დავითაძე

04 ოქტომბერი 2026, 22:11

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე, "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბევრი კარგი რამ გაუკეთა - ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა და საერთაშორისო არენაზე წარმატებები მოიპოვა.

04 ოქტომბერი 2026, 22:00

პოლიტიკა

პოლიტიკურად განულებულები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რადიკალები იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, საკუთარი დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებსაც კი ვეღარ აკორექტირებენ.

04 ოქტომბერი 2026, 21:40

პოლიტიკა

ყველაფერი ისტორიულ თარიღზე, საიდანაც ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება - გამარჯვების 14 წელი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გულწრფელად გეტყვით, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება და ქართველი ხალხის მტკიცე და გაბედული ნაბიჯი, სად ვიქნებოდით ახლა! ეს არხი რომ არ იარსებებდა, ზუსტად ვიცი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

04 ოქტომბერი 2026, 21:28

პოლიტიკა

ერთი წელი ვერშემდგარი დამხობიდან. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ერთი წლის წინ, ამ დროს ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული - გარე დავალებების შემსრულებლები პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

04 ოქტომბერი 2026, 21:24

საზოგადოება

საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა

საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა.

სოზარ სუბარი

04 ოქტომბერი 2026, 21:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გასული წლის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის აშკარა მცდელობას.

04 ოქტომბერი 2026, 21:08

საზოგადოება

„მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“ - დედაქალაქის მერი საპატიო თბილისელებს

„თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული - თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ.

04 ოქტომბერი 2026, 21:03

პოლიტიკა

„მორიგ უნიჭო სცენართან გვაქვს საქმე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების 14 წლის თავზე, რადიკალები და მათი გარე პატრონები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთურ რეალობას შორის“ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

როგორი იყო საქართველოს რეალობა მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე? - შიში, ტერორი, ბიზნესრეკეტი, ტოტალური მოსმენები, ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, თავისუფალი სიტყვისა და მედიის ბოლომდე ჩახშობის მცდელობა, შეკერილი საქმეები, ჯოჯოხეთად ქცეული ციხეები, ყალბი აღიარების მისაღებად სასტიკად ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.