imedi /  07 ივნისი 2023, 19:26 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას.

„სამწუხაროა, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს. სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, რომ ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არ წარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების მოლოდინია, რომ ყველა უნდა იყოს კონსტრუქციული.

„ჩვენი ხალხის მოლოდინი ყველას და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ იყვნენ კონსტრუქციული. ქართველ ხალხს მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება ცესკო თუ ეროვნული ბანკი, რომელიც საბოლოო ჯამში პარლამენტმა უნდა აირჩიოს, კანდიდატის წარდგენის დროს კონსტრუქციული უნდა იყოს პრეზიდენტი. სამწუხაროა, რომ ამ კონსტრუქციულობას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, როცა საუბარია ამა თუ იმ კანდიდატზე, ყოველთვის გამოდის, რომ ყველა ამბობს, კანდიდატი არის პროფესიონალი, გამოცდილი და ამა თუ იმ თანამდებობაზე განწესება დამსახურებულად ეკუთვნის, მაგრამ შემდეგ არახელშესახები, ბუნდოვანი გამონათქვამებით ჟონგლიორობენ იმისთვის, რომ ერთ რამეს მიაღწიონ. ოპოზიციის მიზანია, როგორც ცესკო-ში, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ეროვნულ ბანკში მათი წარმომადგენლები იყვნენ რამენაირად ასეთ პოზიციებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს პრობლემები შეუქმნან. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც სინამდვილეშია, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკომპლექტება ოპოზიციას თავისი კადრებით სურს იმისთვის, რომ დესტრუქცია მოახდინონ შემდეგ ამ ინსტიტუტების საქმიანობისას. საპარლამენტო მდივნის განცხადება არის მიუღებელი, პარლამენტის უფლებამოსილებაა კანონები მიიღოს. მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს აქვს შენიშვნები – შენიშვნები გაიზიაროს, ან – არა. საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში სიტყვა მუქარის შემოტანა უადგილოა. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტი. ასე, რომ თუ ვინმე ელაპარაკება საქართველოს პარლამენტს, ელაპარაკება ამით ქართველს ხალხს. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ გაითვალისწინონ ეს ასპექტი. საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.