www.imedi.ge /  07 ივნისი 2023, 20:08 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და ამ კონტექსტში სიტყვა „მუქარის“ შემოტანა უადგილოა, გაითვალისწინონ, რომ პარლამენტს თუ ვინმე ელაპარაკება, ელაპარაკება ქართველს ხალხს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს.

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელია პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არწარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოების მოლოდინია, რომ ყველა უნდა იყოს კონსტრუქციული.

„ჩვენი ხალხის მოლოდინი ყველას და, მათ შორის, პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ იყვნენ კონსტრუქციული. ქართველ ხალხს მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება ცესკო თუ ეროვნული ბანკი, რომელიც, საბოლოო ჯამში, პარლამენტმა უნდა აირჩიოს, კანდიდატის წარდგენის დროს კონსტრუქციული უნდა იყოს პრეზიდენტი. სამწუხაროა, რომ ამ კონსტრუქციულობას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, როცა საუბარია ამა თუ იმ კანდიდატზე, ყოველთვის გამოდის, რომ ყველა ამბობს, კანდიდატი არის პროფესიონალი, გამოცდილი და ამა თუ იმ თანამდებობაზე განწესება დამსახურებულად ეკუთვნის, მაგრამ შემდეგ არახელშესახები, ბუნდოვანი გამონათქვამებით ჟონგლუორობენ იმისთვის, რომ ერთ რამეს მიაღწიონ. ოპოზიციის მიზანია, როგორც ცესკო-ში, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ეროვნულ ბანკში მათი წარმომადგენლები იყვნენ რამენაირად ასეთ პოზიციებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს პრობლემები შეუქმნან. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც სინამდვილეშია, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკომპლექტება ოპოზიციას თავისი კადრებით სურს იმისთვის, რომ დესტრუქცია მოახდინონ შემდეგ ამ ინსტიტუტების საქმიანობისას. საპარლამენტო მდივნის განცხადება არის მიუღებელი, პარლამენტის უფლებამოსილებაა, კანონები მიიღოს. მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს აქვს შენიშვნები – შენიშვნები გაიზიაროს ან არა. საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში სიტყვა „მუქარის“ შემოტანა უადგილოა. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტი. ასე რომ, თუ ვინმე ელაპარაკება საქართველოს პარლამენტს, ელაპარაკება ამით ქართველს ხალხს. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ გაითვალისწინონ ეს ასპექტი. საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.