www.imedi.ge /  11 ივნისი 2023, 11:40 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: „ფორმულაზე“, სადაც სახელფასო დავალიანება არ არის გასტუმრებული, „ამერიკის მედიასივრცეში ტელეარხის პრობლემების უკეთ გაშუქების მიზნით“ კეზერაშვილმა ნახევარ მილიონამდე დოლარი გადაიხადა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქართული რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფინანსებული მედიების შესახებ ანალიზს აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ფეიქ“ ინფორმაციების გამავრცელებელ მედიებში ფინანსური კრიზისია, თუმცა ქვეყნის აყირავების მცდელობას მაინც აგრძელებენ, რაშიც, საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმარებიან.

„ქვეყნის „აყირავების“ საქმეში ჩვენი ოპო-მედია-ველის და მათი საერთაშორისო პარტნიორების როლის დაუფასებლობა უსამართლობა იქნებოდა: „გლავკანალი“, „ჭუტავიზია“, „ოფშორTV“ და მათი ზოგიერთი რეგიონული შვილობილი წვრილი მედიამავნებლები არ გაჩერებულან, მიუხედავად რეიტინგული ვარდნებისა თუ ფინანსური ხასიათის სირთულეებისა. ამ კუთხით, ოპოზიციური მედიასაშუალებები კვლავ არ იმყოფებიან სახარბიელო მდგომარეობაში: განიცდიან მწვავე ფინანსურ კრიზისს, რაც დაინტერესებულ მხარეს უქმნის სათავისოდ დამატებითი ზემოქმედების საშუალებას, მათზე კონტროლის დამყარების ღია შესაძლებლობას.

ტელეკომპანია „მთავარ არხში“ მართალია ივნისიდან სახელფასო ფონდი გაიზარდება 25%-ით, მაგრამ „ჟჟჟურნალისტებში“ დადის ხმა, რომ ტელევიზიას აფინანსებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა ინფორმაცია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ხაზარაძე აფინანსებს ტელეკომპანია „ტვ პირველს“, სადაც ცდილობს ნიკა მელიას „მედიურობის“ უზრუნველყოფას, ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში „მთავარი არხის“ მიერ მოხდა ნიკა მელიას გარიდება, რაც თავად მელიას დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს. არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, დიმიტრი ჩიქოვანის ირგვლივ აგორებული სკანდალების ფონზე, კეზერაშვილმა შეცვალა ფინანსების შემოდინების კალაპოტი, თუმცა ვერც ხაზარაძეს გამოვრიცხავთ - ეს ვარაუდი საჭიროებს დაკვირვებას, თუ რამდენად ხშირად გამოჩნდება „მთავარ არხზე“ ნიკა მელია.

საინტერესო მოვლენებს ჰქონდა და აქვს ადგილი „ფორმულაზეც“, სადაც სახელფასო დავალიანება ტექნიკური პერსონალის დონეზეც არ არის გასტუმრებული და აქედან გამომდინარე, წარმომიდგენია კოლექტივის „სიხარული“ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „ამერიკის მედიასივრცეში ტელეარხის პრობლემების უკეთ გაშუქების მიზნით“ (ამერიკელი მაყურებელი ხომ ძალიან განიცდიდა „ფორმულასთან“ დაკავშირებით ინფორმაციულ დეფიციტს) კეზერაშვილმა უკვე გადაიხადა ნახევარ მილიონამდე დოლარი, რაც რამდენი თვის სახელფასო ფონდის ეკვივალენტია - თავად განსაჯეთ. არანაკლები პრობლემებია ტელეკომპანია „ტვ პირველშიც“, სადაც თემურ ჭყონიას შვილი, სოფო ჭყონია, „ჭუტა“ წერეთელს სთხოვს მისი შვილისთვის ნასესხები 515 000 ათასი ლარის სასწრაფო წესით უკან დაბრუნებას, რომელიც, მისი თქმით, მან „ასესხა ტელევიზიას ხელფასების დასარიგებლად“.

რაც შეეხება აღნიშნული ტელევიზიებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელ აქტიურობას, ის, ძირითადად, დაკავშირებულია ე.წ. სანქციების თემასთან, სადაც განსაკუთრებული აქტივობა გამოავლინეს ფრანგმა და გერმანელმა ჟურნალისტებმა. კერძოდ: ქ. ბათუმში ჩამოვიდნენ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ფრანგი სტუდენტები, რომლებიც იკვლევენ საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ ეკონომიკაზე, სადაც აქცენტი კეთდება „ამ დამოკიდებულების გაზრდაზე”. თავისთავად, ნაკლებად სავარაუდოა კვლევის ეს ხაზი მათ „თავისით“ მოსვლოდათ აზრად და ამ დავალების მიღმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ყურები“ მოჩანს.

მაისში ჩამოვიდა საქართველოში ,,დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდით ავლის საკითხს იკვლევს. ,,დოიჩე ველე” (Deutsche Welle) არის გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელი და მისი მოკლეტალღოვანი, ინტერნეტული და სატელიტური რადიოპროგრამები 30 ენაზე გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანას. კომპანია ფლობს სატელიტურ ოთხენოვან სატელევიზიო სამსახურსა და ონლაინ ვებგვერდს. ასე რომ, უახლოეს მომავალში „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის მასალების უკმარისობა არც საერთაშორისო და არც ჩვენი ოპო-მაუწყებლობის დონეზე ჩვენ არ გვემუქრება.

მით უმეტეს, რომ USAID-ის მიერ აქტიურად მიმდინარეობს თავისი „მედიასკოლების“ მეშვეობით რეგიონული „ტრენინგები“ ერთი მთავარი თემის ირგვლივ: მედია დეზინფორმაცია და „ფეიკი“ არ შეიძლება გამომდინარეობდეს დასავლეთიდან, უკრაინიდან და ქართული „პროდასავლური“ მედიასივრციდან - ეს არის მხოლოდ „რუსული“ წარმომავლობის „სუბსტანცია“ და ვინც ასე არ თვლის, არის ФСБ-ს სახელმძღვანელოების თანახმად შექმნილი „რუსული პროექტის“ ნაწილი. ამ და სხვა „საინტერესო“ მიგნებებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა, სერ ენტონი ჰოპკინსმა 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“, - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 19:15

მსოფლიო

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.

საპატრულოს ლენტი

28 აგვისტო 2026, 19:12

სამართალი

მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბილ უაიტი

28 აგვისტო 2026, 18:40

მსოფლიო

„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.