22 ივნისი 2023, 13:40 / სანდო წყარო

პიტერ ბურკე: მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, რათა საქართველომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ირლანდიელებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რა ეფექტი აქვს ტრანსფორმაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას

პიტერ ბურკე

პიტერ ბურკე

მზად ვარ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, რათა საქართველომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ირლანდიელებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რა ეფექტი აქვს ტრანსფორმაციასა და რა ეფექტი აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა, ევროპულ საქმეებსა და თავდაცვის საკითხებში, პიტერ ბურკემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ირლანდია საქართველოს რეფორმების განხორციელების გზაზე მხარს უჭერს.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან. ირლანდია ძალიან მხარდამჭერია საქართველოს პროცესის. მე ახლახან შევხვდი საქართველოს ელჩს ირლანდიაში და განვიხილე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა.

ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმების განხორციელების გზაზე. ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა შეასრულონ რეკომენდაციები და დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რაც წევრობისთვისაა საჭირო. დაკმაყოფილება ამ მოთხოვნებისა და ჰარმონიზაცია მნიშვნელოვანია და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც მარტივი ხდება თავსებადობის კუთხით. ბევრს ვმუშაობთ, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და საქართველოს პროცესს მხარს ვუჭერთ. მზად ვარ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, რათა ქვეყანამ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ირლანდიელებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რა ეფექტი აქვს ტრანსფორმაციასა და რა ეფექტი აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა პიტერ ბურკემ.

დღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე სტოკჰოლმში იმსჯელებენ. ზეპირი მოხსენებით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წარდგება. ეს არის შუალედური მოხსენება, იმ რეფორმების შესრულებასთან დაკავშირებით , რომელიც ბრიუსელმა ამ ქვეყნებს განუსაზღვრა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 11:04

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რობერტ ფიცო

13 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.

13 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 10:27

მსოფლიო

WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავენ.

13 აპრილი 2026, 10:27

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი/ლეო XIV

13 აპრილი 2026, 10:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 09:56

მსოფლიო

ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

ილონ მასკი

13 აპრილი 2026, 09:48

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო

სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტუსკი

13 აპრილი 2026, 09:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:42

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პედრო სანჩესი

13 აპრილი 2026, 09:37

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა

„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჯორჯია მელონი

13 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2026, 09:22

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

პიტერ მაგიარი და ემანუელ მაკრონი

13 აპრილი 2026, 09:20

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას

„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.

13 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 09:12

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა

„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:09

მსოფლიო

„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს

ოპოზიციონერ პეტერ მადიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.