imedi /  30 ივნისი 2023, 18:10 / სანდო წყარო

პრემიერი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, რომ ბოლო 10 წელია ამ პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი მოიტანა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, რომ ბოლო 10 წელია ამ პოლიტიკამ, ამ პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა, ორიენტირებულმა პოლიტიკამ, კონკრეტული შედეგი მოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი შემთხვევაა არსებული ხელისუფლების მმართველობის დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები და ომი არ ჰქონია.

„ქალბატონი ნინოს შეკითხვა ეხებოდა ნატოს და ნატოში გაწევრიანების საკითხს და ამ კონტექსტში ბატონი მაკრონის და ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის გამონათქვამების დაპარალელებას ჩემს ნათქვამთან. ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი, თუმცა გასაგებია ჩემთვის, საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო. თქვენც განმარტეთ ქალბატონო ნინო და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბატონმა მაკრონმა სწორედ ეს თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას მიეცათ პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი გარანტიების გარეშე და თქვა რომ, ეს დასრულდა აგრესიით ორივე ქვეყნის მიმართ. ეს ბატონი მაკრონის სიტყვებია. ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ უკრაინა დაისაჯა იმის გამო, რომ მას ჰქონდა სურვილი, თუ აქვს სურვილი რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ მას აქვს სურვილ გახდეს ნატოს წევრი, იგივე ნატო, ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე.

გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ, შემდეგ ვიღაცები დაიხმარეს გარედან და შემდეგ არაფრისგან შექმნეს აჟიოტაჟი, არაფრისგან. მე რაიმე ახალი ვთქვი თუ რა? რაიმე ახალი გითხარით რაც არ იცით?

დღეს ქვეყანას არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია, არავითარი, ნული. ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენ განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს და მათ შორის უსაფრთხოებასაც ჩვენ ვუვლით, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს რაც ვიცით, ერთადერთი გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრი არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ, ჯერჯერობით. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის ჯარები, საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, მეგობრებო.

ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს ამ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში, 20 % განადგურებულია საერთოდ მთელი ტერიტორიის, გასწორებულია მიწასთან საერთოდ და ოკუპირებულია უკვე უკრაინის ტერიტორია 20%, და ომი არ ჭირდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რომ ქვეყანას აარიდოს მორიგი დამანგრეველი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, რომ ბოლო 10 წელია ამ პოლიტიკამ, ამ პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა, ორიენტირებულმა პოლიტიკამ, კონკრეტული შედეგი მოიტანა. ერთადერთი შემთხვევაა, მეგობრებო, ჩვენი მმართველობის დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ჰქონია ომი, არ ჰქონია არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა. მადლობა ღმერთს, ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება.

შესაბამისად, კითხვები დაიცვა ნატოს სამიტთან დაკავშირებით, მე მინდა ვთქვა რომ მოახლოებულ ნატოს სამიტზე ვიქნებით წარმოდგენილი, საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც.

ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ მაპის თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც მაპი ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ნატოს გენ. მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

27 თებერვალი 2026, 00:54

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე სერიოზული იყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ ჟენევაში დღეს გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული“ იყო.

სტივ უიტკოფი

27 თებერვალი 2026, 00:34

მსოფლიო

სტივ უიტკოფი უკრაინაში ომზე: ჩვენ საკუთარ თავს შუამავლად განვიხილავთ - ჩვენ არ მივიჩნევთ თავს ამ კონფლიქტის პროტაგონისტად

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინის კონფლიქტში ამერიკის როლსა და პოზიციაზე ისაუბრა.

27 თებერვალი 2026, 00:13

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: BBC-ს ფილმი იყო ადგილობრივ „მეხუთე კოლონაზე“ დაყრდნობით ბრიტანეთიდან საქართველოს მისამართით გამოსროლილი პირველი შურდული

ბრიტანეთის მთავრობას, მის პრემიერს აქვს უმდაბლესი აღიარების რეიტინგი, მას აქვს ისეთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება მეფის ძმის პედოფილიაში ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს, რომელსაც უწევს, რომ დაიჭიროს ამერიკაში ბრიტანეთიდან წარგზავნილი ელჩი იმიტომ, რომ ფინანსურ გარიგებებში არის დადასტურებული მისი მონაწილეობა, ამ პირობებში ჩვენ გვეპყრობიან ისე როგორც ინდოეთს როცა მისი კოლონიზაცია მოახდინეს, მგონი ისტორიის შეხსენება სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ. მისივე თქმით, BBC-ს ფილმი იყო ადგილობრივ „მეხუთე კოლონაზე“ დაყრდნობით ბრიტანეთიდან საქართველოს მისამართით გამოსროლილი პირველი შურდული.

ბაჩო ოდიშარია

27 თებერვალი 2026, 00:03

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რატომ უნდა დავწვრილმანდეთ იმით, რომ „პოსტვ“-ის და „იმედის“ დასანქცირება გაუხარდათ. ამ ადამიანებს უხარიათ, როდესაც გვაშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით. ძალიან ტრაგიკული საყურებელია მათი ქცევა

ეს არის ძალიან ტრაგიკული მოცემულობა, როდესაც უყურებ, რომ შენი თანამოქალაქე ხარობს შენი ქვეყნის ძალიან ცუდი მდგომარეობით. რატომ უნდა დავწვრილმანდეთ იმით, რომ „პოსტვ“-ის და „იმედის“ დასანქცირება გაუხარდათ. ამ ადამიანებს უხაროდათ, ამდენი წლის მანძილზე, რითაც გვაშანტაჟებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუჩერდება საქართველოს, - ასე ეხმაურება „პოსტვ“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოპოზიციის და მათთან აფილირებული პირების „სიხარულის ყიჟნას“.

26 თებერვალი 2026, 23:51

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ სანქციები იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის

პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ ეს [სანქციები] იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მოსახლეობას მუდმივად აშანტაჟებენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი რითაც მუდმივად მოსახლეობას აშანტაჟებენ ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ევრობიუროკრატები არ იცნობენ საქართველოს და არ ესმით რისთვის იბრძვის რეალურად ქვეყანა.

26 თებერვალი 2026, 23:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ეს სანქცია არაფერს წარმოადგენს იმ ფასთან, რისი მზაობაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავიღოთ. ამიტომ არავის ჰქონია ტრაგიზმის განცდა, რომ რამე თავზე დაგვექცა. შევხედეთ, როგორც სასაცილო ამბავს

თავიდან „ფეიკნიუსი“ მეგონა იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ, როდესაც დადასტურდა დარჩა კომიკურ გარემოში. შეუძლებელია, რომ სხვანაირად შეხედო. მიზეზი არის, რომ „პოსტვ“-ის და „იმედს“ გამოუწვევია უკრაინაში დესტაბილიზაცია და წაურთმევია სუვერენიტეტი და დაუბრალებია კორუფცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „პოსტვ“-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

26 თებერვალი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა

უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:36

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია - იქ აგებენ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც და როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკონ რუსეთს

,ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".

26 თებერვალი 2026, 23:34

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა Foreign Affairs: უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას სთხოვს - სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მთლიანად იყოს აღიარებული რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიაში სათაურით უკრაინა ომს აგებს.

26 თებერვალი 2026, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მხრიდან სანქციის დაწესებას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ცხინვალის რეგიონი მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთშიც

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზიანდით ამ სანქციების გამო და თქვენც უნდა ანალოგიური გზა გაიაროთ, ანუ თქვენც უნდა დაზიანებულიყავით ამ სანქციებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს

მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება

დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

26 თებერვალი 2026, 23:15

პოლიტიკა

კაკაბაძე: 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაარბია და დახურა „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იგივე საბაბით

ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

26 თებერვალი 2026, 23:00

მსოფლიო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაც ისლამაბადის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხო რეაქციაა.

26 თებერვალი 2026, 22:58

მსოფლიო

ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.

ალექსეი არესტოვიჩი

26 თებერვალი 2026, 22:52

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.

26 თებერვალი 2026, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 21:41

პოლიტიკა

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.

26 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.