პრემიერი: სანამ გადავდგებოდი პრემიერობიდან, აქტიური კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა არხის გამოყენებით და ჩემი ორგანიზებით სოხუმისა და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი პატიმარი გამოუშვეს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბატონო ალეკო, ბატონი თორნიკეც აქ არის და იცით, რომ იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს ბატონი თორნიკე გამოვიდა და განმარტა საკუთარი განცხადებაც და კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ აქ კითხვები აღარ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრემიერს მიმართა კითხვით, რატომ არ უთხრა მან თორნიკე რიჟვაძეს ერთი საჯარო შენიშვნა ომში მებრძოლების, ომში დაღუპულების შეურაცხყოფის გამო.
„მან განმარტა, თუ ვის გულისხმობდა, როგორ შეიძლება ადამიანმა და მითუმეტეს ჩვენი გუნდის წევრმა, ეს რომ გეთქვათ ნაცებზე გასაგებია, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ ამ კაცმა როგორ შეიძლება ეგ თქვას. ჩვენს გმირ სამხედროებზე და მათ ოჯახებზე. ეს ხომ წარმოუდგენელი მკრეხელობაა. არ უთქვამს კაცს არაფერი, როგორ შეიძლება ეს დააბრალო, შეიძლება ასეთი განცდა დარჩა ადამიანს, მაგრამ გამოვიდა კაცი, განმარტა და თქვა, რომ რა თქმა უნდა გულისხმობდა იმ მთავარ ლაჩარს, ვინც მთელმა მსოფლიომ იხილა. კაცმა თქვა, ქედს იხრის და ერთგვარი კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას ტყვია-წამლის პროექტზე.
„მეორე შეკითხვა ეხებოდა ტყვია-წამლის პროექტს, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა მინდა გითხრათ, საკმაოდ ძვირადღირებული, ჯერ არ ვართ მზად ამ პროექტზე ვისაუბროთ საჯაროდ. ჩვენ რამდენიმე პროექტი გვქონდა ერთ-ერთი არ გამოგვივიდა, მათ შორის მცდელობა იყო ბევრი, ახლა არსებობს 2 - 3 ვარიანტი, რომელზეც ვმუშაობთ, სამინისტრო მუშაობს შეიძლება სახელმწიფოსა და უცხოურ ინვესტორთან ერთად მოხდეს ამ ქარხნის აშენება საქართველოში. ბევრი რამ შეიცვალა პანდემიამდე და პანდემიის შემდეგაც, ომის გამო, რა თქმა უნდა, მითუმეტეს. ჯერ არ გაქვთ სათანადო პროგრესი, ამის თაობაზე მოგახსენებთ, როცა გვექნება .
მე ვიცი, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ეს, ოკუპაციას თან ახლავს, თანმდევია ეს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებს და მათ უკანონო პატიმრობას. თქვენ, თუ გაიხსენებთ და შეგიძლიათ ამის თაობაზე გადაამოწმოთ ინფორმაცია. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, როცა მაშინ მგონი ამის თაობაზე საჯაროდაც ითქვა უკვე ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატის გამოყენებით, ჩვენი სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ჩართულობით, ძალიან ბევრი მოქალაქე გათავისუფლდა რუსეთის ციხეებში რომლებიც იხდიდნენ სასჯელს, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს, ომის დროს დაპატიმრებულები - ეს ერთი ფაქტი, კონკრეტული შედეგი. ბევრი მაშინ არ გვისაუბრია და შეგნებულად, გარკვეულ საიდუმლოებს შეიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. მეორე ფაქტი რაც მინდა გაგახსენოთ, შეგიძლიათ ეს წამოწიოთ, მე სანამ გადავდგებოდი პრემიერ - მინისტრობის თანამდებობიდან 2015 წლის ბოლოს აქტიური კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა არხების გამოყენებით და სწორედ ჩემი ორგანიზებით, ჩემი კოორდინაციით აფხაზეთიდანაც სოხუმის და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი, ყველა პატიმარი იქნა გამოშვებული, ეს იყო ჩემი ჩართულობა, თუ გნებავთ ფაქტი. გახელაძეს შეგახსენებთ, კიდევ ერთი ფაქტი იყო და სხვა, ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. სუსი არის აქტიურად ჩართული, ჩვენი პოლიცია და ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ადამიანებს გადაწურული ქონდათ ბედი, ერთ-ერთი სპეცრაზმელი იყო 20-25 წელი ჰქონდა მისჯილი, სოხუმის ციხეში ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მას ყოფნა და ბევრი რაღაცები გავაკეთეთ, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და კიდევ გავაკეთებთ მეტს, ამაზე მიდის მუშაობა და დამერწმუნეთ შედეგები იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 01:51
მსოფლიო
Reuters: ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს
ნატოს მოკავშირეებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 01:03
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე
დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 აპრილი 2026, 00:40
საზოგადოება
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
14 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Financial Times: ევროკომისიამ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა
ევროკომისიამ დაიწყო „დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები“ პარტია „ტისა“-ს ლიდერთან, პეტერ მადიართან უნგრეთის არჩევნებში მისი დაჯერებული გამარჯვების შემდეგ - კომისია მას მოუწოდებს, მოაგვაროს ურთიერთობა უკრაინასთან და დაიწყოს რეფორმები ევროკავშირის მიერ გაყინული 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
14 აპრილი 2026, 00:10
საზოგადოება
14 აპრილი დედაენის დღეა
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
14 აპრილი 2026, 00:05
რეგიონი
სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
13 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.
13 აპრილი 2026, 21:43
მსოფლიო
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
13 აპრილი 2026, 21:24
მსოფლიო
ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.
13 აპრილი 2026, 21:11
რეგიონი
უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
13 აპრილი 2026, 20:59
მსოფლიო
მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.
13 აპრილი 2026, 20:45
მსოფლიო
კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
13 აპრილი 2026, 20:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი
აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 20:28
მსოფლიო
ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.
13 აპრილი 2026, 20:19
პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
13 აპრილი 2026, 20:18
მსოფლიო
პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.
13 აპრილი 2026, 20:07
მსოფლიო
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
13 აპრილი 2026, 19:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.
13 აპრილი 2026, 19:42
მსოფლიო
პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 19:22
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.


