პრემიერი: შავი ზღვის კაბელის პროექტით შევძლებთ აქ წარმოებული ელექტროენერგიის გატანას ევროპაში, უფრო მაღალ ფასად გავყიდით ელექტროენერგიას. ხდება პირდაპირი დაკავშირებადობის გაძლიერება და განმტკიცება ევროპასა და საქართველოს შორის
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
შავი ზღვის კაბელის პროექტით შევძლებთ აქ წარმოებული ელექტროენერგიის გატანას ევროპაში, უფრო მაღალ ფასად გავყიდით ელექტროენერგიას, ხდება პირდაპირი დაკავშირებადობის გაძლიერება და განმტკიცება ევროპასა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი პირდაპირი დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან.
"შავი ზღვის კაბელზე მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვით უფრო მეტად, თუმცა ჩემს გამოსვლაში ამის თაობაზე გესაუბრეთ უკვე, მაგრამ გეტყვით, რომ შავი ზღვის კაბელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს პროექტი არის ჩვენი, ქართული მხარის ინიციატივა, ორი წლის წინ მე ჩასული ვიყავი ბრიუსელში, როცა მსხვილ პროექტებზე მიდიოდა მუშაობა ევროპელებთან, მათ წარვუდგინეთ ერთ-ერთ პროექტად, მათ მოიწონეს ეს პროექტი, შემდეგ დავიწყეთ მუშაობა აქტიურად, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, რუმინეთი, უნგრეთიც ჩაერთო ამ პროცესში და მოგეხსენებათ რომ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენ ევროკავშირისგან, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ჩამოსული რუმინეთში და არის სერიოზული დაინტერესება ამ პროექტის მიმართ. რაც შეეხება კაბელს და ამ პროექტიდან რეალურად მისაღებ სარგებელს, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება მიიღოს, გარდა იმისა რომ წმინდა ეკონომიკური სარგებელი ქვეყანამ შეიძლება მიიღოს, იმით რომ ჩვენ აქ შევძლებთ აქ წარმოებული, გენერირებული ელექტროენერგიის გატანას ევროპაში, უფრო მაღალ ფასად გავყიდით ელექტროენერგიას, ხდება პირდაპირი დაკავშირებადობის გაძლიერება და განმტკიცება ევროპასა და საქართველოს შორის, ეს იქნება ერთ-ერთი პირდაპირი დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან, რაც ასევე ორმაგად და სამმაგად სტრატეგიული მნიშვნელობის შეიძლება იყოს, ამიტომ ამ პროექტზე ახლა მიმდინარეობს კვლევები, კვლევები დასრულდება წელს სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით, ამის თაობაზე, ამის შემდეგ კიდევ გაიმართება შეხვედრები, პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროების დონეზე, სამუშაო ჯგუფებია შექმნილი ქვეყნებთან ერთად, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, შედეგებს გაცნობებთ. ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 2-3 მილიარდიანი პროექტი, დაფინანსების თაობაზე სრული მზაობაა გამოცხადებული მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის მხრიდან და ასე შემდეგ. ასე რომ ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროექტი შეიძლება გამოგვივიდეს, მეორე ბაქო-თბილისი- ჯეიჰანი ვუწოდოთ ამას, ვინაიდან ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მწვანე ენერგიის წარმოების მიმართულებით, შეგვეძლება, რომ მიზანმიმართულად დავიწყოთ ამ დიდი პროექტების განხორციელებაც, რაც მთავარია გვექნება პირდაპირი გასასვლელი ევროპაში, ევროპულ ბაზარზე და შეგვეძლება ჩვენი იაფი ელექტროენერგია გავყიდოთ ორმაგ, ოთხმაგ და ხუთმაგ ფასებში ევროპულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, რაც შეეხება ზოგადად ფასებს, პანდემიის დროს და შემდეგაც, ნახეთ როგორ არნახულად გაიზარდა ფასები ელექტროენერგიაზე , ზოგადად ენერგომატარებლებზე, ყველგან, მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში, საშუალო შეწონილი ფასი ელექტროენერგიის ერთ კილოვატ საათზე შეადგენდა ოც ცენტს, შედარებისთვის ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი, თუ არ ვცდები არის 6 -7 ცენტი დაახლოებით, 20 ცენტი იყო ევროპაში საშუალოდ, გერმანიაში შარშან 80 ცენტიც კი დაფიქსირდა კილოვატ საათზე, ასე რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა, მეორეს მხრივ ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ მზად განვავითაროთ ჰესები, ამის თაობაზე მე ვახსენე 4 დიდი ჰესი, 4 დიდი პროექტი, რომელზეც მიდის აქტიური მუშაობა, მათ შორის ხუდონის პროექტზე მიდის მუშაობა, ერთ-ერთი შვეიცარიული, ყველაზე ცნობილი კომპანია აკეთებს ამ პროექტის მოდიფიცირებას, ჩვენი სურვილია, რომ მთავარი დამაბრკოლებელი და შემაწუხებელი რაც იყო, დატბორვა მათ შორის ეკლესიის, სოფლის რომ აღარ მოხდეს ეს რომ თავიდან ავირიდოთ სვანეთში, ამგვარად უნდა მოვაწყოთ ეს პროექტი და ასე განვახორციელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის და მოქალაქეების ჩართულობით ადგილზე. ამაზეა საუბარი, ხუდონი, შემდეგ ნამახვანი, ნენსკრა, კიდევ არის სხვა რამდენიმე მსხვილი პროექტები და ჯამში ჩვენ შეგვეძლება დაახლოებით 3000 მეგავატი სიმძლავრის ჰესების აშენება მომდევნო 2-3 წელიწადში, ეს არის მინიმუმ 3-4 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით დაბუსტავს ეკონომიკის ზრდას და ხელს შეუწყობს ისედაც პოზიტიურ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას.
„აქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენი კორიდორის მნიშვნელობის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ არის ციფრული დერეფნის განვითარება, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას, ამაზე აქტიური მუშაობა მიდის, არსებობს ორი სხვა პროექტიც, ალტერნატივაც შეიძლება განვითარდეს, რომ გაიზარდოს დაკავშირებადობა, საქართველოს გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან და მეორეს მხრივ შეიძლება ინდოეთთან და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც შეიძლება დააკავშიროს და ინტერნეტი მივაწოდოთ ჩვენი გავლით, შავი ზღვის და ჩვენი კორიდორის გავლით, ამ მიმართულებაზეც მიდის აქტიური მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 11:01
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.
02 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ
გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.
02 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.
02 აპრილი 2026, 10:54
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 10:50
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.
02 აპრილი 2026, 10:50
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.
02 აპრილი 2026, 10:36
საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით
გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.
02 აპრილი 2026, 10:34
მსოფლიო
Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 10:32
საზოგადოება
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
02 აპრილი 2026, 10:25
პოლიტიკა
ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?
ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.
02 აპრილი 2026, 10:13
ტექნოლოგიები
1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან
მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.
02 აპრილი 2026, 09:52
რეგიონი
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
02 აპრილი 2026, 09:49
მსოფლიო
აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 09:48
რეგიონი
გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.
02 აპრილი 2026, 09:45
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
02 აპრილი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.
02 აპრილი 2026, 09:26
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ-ფორმატით ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.
02 აპრილი 2026, 09:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ანტიეკლესიური კამპანიის მონაწილეებზე: როგორ მიაგეს პატრიარქს პატივი, ეს რომ დაინახეს, ადვილი გადასატანი იქნებოდა მათთვის? ალბათ, ახლა უნდათ, გაათმაგებული ენერგიით გააკეთონ ყველაფერი ცუდი, მაგრამ ამას ისინი ვერ შეძლებენ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს ჯგუფები მიზანს ვერ მიაღწევენ.
02 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
02 აპრილი 2026, 08:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.


