ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, რა ხდება, იცით თქვენც
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, რა ხდება, იცით თქვენც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა და ეს არის მიუღებელი.
„რაც შეეხება ამ საკითხებს და კითხვას, რომელიც დამისვით. მე მარტივად აგიხსნით ჩემს პოზიციას, ჩემს აზრს, მოსაზრებას ამ საკითხებზე. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე ძალიან ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მოვერიდები, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამაზე საუბარი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უნდა გავხსნათ დებატები ამ თემაზე ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი.
ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, რა ხდება, იცით თქვენც, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის თაობაზე - ბაღებში შევიდა ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს.
ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა, ეს არის მიუღებელი. ბატონო ალექსანდრე, მიუღებელია, არ შეიძლება, ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოვა მაკდონალდსმა და თქვა რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება.
ჩვენ 2014 წელს მივიღეთ ანტი დისკრიმინაციული კანონი. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როცა ვმუშაობდით ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შემუშავებაზე, ვალდებულებების შესრულებაზე, ერთ-ერთი ვალდებულება იყო სწორედ ამ კანონის მიღება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს თავი დაიხურა და მაშინვე გამოვედი მე ინიციატივით, გახსოვთ ალბათ, რომ პარალელურად მე გამოვედი ინიციატივით, რომ ჩვენი ინიციატივით ქორწინების დეფინიცია მოხდებოდა კონსტიტუციის დონეზე, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო შემდგომი რისკი. აი მაგალითად თამარ კორძაია რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, მან შეიძლება მოითხოვოს, მოეთხოვა, ეს არასდროს არ მოხდება, ქორწინების დეფინიციის გაუქმება, ან ამ პროპაგანდის დაშვება სკოლებში ბაღებში. ახლა ისე განერვიულდა, რომ ალბათ ემხრობა ამ იდეას, ისე საინტერესოა მან განმარტოს, ემხრობა თუ არა ის - ემხრობით თუ არა ქალბატონო თამარ ლგბტ პროპაგანდას საბავშვო ბაღებში და სკოლებში? კითხვაზე პასუხი გამეცით.
მეორე თემა, მაშინ ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა და მადლობა ჩვენს პარლამენტს, ჩვენს გუნდს, რამდენიმე წლის შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა, ქორწინების დეფინიცია მოხდა.
ჩემი პოზიცია გითხარით, მე ასე მიმაჩნია, რომ ეს საკითხები საჭიროებს ფართო დებატებს, უნდა გაიხსნას დებატები ამ თემებზე, უნდა ღიად ვისაუბროთ საზოგადოებაში, უნდა იყოს ამ თემებზე საუბარი ღიად, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. მე ჩემი პოზიცია გითხარით როგორც მოქალაქის და მთავრობის მეთაურის პოზიცია, რომ მიუღებელი ჩემთვის ეს პროპაგანდა ბაღებში და სკოლებში. საგანგაშო ტენდენციაა, საფრანგეთის კვლევა დავასახელეთ, IPSOS საფრანგეთმა ჩაატარეს კვლევა. საფრანგეთში ახალგაზრდების 22% აცხადებს თავს ლგბტ-დ. ეს არის საგანგაშო ტენდენცია. თუ კითხვა დამისვით პასუხი გთხოვთ რომ მიიღოთ. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 11:51
მსოფლიო
Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს
Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ევროპელები ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გამოეყენებინა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაეწესებინა, თუმცა, შესაძლოა, მალე თავად ინანონ ამ მოწოდების გამო.
01 აგვისტო 2026, 11:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.
01 აგვისტო 2026, 11:33
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდის უნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღოს კრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
01 აგვისტო 2026, 11:27
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. როგორც აღინიშნა, სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.
01 აგვისტო 2026, 11:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გასულ ღამეს მხოლოდ ერთი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა აღარ აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ათეულობით რაკეტით დაბომბა უკრაინა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს.
01 აგვისტო 2026, 11:21
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სგპ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - 79 აბი „სუბოტექსი”, ასევე 12 აბი „მდმა“ და „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.
01 აგვისტო 2026, 11:17
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
01 აგვისტო 2026, 11:14
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.
01 აგვისტო 2026, 11:07
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 11:02
სამართალი
იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს
პენტაგონი გერმანიაში განთავსებული, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს სამხედრო სტრუქტურის მართვაზე უარს ამბობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 10:51
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში
დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
01 აგვისტო 2026, 10:44
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება
რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
01 აგვისტო 2026, 10:10
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 10:06
პოლიტიკა
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი): ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.
01 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
01 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს
პენტაგონმა საგანგებო დაფინანსების სახით მოთხოვნილი 67 მილიარდი დოლარიდან 18,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა აშშ-ის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის შესავსებად.9 ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 09:00
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.
01 აგვისტო 2026, 02:41
მსოფლიო
NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება
აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.


