imedi /  30 ივნისი 2023, 19:18 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?! ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ დაამუშავა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და გადაწყვიტა, რომ სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის უნდა მოხდეს.

„ბატონო ვახტანგ თქვენ ასევე ერთ-ერთი კითხვა დამისვით, რომელიც შეეხებოდა სუროგაციას და რომლის თაობაზეც მე ჩემი პოზიცია გითხარით და ძალიან ბევრი კვლევებიც არსებობს, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ ზოგადად მგრძნობიარე თემაა და რატომ უნდა აიკიდოს სახელმწიფომ ეს თავის ტკივილი, აი ამაზე იყო საუბარი, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვეღარ მივყვებით, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, მერე ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა ბავშვების წაყვანასთან დაკავშირებით. შემდეგ იყო ძალიან ბევრი გარჩევა და ძალიან ბევრი მგრძნობიარე საკითხი იყო, ამიტომ ვთქვით, რომ რასაც ვერ ვაკონტროლებთ, მითუმეტეს ჩვენი ევროპული პრაქტიკა დავამუშავეთ, იმას უნდა ჩავეხსნათ და არ უნდა შევიდეთ პასუხისმგებლობაში სახელმწიფო. თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია ჩვენთან რატომ უნდა იყოს? თან მითუმეტეს მორალურად მე არ მომწონს და მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები ქალბატონები მიყავდათ, თან მე გეტყვით, რამდენიმე ფაქტი არსებობს, რომ მძიმე ვირუსები გადაედო ქალბატონებს და ძალიან ბევრი ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს, ვერ გავიგე. მითუმეტეს, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი ,კი ბატონო ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის, მაგრამ არ უნდა იყოს მითუმეტეს, რომ ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, არის ჰიბრიდული პრაქტიკაც, მეთოდებიც და ეს გადმოვიღეთ და ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რომ წავახალისოთ დემოგრაფია და ა.შ. უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე. დემოგრაფიაზე კითხვა დაისვა. პრობლემაა მაგალითად იგივე სქესის მიხედვით აბორტების გაკეთება, კატასტროფაა ჩვენ თუ არ ვუთხარით ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენს ძვირფას ძმებს და დებს, რომ არ შეიძლება, ეს არის შვილების მკვლელობა, არაფერი არ გამოვა ასე. ათიათასობით აბორტი კეთდება ყოველ წელს ქვეყანაში, ტრაგედიაა ეს, უბედურებაა. ამიტომ მეტი კამპანიაა საჭირო, მეტი ინფორმაცია, მეტი ცნობიერების ამაღლება სჭირდება ჩვენს თუნდაც ახალგაზრდა წყვილებს და ამაში სახელმწიფოს როლი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა მე არ მაქვს საუბარი არავითარ აკრძალვებზე, მაგრამ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. იგივე, რა რისკებს იწვევს, მათ შორის ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და ა. შ. ჩვენ შობადობის კუთხით გვაქვს სერიოზული გამოწვევები, პრობლემებია, ამიტომ ქალბატონი თამარი იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ აქ ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ ბაღებში და სკოლებში, არამედ უნდა გამოვიდეს ინიციატივით, რომ 4 შვილი მინიმუმ, პროგრამა უნდა დააინიციროს ქალბატონმა თამარმა და ჩვენ მხარს დავუჭერთ ქალბატონ თამარს.

რაც შეეხება ტრანსპლანტაციას და სხვა საკითხებს, ბატონო ვახტანგ ,ქალბატონი თამარი აქ არის და თუ უფრო მეტი გაინტერესებთ, შეგვიძლია ვთხოვოთ ქალბატონ თამარს, რომ უფრო კონკრეტულად გიპასუხოთ. მორალურად მიმაჩნია, რომ არ არის მისასალმებელი ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით ეს მოქალაქეები ვინ არიან, ეს ბავშვები სად მიჰყავთ მერე და უბედურება ხდება. ბევრი უკონტროლო სიტუაციებია და ამიტომ არ გვინდა ჩვენ უკონტროლო პროცესებში ვიყოთ თანამონაწილე ნებსით თუ უნებლიედ, მანდ ბევრი რისკებია აღარ მინდა ამ თემის გაგრძელება და გაშლა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ოჯახების გაძლიერების პაკეტს ამუშავებს და ამ მიმართულებით უფრო ძლიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„ოჯახების გაძლიერების მიმართულებით ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო ძლიერი ნაბიჯები, უფრო მეტი დახმარება უნდა მივმართოთ მე ვახსენე ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც მუშაობს, ბინების შეძენაში ვეხმარებით და ვასუბსიდირებთ საპროცენტო განაკვეთს, მაგრამ ეს არა რის საკმარისი. ჩვენ ახლა ვამუშავებთ გვინდა, რომ კომპლექსური პაკეტი წარმოვადგინოთ ოჯახების გაძლიერების, რომ მეტი მოტივაცია გაუჩნდეს ახალგაზრდა წყვილებს შვილების გაჩენის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც სახელდება, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და გამოიკვეთა ძალიან საინტერესო, ამავდროულად ძალიან სამწუხარო ტენდენციები, მაგრამ ხშირად ახალგაზრდა წყვილი უარს ამბობს სხვადასხვა პირობების გამო და შვილებს არ აჩენენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ბინა, ამაში შეიძლება ჩვენი დახმარება, გრძელვადიანი კრედიტები და ამ პროექტს დავამუშავებთ, შეთავაზებებს გავუკეთებთ საზოგადოებას. უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ამ მიმართულებით, უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს.“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ყველა სიახლე

ვატო შაქარიშვილი

17 სექტემბერი 2026, 21:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ

„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ.

17 სექტემბერი 2026, 21:04

რეგიონი

„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.

17 სექტემბერი 2026, 20:59

სამართალი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

17 სექტემბერი 2026, 20:55

რეგიონი

გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.

17 სექტემბერი 2026, 20:53

სამართალი

რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.

17 სექტემბერი 2026, 20:52

პოლიტიკა

ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.

კახა კალაძე

17 სექტემბერი 2026, 20:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.

17 სექტემბერი 2026, 20:43

პოლიტიკა

ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.

17 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.

კახა კალაძე

17 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

17 სექტემბერი 2026, 20:41

საზოგადოება

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.

17 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.

დონალდ ტუსკი

17 სექტემბერი 2026, 20:34

მსოფლიო

ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.

17 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

17 სექტემბერი 2026, 20:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

17 სექტემბერი 2026, 20:11

საზოგადოება

ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

17 სექტემბერი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.

17 სექტემბერი 2026, 20:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

ანდრეი სიბიგა

17 სექტემბერი 2026, 19:58

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 19:52

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას

ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.