ირაკლი ღარიბაშვილი: ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს, აგრესიული გამონათქვამებისგან თავი უნდა შეიკავონ ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანებმა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს, აგრესიული გამონათქვამებისგან თავი უნდა შეიკავონ ისეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოფილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას არასოდეს არ დაუგმია ზღვარგადასული კამპანია და აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ.
„პირველ რიგში მე ჩემი აზრი გითხარით, რომ საერთოდ ძალადობა არის მიუღებელი. ეს ცილისწამებებიც მიუღებელია, ეს შეურაცხყოფა მიუღებელია, სათქმელი არ აქვთ, ვერ შემოდიან დებატებში, არ აქვთ არგუმენტები, არ აქვთ ფაქტები, ხელმოცარულები არიან და მხოლოდ გადადიან შეურაცხყოფებზე. მანდაც მდარე შეურაცხყოფას აკეთებენ, პირად შეურაცხყოფას აკეთებენ და ჩანს რომ საერთოდ გაუბედურებულები არიან და ფსკერზეა დღევანდელი დესტრუქციული ანარქისტული ოპოზიცია, ექსტრემისტული ოპოზიცია. ახლა რაც შეეხება, ძალადობა საერთოდ უნდა დავგმოთ ჩვენ, ამაზე პოლიცია რეაგირებას ახდენს დაუყოვნებლივ და მე ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია. მეორეს მხრივ, რა მინდა ვთქვა, ახლა გამოვიდა იგივე თქვენი ყოფილი ლიდერი გირჩი ზურა და საპატრიარქოზე ამბობს ისევ, აღარ გავიმეორებ და უწოდებს მტერს და ა.შ. ჩვენი მოსახლეობის 85%, ხალხის, თითქმის 2000 წლოვანი ქრისტიანული სარწმუნოების მქონე ქვეყანა ვართ, ერთ-ერთი უძველესი ერი. რომ გამოდიხარ და ლაპარაკობ ასეთ რაღაცებს, ეს მიუღებელია, ეს როგორც მინიმუმ, არის რა ვიცი, ძალიან დიდი სიბრიყვე და ძალიან დიდი მკრეხელობა რომ არის და უბედურება რომ არის ეს ცალკე საკითხია მაგრამ, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვისაც და ყველასთვის, მე მგონი ასეთი გამონათქვამები, მათ შორის აღარ გავაგრძელებ და არ მინდა რომ მეც ჩავერთო ამ კამპანიაში. საერთოდ მოგიწოდებთ, უფრო მეტი კორექტულობა და უფრო მეტი პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. თქვენ უნდა აჩვენოთ მაგალითი, აი თქვენ ვინც ხართ შეიძლება ეგრე აზროვნებდეთ და უნდა აჩვენოთ.. მე აქვე მინდა გავაკრიტიკო ყოფილი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომელიც გამოდიოდა, პარლამენტის წინ იდგა და ამბობდა, რომ მას ერჩივნა ბომბები ცვიოდესო, ასე ამბობდა, ბომბები ცვიოდესო, წარმოგიდგენიათ როგორ აქვს მოწყობილი ადამიანს აზროვნება, როგორი ფსიქოლოგია აქვს და საერთოდ სად არის?! ამ ადამიანს არასოდეს არ დაუგმია ერთი ფაქტი, გამახსენეთ თუ შეიძლება, არასოდეს არ დაუგმია აი ეს ზღვარგადასული კამპანია, აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი რელიგიური გრძნობების მიმართ, არასოდეს. ეს რანაირი სახალხო დამცველი იყო, რა ხდება. ამიტომ მე მესმის თქვენ რაც მკითხეთ, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ პოლარიზაცია შევამციროთ, მე ამას გეტყოდით. ასეთი გამონათქვამებითაც უნდა შეიკავონ თავი მსგავსმა ასეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანმა, როგორიც არის ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები. რომელთაც არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ, არაფერი აბსოლუტურად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერძე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.
17 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 23:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.
17 სექტემბერი 2026, 20:51
საზოგადოება
ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
17 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
17 სექტემბერი 2026, 20:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.
17 სექტემბერი 2026, 20:34
მსოფლიო
ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.
17 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.


