imedi /  30 ივნისი 2023, 19:26 / სანდო წყარო

პრემიერი: რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ, წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე.

"რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, დასმულ შეკითხვას და მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას, ასევე თქვენ მკითხეთ რამდენად შენარჩუნებულია ომის საფრთხე, არის თუ არა ეს საფრთხე გამქრალი და თუ არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევა. რა თქმა უნდა, გამოწვევები სახეზეა. ამის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება, მცდელობა, ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის, იყო მარტის აქციები. ეს იყო ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. ეს მღელვარება რომელიც ხელოვნურად შეიქმნა მათ მიერ ორგანიზებული, მათ შორის ახალგაზრდების, მათ შორის ბევრი გულწრფელი ახალგაზრდის პროტესტი და მღელვარება სცადეს რომ გამოეყენებინათ საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების, მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში საფრთხეები რჩება, ისინი ხელიდან არ უშვებენ რაიმე პატარა შანსს რომ ქვეყანაში არ შეიქმნას დესტაბილიზაცია და იგივე ბოლო ნათქვამი მინდა გავახსენო საზოგადოებას, რუსეთში რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა, პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება, მათი გამონათქვამები , მათი მიზნები და ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობის ჭიაბერაშვილის გამონათქვამები, საერთოდ რისი თავი აქვთ?!

ამათ თუ წარმოუდგენიათ ამათ რამე გაბედონ და აქ ვიღაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი ასე დაუწყებს ამათ ყურებას.. ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს. როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ათჯერ მეტ პასუხს მიიღებენ პროპორციულად იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან ეს დესტრუქციული ჯგუფები, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ამიტომ რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მეტი კონტროლი, ჩვენი სამსახურები, ჩვენი პოლიცია, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, ყველა არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ არავის ვაპატიებთ რაიმე პატარა გადაცდომას, არავის ვაპატიებთ! ასეთ ვითარებაში ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვუფრთხილდებით თვალისჩინივით, როგორც საკუთარ ბავშვს და ჩვენ არ დავანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას ხელმეორედ. ერთხელ დაანგრიეს, ახლა მეორედ უნდათ რომ დაანგრიონ. კიდევ ვიმეორებ - რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ.

წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება და ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ, გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ რა მდგომარეობაშიც არიან ეს რისკები, რა თქმა უნდა, არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები, რა თქმა უნდა არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას", - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 21:41

მსოფლიო

The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ

რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.

ვატო შაქარიშვილი

17 სექტემბერი 2026, 21:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ

„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ.

17 სექტემბერი 2026, 21:04

რეგიონი

„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.

17 სექტემბერი 2026, 20:59

სამართალი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

17 სექტემბერი 2026, 20:55

რეგიონი

გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.

17 სექტემბერი 2026, 20:53

სამართალი

რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.

17 სექტემბერი 2026, 20:52

პოლიტიკა

ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.

17 სექტემბერი 2026, 20:51

საზოგადოება

ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

კახა კალაძე

17 სექტემბერი 2026, 20:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.

17 სექტემბერი 2026, 20:43

პოლიტიკა

ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.

კახა კალაძე

17 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

17 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.

17 სექტემბერი 2026, 20:41

საზოგადოება

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.

17 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.

დონალდ ტუსკი

17 სექტემბერი 2026, 20:34

მსოფლიო

ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.

17 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

17 სექტემბერი 2026, 20:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

17 სექტემბერი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.

17 სექტემბერი 2026, 20:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

ანდრეი სიბიგა

17 სექტემბერი 2026, 19:58

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.