05 ივლისი 2023, 15:22 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგშია, რომელსაც თითქმის უპრეცედენტო პაკეტები აქვს უკრაინელი დევნილებისთვის, უკრაინელ ხალხს რთულ დღეებში კარი გაუღო და ღირსეულად დახვდა მოძმე ხალხს

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

არავინ არავის არაფერს არ ამადლის. მაგრამ, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგშია, რომელსაც თითქმის უპრეცედენტო პაკეტები აქვს უკრაინელი დევნილებისთვის. დიახ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინელ ხალხს რთულ დღეებში კარი გაუღო, თავზე გადაჰყვა და როგორც საქართველოს შეეფერება, ისე ღირსეულად დახვდა მოძმე ხალხს, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი აღნიშნავს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში.

„უკრაინის ხელისუფლების რიტორიკა რომ თავხედობის და უმადურობის კლასიკური მაგალითია, ამას ყველა კარგად ვხედავთ. ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თუ სხვა ყველა თვალსაზრისით. ერთადერთი რასაც უკრაინა ვერ "გვპატიობს" არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და არ დაუშვა საქართველოს "ბახმუტიზაცია".

ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღლებიან უკრაინის ოფიციალური პირები საქართველოს ლანძღვით და გინებით. საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, უკრაინულმა მხარემ დიპლომატიური სკანდალები მოაწყო, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გარეწარი სააკაშვილის დონემდე დაიყვანა და ა.შ. ეს არაფერში წერია, ამ საქციელს გამართლება არ აქვს და ეს არ არის მეგობრობა.

ბუნებრივია, არავინ არავის არაფერს არ ამადლის. მაგრამ, ხალხმა ალბათ უნდა იცოდეს, რომ საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგშია, რომელსაც თითქმის უპრეცედენტო პაკეტები აქვს უკრაინელი დევნილებისთვის. დიახ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინელ ხალხს რთულ დღეებში კარი გაუღო, თავზე გადაჰყვა და როგორც საქართველოს შეეფერება, ისე ღირსეულად დახვდა მოძმე ხალხს.

ახლა ვნახოთ, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში. სხვა საკითხია კიდევ განათლება და სხვა დარგები.

საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახზე გაიცემა თვეში 300 ლარი;
საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა თვეში 45 ლარი;
რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა;
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი. ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ორსულთა ვიზიტები და კონსულტაციები ექიმებთან; ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა გეგმური ანალიზი;
კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა, მათ შორის ვაქცინაცია, ბინაზე და სტაციონარში მკურნალობა;
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
დიალიზი;
ტუბერკულოზის და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
იმუნიზაცია, მათ შორის გეგმური და გადაუდებელი;
ფსიქიკური ჯანმრთელობა;
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“, - წერს ანდრია გვიდიანი.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

26 აგვისტო 2026, 15:12

მსოფლიო

Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

26 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:54

ეკონომიკა

მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება

„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:46

ეკონომიკა

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

26 აგვისტო 2026, 14:33

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა

ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

26 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

ანა წითლიძე

26 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული

ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად, ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

თორნიკე ჭეიშვილი

26 აგვისტო 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს

„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.

26 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია

გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.

26 აგვისტო 2026, 14:18

სამართალი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.