imedi /  10 ივლისი 2023, 18:21 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის დიდი პატივია ბერბელ ბასის მიღება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიას გამორჩეული როლი ჰქონდა და აქვს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში. გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა - დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობაში. აღნიშნულისთვის მადლობას მოვახსენებთ გერმანიას და მის ხალხს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბასის ვიზიტი ისტორიული მოვლენაა და გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ასევე მადლიერები ვართ გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გერმანიის და მისი მსგავსი მეგობრების და პარტნიორების დამსახურებაცაა.

მოხარულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიური დინამიკა. გასული წლის დეკემბერში, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოწვევით, მე თავად ვიყავი გერმანიაში ვიზიტად; 2023 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი გვსტუმრობდა თბილისში; ერთი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში ჰქონდა დიალოგი გერმანიის კანცლერთან; დღეს კი საქართველოს პარლამენტში გვაქვს ბუნდესტაგის პრეზიდენტის მასპინძლობის პატივი. უმაღლესი დონის ეს ურთიერთშეხვედრები და ვიზიტები არც არის გასაკვირი - იგი ასახავს იმ მჭიდრო ხალხთაშორის ურთიერთობებს, ასევე, თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა და განამტკიცებდა ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას.

გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები დგას დემოკრატიის და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე. გერმანიას და საქართველოს შორის კავშირები ასევე საერთო მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთის მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე წლების მანძილზე ერთმანეთს მხარს უმაგრებდნენ და იბრძოდნენ ამ ფასეულობებისა და ინტერესებისთვის, ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, გერმანიის და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

დღეს, საქართველო კვლავ ისტორიულ პროცესში იმყოფება. 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრების საქმეში. 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. იმედი გვაქვს, რომ გერმანია იქნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესის ლიდერი.

შეხვედრაზე სწორად აღნიშნულ საკითხებზე გვქონდა საუბარი. დღეს და ხვალ გვექნება სხვა შესაძლებლობაც, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებით ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო ინიციატივების წამოწყებას.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია შედიოდნენ, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა.

08 ივნისი 2026, 14:18

პოლიტიკა

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამი ანგარიში განიხილა.

08 ივნისი 2026, 14:07

სპორტი

ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.

08 ივნისი 2026, 14:00

საზოგადოება

Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2026, 13:53

მსოფლიო

ზელენსკი სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ: ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის

„სწორედ ახლაა დრო, რომ ევროკავშირმა რეალურად დაუჭიროს მხარი სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი საჭირო იმისათვის, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ ევროპასთან ურთიერთობის წყალობით ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ დრო და შესაძლებლობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი

08 ივნისი 2026, 13:41

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება

იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

08 ივნისი 2026, 13:38

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 13:35

სპორტი

ეკატერინე ხუციშვილმა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ჭადრაკში მე-3 სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა.

08 ივნისი 2026, 13:35

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი ამოცანაა ფერმერებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო წარმოებისთვის, მომხმარებლებს მივაწოდოთ უვნებელი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზრებზე გავაძლიეროთ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის სანდოობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.

08 ივნისი 2026, 13:28

რეგიონი

ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა

გუგული სოლომონიძე 1956 წელს, სოფელ პაქსაძეებში დაიბადა. იგი 1984-2011 წლებში წარმატებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სხვადასხვა წლებში კი რაიონული და საკრებულოს საბჭოების წევრად საქმიანობდა. შრომითი მიღწევებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არაერთი მაღალი ჯილდოთი და სიგელით არის დაჯილდოებული.

08 ივნისი 2026, 13:12

საზოგადოება

ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 9 ივნისს, 14:00 საათზე აბიტურიენტებისთვის ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს პირდაპირ მხილებაა ბრიუსელისა და სხვადასხვა დედაქალაქის დეზინფორმაციის საქართველოს წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ- საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს

08 ივნისი 2026, 13:04

რეგიონი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს.

08 ივნისი 2026, 12:57

მსოფლიო

ნატო-ს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

ნატო-ს გამანადგურებლებმა დილით, ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის ეროვნული შეიარაღებულმა ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი რეზეკნესა და კარსავას შორის არსებულ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ეს ფრანგულმა გამანადგურებლებმა გააკეთეს, რომლებიც ნატოს ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ

ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამის გამო გვსჯიან

„მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ სომხეთი სხვა სახელმწიფოა, საქართველო სხვა სახელმწიფოა. ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ თითქმის ერთნაირი გამოწვევები გვაქვს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „რას ნიშნავს, როდესაც რეგიონის ორი ქვეყანა მშვიდობას და სუვერენიტეტს სხვადასხვა მიმართულებით ხედავს. თქვენ ვერ ხედავთ მშვიდობას, სუვერენიტეტს ევროკავშირის მხრიდან და ფაშინიანმა, სომეხმა ხალხმა სწორედ ამას მისცა ხმა“.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი

მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

08 ივნისი 2026, 12:27

მსოფლიო

აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო

გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ 6 ივნისის დილას, ტროსტ-ავენიუს ქუჩაზე მოხდა, რომელიც ბაზიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლის მიზეზი უცნობია. პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის

თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი ის უნდა იყოს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სტამბოლში შეხვედრაზე: ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს

„ეს [შეხვედრა] კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს. ეს არის ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომელმაც წინ უნდა წაწიოს ჩვენი ერების ინტერესები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.