20 ივლისი 2023, 12:11 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: მიმდინარეობს მილიონობით დოლარით დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაციების საერთაშორისო კამპანია სააკაშვილის შესაწყალებლად, საქართველოსთვის სანქციების დაწესების მისაღწევად

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

დაკავების მომენტიდან მუდმივად ეწევა საზოგადოების მოტყუებას, იგონებს ავადმყოფობების სხვადასხვა ფორმას (კახექსია, დემენცია, მოწამვლა, წამებას და ა.შ), 600 დღის განმავლობაში, თავისი ოჯახით, პარტიით, დაქირავებული ლობისტებითა და ჯიბის ტელევიზიებით ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რომ თითქოს კვდება და ესაჭიროება ევროპაში მკურნალობა, ვინაიდან აქ მისი დაავადების განკურნება შეუძლებელია.
დღემდე არ დადებულა არც ერთი სამედიცინო დასკვნა, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, გაირკვა, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ, მილიონობით დოლარია გადახდილი ლობისტურ ორგანიზაციებში, საქართველოსთვის სანქციების დაწესების მისაღწევად. სწორედ ამ ლობისტური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს კაკაბაძე ევროპარლამენტარების, კონგრესმენების და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ სააკაშვილის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას.

ნანა კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილი თავისი საქმიანობით ყოველთვის იცავდა არა საქართველოს, არამედ მისი მტრების ინტერესებს, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ და ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბრძოლის ეს ეტაპიც ქვეყნის გამარჯვებით დასრულდეს.

“სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

კანონის დარღვევით გადაკვეთა ჯერ უკრაინის საზღვარი, ხოლო შემდეგ ასევე უკანონოდ, ტრაილერში ჩამალული შემოიპარა საქართველოში.

საზღვარზე აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავებისგან თავის დაღწევის მიზნით, გაკეთებული ჰქონდა ყალბი ჩანაწერი, ვითომ გატაცებულია და ხდება მისი გადაადგილება გაურკვეველი მიმართულებით.

ჩანაწერი ასევე გაგზავნილი იყო მიშას შემოპარების ორგანიზატორ გია ლორთქიფანიძესთან, რომელსაც მისი დაკავების შემთხვევაში ეს ჩანაწერი უნდა გაევრცელებინა იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი რუსებმა მოიტაცეს და გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას.

საზღვარზე შეუმჩნევლად შემოპარვის შემდეგ, ფეიკ ჩანაწერი აღარ დაჭირდა მიშას.

ტელეფონით იღებდა და ინტერნეტის საშუალებით თვითონვე ავრცელებდა საკუთარ ტრაბახს, რომ მაგარია, ვინაიდან უპრობლემოდ შემოიპარა საქართველოში.

ასევე 1 ოქტომბერს ყველას პატიჟებდა რევოლუციაზე -200 ათასი ვიქნებით, მე წაგიძღვებით და ხელისუფლებას დავამხობთო.

1 ოქტომბრის წინა დღეს სააკაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს.

დაკავების მომენტიდან მუდმივად ეწევა საზოგადოების მოტყუებას, იგონებს ავადმყოფობების სხვადასხვა ფორმას (კახექსია, დემენცია, მოწამვლა, წამებას და ა.შ), 600 დღის განმავლობაში, თავისი ოჯახით, პარტიით, დაქირავებული ლობისტებითა და ჯიბის ტელევიზიებით ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რომ თითქოს კვდება და ესაჭიროება ევროპაში მკურნალობა, ვინაიდან აქ მისი დაავადების განკურნება შეუძლებელია.

დღემდე არ დადებულა არც ერთი სამედიცინო დასკვნა, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა.

ომბუდსმენის ოფისთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასთან" შექმნილმა, მიკერძოებულმა ექსპერტებმაც კი ვერ შეძლეს დაედოთ ისეთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მიშას ცრუპენტელობას.

სასჯელისაგან თავის არიდების იმედით, მოგვიანებით, სააკაშვილმა განაცხადა, ოღონდ გამიშვით და არ ჩავერევი ქართულ პოლიტიკაში, მე მხოლოდ უკრაინის პოლიტიკა მაინტერესებსო.

ამანაც რომ არ იმუშავა, მიშამ მოახდინა „სასწაული", მიხეილ, „სასწაულმოქმედი", „განიკურნა“ განუკურნელი დაავადებისგან (დემენციისგან).

მანვე დაარღვია საჯაროდ მიცემული „აღთქმა" და ღიად ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში.

ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა უკვე პატიმარმა სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის.

მიშას, გეგმები ცოტა აერია, როცა 7 თვის წინ „გამოწერილმა“ (როცა „კვდებოდა") პოლონელმა ექიმებმა დაგვიანებით ჩამოაკითხეს, მაშინ როდესაც უკვე აღარ „კვდება“ და აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული.

პოლონეთიდან მედიკოსთა გამომგზავნებს, ექიმებიც მიშასნაირი თაღლითები შეურჩევიათ.

მათ იცოდნენ, ოფიციალურად აღებული ნიმუშებით მიშას „მოწამვლას“ ვერ დაადასტურებდნენ, ამიტომ სცადეს, არალეგალური გზით (წინდებში ჩამალული) ბიოლოგიური მასალის ჯერ გამოპარება, შემდეგ მისი მომწამვლელი ნივთიერებით დაბინძურება, სავარაუდოდ ოფიციალური ნიმუშის დაბინძურებული ნიმუშით ჩასანაცვლებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდებოდა მსოფლიოს მასშტაბით კამპანიის წამოწყება, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი მოწამლა,ხოლო ფაქტი „მიუკერძოებელმა“ ექიმებმა დაადასტურესო.

ახლახან გაირკვა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მიმდინარეობს მილიონობით დოლარით დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაციების მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანია სააკაშვილის შეწყალების მიზნით, ასევე სოლიდურ საერთაშორისო მედიაში "წამებული" სააკაშვილის საკითხის აქტუალიზება, საქართველოსთვის სანქციების დაწესების მისაღწევად.

ამის შედეგი იყო საერთაშორისო ცრუპენტელა ევროპარლამენტარების, კონგრესმენების თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან სააკაშვილის პერსონისადმი გამოხატული ღია მხარდაჭერა.

კრიტიკას ვერ უძლებს 44 ცრუპენტელა ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილი მიმართვა, რომელშიც მოთხოვნილია, ევროპის რომელიმე ქვეყანაში სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპის სასამართლოს მიერაა ნათქვამი, რომ პატიმარი სააკაშვილი არ საჭიროებს დამატებით სამედიცინო ჩარევას.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულებული საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ვერ მოინელეს მიშამ და მისმა დაჯგუფებამ.

ამ ფაქტით გაბოროტებულებმა, დასავლელ ლობისტებს შეუკვეთეს ყველაფერი გააკეთონ, რათა მიღწეულ იქნეს საქართველოს დასანქცირება.

ასე რომ, დღეს მიმდინარეობს უღირსი ბრძოლის მეორე რაუნდი, რომელსაც ჰქვია „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

ქართულმა საზოგადოებამ და ქვეყნის ხელისუფლებამ ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბრძოლის ეს ეტაპიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს.

სააკაშვილის წარმატების შემთხვევაში, გაიმარჯვებენ საქართველოს მტრები, ვინაიდან უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკურ საქმიანობის მანძილზე იცავდა არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ჩვენი მტრების, ანუ ომის პარტიის ინტერესებს, რომლის წარმომადგენლებიც ომის დაწყების დღიდან სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩაგვითრიონ წინასწარ წაგებულ ომში.” - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

26 აგვისტო 2026, 15:12

მსოფლიო

Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

26 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:54

ეკონომიკა

მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება

„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:46

ეკონომიკა

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.