imedi /  28 ივლისი 2023, 21:35 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს, როდესაც იქმნება ახალი მსოფლიო დღის წესრიგი, ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქამდეც, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე საერთო გადალაგებისა და არეულობის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა სწორედ სი ძინპინის პირადი მოწვევით და უახლოეს მომავალში გაფორმდება სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ამანაც გამოიწვია „შეშფოთება“, რომელიც გარკვეულწილად აგენტურის დაკვეთაა და მეტი არაფერი.

ჩინეთი დღეს არის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, რომელიც ძალიან მალე გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტემპებით თუ განვითარდება. მისი ეკონომიკა უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად აღებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა, მაგრამ 15 წლის წინ საერთოდ სახსენებელიც კი არ იყო ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცულობითა და მასშტაბებით ევროკავშირის, ან აშშ-ის ეკონომიკასთან შედარებით.

დღეს, ამ ახალ რეალობაში, როდესაც მრავალპოლარული სამყაროსკენ მიდის ყველაფერი, ჩინეთის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დაახლოებით, ერთი თვის წინ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტი იყო შეკრებილი. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოეწერა ხელი და დღეს საქართველო არის ამ სარტყლის გაგრძელება - ჩინეთი, ცენტრალური აზია და შემდეგ - საქართველო - ეს არის მართლა ერთი გზა და ერთი სარტყლის კონცეფციის მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავხდეთ.

ქართველებს ხშირად წარმოგვიდგენია-ხოლმე, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი და ამის იქით გზა აღარსად გადის. მილიონი გზა გადის ჩვენთვის გვერდის ავლით და შეიძლება, წმინდა ლოჯისტიკურად ეს გზები უფრო მოხერხებულიც იყოს. ჩვენ თუ არ გამოვიყენეთ ახლა ის შესაძლებლობა, რაც პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა, ისე გაიკვალება ეს გზები ჩვენი გვერდის ავლით, რომ დავრჩებით განზე და მოვექცევით ჩიხში. ვერც შავი ზღვა გვიშველის და ვერც ნავთობსადენები, თუ გაზსადენები, რომლებიც გადის საქართველოზე. ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება.

ჩინეთი არ არის მხოლოდ ეკონომიკური სუპერ „დერჟავა“. დღეს ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე. აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად ჩინეთი არის ამ დიდ სამეულში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთამაშე და მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ახლო, თუ შორეულ მომავალში. მისი გავლენა არის უაღრესად დიდი როგორც მსოფლიო პოლიტიკაზე, ისე რუსეთზე და ამ ფონზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, ამან უკვე გამოიწვია დღეს ერთგვარი წინააღმდეგობა ქართულ ოპოზიციაში. პირველი, ვინც გამოვარდა, გახარიას, ყოფილი პრემიერის პარტია იყო და დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ. რატომ? - იმიტომ, რომ ისინიც იღებენ შეკვეთებს იმავე ცენტრიდან, რომელზეც ვსაუბრობთ.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბევრ მოთხოვნას. ზოგ შემთხვევაში ეს მოთხოვნები არ იყო საქართველოს სასარგებლოდ, პირიქით, ზოგჯერ საზიანოც კი იყო. თუნდაც ის, რომ უარს ვამბობდით ინვესტიციებზე ვთქვათ, ჩინეთიდან, არაბული სამყაროდან, აღარაფერს ვამბობ რუსულ და ირანულ ინვესტიციებზე. ასე უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე უარს ვამბობდით იმიტომ, რომ არ სიამოვნებდათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

აშშ-თან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, რომელსაც 2009 წლის აპრილში მოეწერა ხელი, საუბარია ორმხრივ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე, სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში დახმარებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკული ინვესტიციები ძალიან ცოტა ვნახეთ საქართველოში. ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც ჩაიდო, იყო „თელასი“, რომელიც შემდეგ მიიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „რაოზე“ და ეს ამერიკული კომპანიაც გავიდა საქართველოდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც არის თუნდაც, განათლების, ან თავდაცვის სფეროში. თავდაცვის სფეროში საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით, 35-40 მილიონი დოლარის დახმარებაზე. მეორე მხრივ, ჩვენც ასევე შევისყიდით ამერიკულ შეიარაღებას, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა. დაახლოებით, 2,5 მილიარდი ლარი დახარჯა საქართველომ აშშ-ის თხოვნით, იმ საერთაშორისო მისიებში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ასე რომ ვალში ამ ნაწილშიც არ ვართ. ერთი რამის თქმა მინდა, ამიტომაც ჩამოვთვალე ეს ციფრები: მიუხედავად იმისა, რომ მადლობელნი ვართ ამ დახმარებისა იმ სფეროში, რაშიც გვიწევს, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ენჯეოების დაფინანსებასა და რევოლუციის დაგეგმვას.

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, რომელსაც წლის ბოლოს ველოდებით, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც. 120 ან 160 მილიარდი რომ ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკა დღეს, პენსია, ხელფასები საჯარო სამსახურებში და თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იქნებოდა მინიმუმ 2-ჯერ მეტი, ბიუჯეტი იქნებოდა არა 21 მილიარდი, არამედ 30 მილიარდი და შეიძლება, მეტიც და ეს არის ის ფული, რომელიც ჩვენ დაგვაკლდა. სამუშაო ადგილების პრობლემაც საერთოდ აღმოფხვრილი იქნებოდა და იმ სამუშაო ადგილებზეც ხელფასი იქნებოდა ბევრად მეტი, ვიდრე ახლა. ეს არის რეალურად ის რიცხვები, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელთა ზარალიც რეალურად განვიცადეთ. ამ ფონზე ამ პრიზმაში რომ დავინახავთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახლა იწყება ჩინეთთან, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრდება სატელევიზიო სეზონები, ჩვენ დავინახავთ, როგორ გამოვა ოპოზიცია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ და ესეც იქნება დაკვეთა!“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე: რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი

ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

დიმიტრი სამხარაძე

01 ოქტომბერი 2026, 00:31

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო. ამის შესახებ კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

01 ოქტომბერი 2026, 00:30

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება

ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს - დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ტალღებით იგი ანადგურებს ქალაქებს, ქარხნებს, ხიდებსა და პორტებს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება“.

01 ოქტომბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა

აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა, - ასე ახასიათებს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა

რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, -

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე IRI-ის კვლევაში ოპოზიციის შედეგზე: ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ ჩადენილი

2012 წლის შემდეგ ეს მონაცემები [ოპოზიციის შედეგი სოციოლოგიურ კვლევაში] ერთი მიმართულებით მიდის, - განაცხადა გადაცემაში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ IRI კვლევაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციურიმა პარტიებმა 2012 წლიდან ვერც ერთ არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს.

30 სექტემბერი 2026, 23:52

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპოცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:48

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია

არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გოდრულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:45

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ევრობიუროკრატების აგენტურის - ისტორიულ მინიმუმზე

ჩვენი მხარდაჭერა არის ისტორიულ მაქსიმუმზე, მათი [ევრობიუროკრატების] აგენტურისა ისტორიულ მინიმუმზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კითხვაზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს IRI-ის კვლევას ხელისუფლებასა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში. მისი თქმით, საქართველო ევრობიუროკრატების წინაშე მართალია.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2026, 23:44

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული

უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო, თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საიას ანგარიშზე: სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით, ის ჰუმანური მიდგომები, რაც არის პენიტენციურ სისტემაში, ამას ანგრევენ. იმ შედეგზე უნდათ ჩრდილის მიყენება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გადაცემაში „ღამის კურიერი“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ციხის პოპულაციის ზრდას ეხება.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

„ყველაზე მთავარი და მართლა საუბედურო რა არის იცით? მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:39

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ, სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

სამწუხაროდ, გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიების. ამავდროულად, განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის ნაწილში. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ დასრულდეს დროებითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილისა, ასევე იმსახურებს ოპოზიციური ველის ოკუპაციის დასრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს

ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვასთან დაკავშირებით.

არჩილ გოდრულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გ,არდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, სააკაშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: IRI-ის კვლევამ გვანახა, რამხელა უფსკრულია აგენტურას და ქართველ საზოგადოებას შორის ჩვენს ქვეყანაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევამ ნათლად აჩვენა, თუ რამხელა უფსკრულია ოპოზიციასა და ქართველ ხალხს შორის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რეალურად, „ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად, "ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება.

30 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების” ხელწერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე. იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მთის კურორტების განვითარების და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.