შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, სტიქიასთან ერთად ამ დღეებში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც გვიწევდა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამწუხაროდ, სტიქიასთან ერთად ამ დღეებში გვიწევდა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმად, რომლის მიზანიც სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს; განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გოჩა ენუქიძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდი დღე და ღამე იმყოფება სტიქიის ზონაში და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი. როგორც იცით, ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილის განახლებული მონაცემებით ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი.
ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა სოფ. გლოლის მოსახლეობას, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის ადგილზე და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს.
სამწუხაროდ სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ.
ის, რაც ამ დღეებში ტელე- თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა. ჩვენ ფაქტობრივად გავხდით მცირე მოდელირების მოწმე, თუ რა სახის საინფორმაციო შეტევები შეიძლება განხორციელდეს ქართულ საზოგადოებაზე კრიზისული სიტუაციების დროს.
ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ, როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. საგანგებო შტაბს, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, სტიქიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, უწევდა რესურსების ხარჯვა ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, სპეციფიკური იყო ის გარემოებაც, რომ დეზინფორმაციის მხილებისას, მალევე მოჰყვებოდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხილების ავტორებზე თავდასხმა, მათი გაჩუმების მიზნით; პარალელურად კი გრძელდებოდა უკვე მხილებული დეზინფორმაციის ჯიუტად გამეორება და გავრცელება.
მსურს საზოგადოებას შეჯამების სახით ერთიანად წარვუდგინო ის ცხრა ყალბი ნარატივი, რომლის საზოგადოებისთვის თავსმოხვევა ინტენსიურად ხდებოდა და რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაზაფრვას და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენას.
1. თითქოს სტიქია პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2021 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
სტიქიის მეორე დღეს არასამთვრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ მონიშნული ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენიდან იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს შოვში მომხადარი ბუნებრივი კატასტროფის შესაძლებლობა სააგენტოს ნაწინასწარმეტყველი ჰქონდა. რეალობაში, თავად გამოქვეყნებულ ამონარიდშივე ჩანს, რომ საუბარი იყო არა მდ. ბუბისწყალზე სადაც მოხდა სტიქია, არამედ მდ. დღვიორაზე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრით ქვემოთ, სოფ. გლოლაში მოედინება და არანაირი კავშირი არ ჰქონია სტიქიასთან. რა თქმა უნდა, გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეს ცრუ ინფორმაცია მალევე უარყო და პირადად მეც საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის რომ არანაირი კავშირი ამ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთვარობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა.
2. თითქოს ბოლო წლებში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა. ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო.
3. თითქოს მძიმე შედეგების მიზეზი კოტეჯების აშენებაზე გაცემული ნებართვებია
სოციალურ ქსელში და მედიაში აქტიურად ზიარდებოდა და განიხილებოდა სატელიტური ფოტო იმ კოტეჯების გამოსახულებით, რომლებიც სტიქიამ გაანადგურა და ინერგებოდა ნარატივი, რომ ბოლო პერიოდში ხდებოდა ე.წ. „სასაკლაოს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა“. რეალობა კი ის არის, რომ ეს კოტეჯები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით, როგორც ისინი სტიქიის დროს იყვნენ. ეს ყალბი ინფორმაციაც მალევე იქნა მხილებული, თუმცა რამდენიმე დღე კვლავ იყო შენარჩუნებული მედიაში.
4. თითქოს სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრაა
ტელე და სოციალურ მედიაში სხვდასხვა ექსპერტზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ამ სტიქიის მიზეზი ტყის ჭრაა და რომ მეწყერს ჩამოჰყვა მოჭრილი და დამუშავებული მორები. სინამდვილეში, არანაირი ფაქტი მოჭრილი მორების ჩამოტანისა არ დასტურდება და ზოგადად მეწყერის წარმოშობის ტერიტორიაზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და გამოტანა ფიზიკურად შეუძლებელია და არანაირი კავშირი ამ პროცესებთან არ ჰქონია.
5. თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღე წყლის დონე დაკლებული იყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მყინვარზე წყალი გუბდებოდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ მხილებისა და „მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილი, და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.
6. ვერტმფრენებთან დაკავშირებული საკითხი
დღემდე არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე. საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურმა არაერთხელ განმარტა ვერტმფრენის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას. კერძოდ,
1) ორი ვერტმფრენი სტანდარტულ დროში იქნა მობილიზებული და არასრულ სამ საათში ისინი უკვე სტიქიის ზონაში იყო.
2) ვერტმფრენებს სტიქიის ზონაში დღის საათებში სამუშაოდ ჰქონდათ 3 საათი. შესაბამისად, მაშველებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა ვერტმფრენებით სრულად დაეთვალიერებინათ სტიქიის ეპიცენტრი კურორტ შოვის ტერიტორიაზე - რომლის სიგრძე არის დაახლოებით 1000 მეტრი, ხოლო სიგანე 270 მეტრი - ამ დათვალიერებით გადარჩენილების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად მოხდა ვერტმფრენებით დათვალიერება ამ ტერიტორიის სრულად. ამასთან, პირველივე წუთებიდან ვერტმფრენების პარალელურად, ისევე როგორც ღამის საათებში მაშველები იყენებდნენ დრონს, რომელიც აღჭურვილია სითბური სენსორით.
3) სტიქიის დღესვე მოხერხდა ვერტმფრენების დასმა სასტუმრო სანსეტ შოვის წინ მდელოზე და პირველივე დღეს მოხდა უშუალოდ სტიქიაში მოყოლილი ყველა პირის (70 ადამიანი) ევაკუაცია.
4) პარალელურად, მაშველებმა მოიძიეს დარჩენილი პირები, ვინც უშუალოდ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, თუმცა იმის გამო რომ სტიქიამ მოშალა გზა და ხიდი, მოწყვეტილი იყვნენ გარესამყაროს. ყველა ეს პირი მაშველებმა გადაიყვანეს სტიქიის საფრთხის მიღმა მდებარე ბანაკში, უზრუნველყვეს ყველა საჭიროებით, მთელი ღამე დარჩნენ მათთან და მეორე დღეს ბანაკში მყოფ სხვა პირებთან ერთად ვერტმფრენებით გადაიყვანეს ქ. ონში (ჯამში 140 ადამიანი).გარდა ვერტმფრენებისა, უმოკლეს დროში მობილიზებულ იქნა ასამდე მძიმე და სხვა სახის ტექნიკა, მოეწყო ხიდი, გაიჭრა ჯამში დაახლოებით 2 კმ სიგრძის ორი სრულიად ახალი გზა. ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო 400 მაშველი, 200 ჯარისკაცი და 100-მდე პოლიციელი და რეინჯერი. საზოგადოება თავად ხედავდა თუ რა მასშტაბების სამუშაოები ტარდებოდა.
7. კახა კალაძის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია
განსაკუთრებით ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს. კამპანიის მწარმოებლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ითხოვდნენ სტიქიისგან დაზარალებული სასტუმროდან კამერების ჩანაწერების წარმოდგენას მტკიცებულების სახით, რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტების მხრიდან გამოჩნდა მაღალმორალისტური სტატუსები ამ ყალბი ნარატივის მიუღებლობის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი.
8. თითქოს დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენდა
5 აგვისტოს „მთის ამბებმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო განმარტებით, რომ ამ ფოტოზე წინა ფონზე ჩანს მამაკაცი რომელიც შვილს ეძებს, რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხვდება. ფოტოს უკანა ფონზე კი ჩანან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან ბჭობენ. ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს, ეს კარგად იცოდა ფოტოს ავტორმაც, თუმცა, როგორც ჩანს სკანდალური ნარატივის კარგად გაყიდვის იმედით ამგვარი სიყალბე დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საჯაროდ გამოვეხმაურე „მთის ამბებს“ და ვთხოვე ამ ყალბი ამბის გვერდიდან აღება, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე.
სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარებების შეგროვების შესახებ, იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები, მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქციების მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე.
9. სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების ყალბი ციტატების გავრცელება
განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლიც მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო.
აღსანიშნავია, რომ არც ერთს ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ ფაქტების შემოწმების პროექტები იქნება ეს „ფექტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხირდან მოხდა ამის მხილება , მას შემდეგ მხოლოდ მათ საკუთარ ვებ გვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები.აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. პირიქით, დეზინფორმაციის მხილების საპასუხოდ სწორედ იმ ენჯეოებმა, რომლებსაც ეს დეზინფორმაცია უნდა ემხილათ, მამხილებლების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყეს და ისინი თავდასხმაში დაადანაშაულეს. მე არაერთხელ მისაუბრია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში არსებობს, რომელიც არა საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებას, არამედ კორპორატივისტული მიზნების დაცვას გულისხმობს. ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ ეს კრიზისის სრული მასშტაბით იხილა.
ბრიფინგის ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ მაშველს, ჯარისკაცს, პოლიციელს, რეინჯერს, ექიმს, სპეცტექნიკის ოპერატორს და მოხალისეს, იმ პროფესიონალიზმისთვის და დაუზოგავი ენერგიისთვის, რომელსაც ისინი, მიუხედავად ამგვარი დეზინფორმაციული ტალღისა, იჩენენ. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს თავდაუზოგავ შრომას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 02:27
მსოფლიო
TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება
დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერს ამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.
03 აპრილი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
03 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.
03 აპრილი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ
02 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ
ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
02 აპრილი 2026, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე
შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.
02 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია
ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
02 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს
ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.
02 აპრილი 2026, 23:02
მსოფლიო
ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.
02 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.
02 აპრილი 2026, 22:29
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.
02 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
02 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით
„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.
02 აპრილი 2026, 21:39
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.
02 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.


