11 აგვისტო 2023, 12:40 / სანდო წყარო

პრემიერი: დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ბრძოლა იყო თავგანწირვის, ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.

„იცით თქვენ, ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა, შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, და მათ ოჯახებს მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის.
იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა. ამ დროს სულ 17 კაცი, ერთი ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ესაა მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მაშინ როცა ეს გმირი ბიჭები იბრძოდნენ თავდადებითა და თავგანწირვით, ამ დროს ქვეყნის სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.

„საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავე დროს, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ჰყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და მაშინ, როცა ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა, და მიწაზე გართხმული, მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს, მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია, იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით, და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოკუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა. მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

10 სექტემბერი 2026, 16:29

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის

„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.

10 სექტემბერი 2026, 16:03

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ლევან კოჭლოშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში

„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

10 სექტემბერი 2026, 15:27

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მარიამ ქვრივიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:19

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.

10 სექტემბერი 2026, 15:13

მსოფლიო

გერმანული მედია: ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს

გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელი, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს.

10 სექტემბერი 2026, 15:03

ტაბლოიდი

ახალაღმოჩენილ მწერებს სახელები ტეილორ სვიფტისა და მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს

ახალაღმოჩენილ მწერების სახეობას ტეილორ სვიფტის, კიდევ სამს კი მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს სახელები. Swiftiephylus - ასე უწოდეს ბაღლინჯოების ოჯახში შემავალ მწერების გვარს, რომელიც რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ამ მწერების 12 ახალი სახეობა იპოვეს, რომლებიც ავსტრალიის ტერიტორიაზე ბინადრობენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 სექტემბერი 2026, 14:57

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, ზოგიერთი კითხულობდა, რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია - იგივე არჩევანი კვლავ ჩვენს წინაშეა, რადგან კოსმოსი ახალ ეპოქაში შედის

როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, 25 წელზე მეტი ხნის წინ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი კითხულობდა, საერთოდ რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა პარიზში, კოსმოსის საკითხზე პირველ საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2026, 14:55

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS -2026 ესწრება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი

პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.

10 სექტემბერი 2026, 14:55

საზოგადოება

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.

10 სექტემბერი 2026, 14:55

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს.

კაია კალასი ჟან-ნოელ ბარო

10 სექტემბერი 2026, 14:54

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი საგარეო პოლიტიკისთვის ბრძოლის ზღვარზე იმყოფება

Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილ სამიტზე კაია კალასისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მომავლის საკითხს განიხილავენ.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?! - მათ ჩათვალეს, რომ სააკაშვილი დასრულებულია მათთვის, როგორც ლიდერი. ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ერთგვარი წამყვანი ლიდერის როლი აჩვენონ

გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?!, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის კომენტირებისას.

10 სექტემბერი 2026, 14:48

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე ვამეხ ძებნიაური 1500 ლარით დააჯარიმეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მან სამართალდარღვევა აღიარა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე ვამეხ ძებნიაური 1500 ლარით დააჯარიმეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მან სამართალდარღვევა აღიარა.

10 სექტემბერი 2026, 14:42

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში დააკავეს მამაკაცი, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ

ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:36

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება. რასაკვირველია, აქ ჩვენ უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი უნდა წარმოვაჩინოთ

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“

ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.