11 აგვისტო 2023, 21:11 / სანდო წყარო

პრემიერი: 2015 წელს, პირველი ვადით პრემიერ–მინისტრობის დროს, მე დავიწყე ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, რისი შედეგიც დღეს ძალიან ხელშესახებია – სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მიმდინარე წლის მაისში თქვენ საჯარო გამოსვლისას ბრძანეთ, რომ საქართველოს, „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან“. თქვენ იქვე ახსენეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც 2018 წელს მოეწერა ხელი. ეს პირველი შეთანხმება იყო, რომელიც ჩინეთსა და ევრაზიულ ქვეყანას შორის გაფორმდა, რის შემდეგაც სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად - 400-ჯერ გაიზარდა– ასე მიმართა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წამყვანმა ჟურნალისტმა წოუ იუნმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი ვადით პრემიერ–მინისტრობის დროს, სწორედ მან დაიწო ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები.

დასმული კითხვის საპასუხოდ, სამომავლოდ, რომელ სფეროებშია თანამშრომლობის უფრო დიდი პოტენციალი, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ თუ გაგრძელდება მეტი ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში და ჩინეთიდან საქართველოში, ჩინეთი თავისუფლად შეიძლება გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის.

„ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სწორედ მე დავიწყე მოლაპარაკებების წარმოება. საუბარი მაქვს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე. ეს 2015 წელს ხდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო და ჩინეთი გააფართოებდნენ პირველ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრაზიის რეგიონიდან. ამდენად, გვქონდა პრივილეგია და გაგვიმართლა, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმდა. თან, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამის შედეგი ძალიან ხელშესახებია. სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ.. ჩინეთი ძალიან სწრაფად გახდა რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. რადგან თქვენ პოტენციალი იკითხეთ და დაინტერესდით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება მისი ათვისება, გეტყვით, რომ თუ გავაგრძელებთ საქონლის - მეტი ხარისხიანი პროდუქციის - ექსპორტს ჩინეთში და ჩინეთიდან აქეთ, ის თავისუფლად შეიძლება გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. ამის პოტენციალი დიდია. მჯერა ამ პოტენციალის და სწორედ ამიტომ ვარ ასე დაინტერესებული ამ და სხვა შესაძლებლობებით, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ, სრულად ვუჭერთ მხარს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ქართულ ბიზნესს მოვუწოდე, მეტი ურთიერთობები აწარმოონ ჩინეთთან, ჩინურ კომპანიებთან, მეტი საქონელი, ღვინო და სხვა პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ამდენად, დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

ლევან მაჭავარიანი

19 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

19 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.

სერგეი ლავროვი

19 აპრილი 2026, 14:10

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

19 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 13:45

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

19 აპრილი 2026, 13:35

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს

დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.

19 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.

19 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.

19 აპრილი 2026, 12:48

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა

თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.

19 აპრილი 2026, 12:22

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ლეო XIV

19 აპრილი 2026, 12:20

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

19 აპრილი 2026, 11:58

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.

19 აპრილი 2026, 11:39

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა

„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.

19 აპრილი 2026, 11:31

მსოფლიო

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ზერეკიძე

19 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

19 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

ირაკლი ჭეიშვილი

19 აპრილი 2026, 11:27

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება

ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

19 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

19 აპრილი 2026, 11:13

საზოგადოება

კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს

აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განახლება ეწოდება. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.