დავით ქართველიშვილი: კობახიძე ტრაგედიის პირველივე საათებიდან რაჭაშია, ლეშიჭამიების უდიდესი ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებშია და მათი მხრიდან დაგეშილი ტროლები მოსვენებას არ აძლევენ ხელისუფლების ლიდერებს
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ირაკლი კობახიძე შოვში დატრიალებული და ბუნებრივი სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის პირველივე საათებიდან რაჭაში იმყოფება და მაშველების გვერდში ყოფნით საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა საკურორტო ზონიდან ცდილობენ, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებას.
„ირაკლი კობახიძე შოვში დატრიალებული და ბუნებრივი სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის პირველივე საათებიდან რაჭაში იმყოფება და მაშველების გვერდში ყოფნით საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. ლეშიჭამიების უდიდესი ნაწილი ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში იმყოფება და მათი მხრიდან დაგეშილი ტროლები მოსვენებას არ აძლევენ ხელისუფლების ლიდერებს მათ შესახებ უბინძურესი თავდასხმების სახით.
არ ჩერდება გაუთავებელი თავდასხმა არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ მისი ახლობლების მიმართ. წარსულში ეს ეხებოდა მის მცირეწლოვან შვილებს, მის მამას, ხოლო დედას საკუთარი ღირსების დაცვა ამ მავნებლებისაგან სასამართლო წესით მოუხდა. არ ჩერდება ასევე ნაცსექტანტების უბინძურესი კამპანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრთა წინააღმდეგ. დღეს სამიზნეში ბულინგის ახალი ობიექტი ჰყავთ აყვანილი - ვახტანგ გომელაური.
სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაქრება საქართველოს პოლიტიკური ველიდან, როგორც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მავნებელი „პარტია“, ჩვენს ხვალინდელ დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა არ ეღირსება. საქართველოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად უფრო მეტი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს, ვიდრე ეს ჰქონდა უკრაინას თუ მოლდოვას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე გამოცხადების სახით.
არც ბიძინა ივანიშვილს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც ირაკლი კობახიძეს საკუთარი თავის, ქვეყნისა თუ უფლის წინაშე არანაირი თავის მართლება არ ესაჭიროებათ იმ ნაწილში, რომელშიც მათ პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალების ბანდა ადანაშაულებს. მაგრამ საზოგადოებამ ცალსახად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, იქონიოს გამბედაობა და დაგვეხმაროს ამ მავნებლების "თამაშგარე" მდგომარეობაში სამუდამოდ გადასაყვანად“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
24 აგვისტო 2026, 10:33
მსოფლიო
უკრაინამ დაღესტანში, ადიღესა და სტავროპოლის მხარეში Ozon-ის საწყობებს დაარტყა
გარდა ამისა, უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა Ozon-ის 3 საწყობი სხვადასხვა რეგიონში - ადიგეისკში, მაჰაჩყალასა და ნევინომისკში. მარკეტფლეისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიგეისკსა და ნევინომისკში დაშავებულები არ არიან, ხოლო თვითონ ობიექტები და შიგნით არსებული საქონელი „წესრიგშია“. ამასთან, საწყობები ჯერჯერობით დახურულია. მაჰაჩყალაში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
24 აგვისტო 2026, 10:18
რეგიონი
რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა
რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 10:09
ტაბლოიდი
ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑
ბელგიაში 26 წლის ავტომობილების გამყიდველი, კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცად ცნეს, მას შემდეგ რაც მისი სამეფო წარმოშობა დნმ-ტესტმა დაადასტურა. CNN-ის ცნობით, კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედა ბელგიელი მომღერალი ირის ვანდერკერკჰოვია, რომელიც სცენაზე ვენდი ვან ვატენის ფსევდონიმით გამოდის, მამა კი მეფე ფილიპეს უმცროსი ძმა - პრინცი ლორანი. წყვილს 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა.
24 აგვისტო 2026, 10:04
რეგიონი
ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 09:55
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.
24 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება
ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.
24 აგვისტო 2026, 09:32
მსოფლიო
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ და ზელენსკის მასპინძლობით გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.
24 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.
24 აგვისტო 2026, 09:24
მსოფლიო
წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს
ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი
24 აგვისტო 2026, 09:17
საზოგადოება
სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა
სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
24 აგვისტო 2026, 09:10
საზოგადოება
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 09:03
საზოგადოება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
23 აგვისტო 2026, 23:23
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
23 აგვისტო 2026, 21:22
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
23 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.
23 აგვისტო 2026, 18:07
სპორტი
ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.
23 აგვისტო 2026, 17:50
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
23 აგვისტო 2026, 17:34
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.
23 აგვისტო 2026, 17:32
მსოფლიო
ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა
BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.


