ილია დარჩიაშვილი: ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები - გერმანიის კანცლერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და გაეროს გენერალურ მდივანთან
ილია დარჩიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე.
„პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის იყო -მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2023 - სადაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით წარმოდგენილი და ის გეგმები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს თანხვედრაში საერთო, მსოფლიო გეგმებთან, რომლებიც განსაზღვრულია გაეროს მხრიდან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები. პირველი შეხვედრა ეს იყო გერმანიის კანცლერთან, ბატონ შოლცთან და როგორც ცნობილია, გერმანია ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც გადადგა ქვეყანამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც დღეს უკვე აქვს ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, სადაც ასევე, მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს 12 პრიორიტეტზე და პრემიერ-მინისტრის მხრიდან აქცენტები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ძირითადი მოთხოვნები.
ასევე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ბატონი ბორელის ვიზიტის მერე განსაზღვრული იქნა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მოკლევადიან პერიოდში უნდა შეასრულოს და ამის გამოხმაურება იყო დღეს უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარი ბრიფინგი, სადაც ნათლად გაცხადდა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამს მმართველი გუნდი და სწორედ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტებს გაუზიარა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ეს გზავნილია, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ევროპელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პრემიერის შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და აღნიშნა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის ახალ ელჩს.
„საქართველო ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ იმპულსს და ჩვენ დიდი ინტერესით ველით მის ჩამობრძანებას საქართველოში იმისთვის, რომ გაძლიერდეს, გაღრმავდეს ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ახალი ელჩის ჩამობრძანების, რომელთანაც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად.
პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, დღეს ჰქონდა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელთანაც ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების ძალიან გონიერ პოლიტიკას, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მშვიდობა და სტაბილურობა. მან ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.


