ნანა კაკაბაძე: ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა კარგად იციან, რომ თავისუფალ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია. ამიტომ მასობრივი ქაოსით უნდათ მიაღწიონ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლების მხარდაჭერა საშიშად ჩაითვლება
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
ნაცოპოზიცია და მათი ანასხლეტები ვერ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ამას ამართლებენ „კეთილშობილური მიზნებით“. ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, მაგრამ სანამ ის საქართველოს მოქალაქე იყო, მას საქართველოს კონსტიტუცია იცავდა, მაგრამ რადგან საერთაშორისო არენაზე ჩვენი მხრიდან საკუთარი კონსტიტუციის დარღვევა-დაკნინება უფრო მოეწონებოდათ და ეს სამართლიანად მიიჩნეოდა, ამიტომ ჩვენი კანონები ჩვენც ფეხებზე უნდა დავიკიდოთო, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძის თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, არ ჩატარდეს საქართველოში ობიექტური არჩევნები.
მისივე თქმით, სწორედ ამისკენ არის მიმართული მუდმივი მუქარები და შეტაკებების მცდელობები.
„კანონი და სამართალი
სამართლიანობა შეფასებითი კატეგორიაა, რის გამოც ადამიანის გონებამ ყველა ქმედება შეიძლება სამართლიანად მონათლოს. როდესაც მოქალაქე აცხადებს, რომ ვინმეს ქმედება კანონიერია, მაგრამ სამართლიანი არ არის, რის გამოც კანონის დარღვევა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა, ამ შემთხვევაში დგება სუბიექტური შეფასების საკითხი, რასაც ყოველთვის საფუძვლად უდევს მიკერძოება, გემოვნება, განწყობა, ინტერპრეტირება, ერთი სიტყვით, არაობიექტურობა.
მაგრამ, როდესაც ასეთ პოზიციას პოლიტიკოსი აფიქსირებს და ახერხებს, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილში კანონის დარღვევა სამართლიანობის დაცვის აუცილებლობით გაამართლოს, ამ შემთხვევაში იწყება საზოგადოების კრიზისი. ნაცოპოზიცია და მათი ანასხლეტები ვერ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, როდესაც მთავრობის ნებართვის გარეშე მოაწყო ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში, მაგრამ ამას ამართლებენ „კეთილშობილური მიზნებით“, რადგან პრეზიდენტს სურდა საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ლობირებაშიო.
ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, მაგრამ სანამ ის საქართველოს მოქალაქე იყო, მას საქართველოს კონსტიტუცია იცავდა, კონსტიტუცია კი კანონთა იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ რადგან საერთაშორისო არენაზე ჩვენი მხრიდან საკუთარი კონსტიტუციის დარღვევა-დაკნინება უფრო მოეწონებოდათ და ეს სამართლიანად მიიჩნეოდა, ამიტომ ჩვენი კანონები ჩვენც ფეხებზე უნდა დავიკიდოთო.
მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს: არ ჩატარდეს საქართველოში ობიექტური არჩევნები, რადგან ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა კარგად იციან, რომ თავისუფალ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია. ამიტომ მასობრივი ქაოსით, ხელისუფლებაზე მუდმივად ძალისმიერი ზემოქმედებით როგორმე უნდა მიაღწიონ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლების მხარდაჭერა არა მხოლოდ სამარცხვინოდ, არამედ საშიშად ჩაითვლება. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუდმივი მუქარები, შეტაკებების მცდელობები, კუნთების თამაში, ძალის დემონსტრირება, სულ უფრო ხშირი აპელირება „სტრატეგიული პარტნიორებზე“, უკრაინაში მყოფ ქართველ მეომრებზე და ა.შ.
საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მცოცავი სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია, რადგან ობიექტური და თავისუფალი არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში ნებისმიერი სხვა გზით მოსვლა სწორედ სახელმწიფო გადატრიალებაა. ამ რეალობას არ ცვლის არც ამ გადატრიალების „რევოლუციად“ მონათვლა (სულ ერთია, ვარდების ერქმევა, ტიტების თუ გირჩების) და არც ის, რომ ძალადობრივი ფორმებით აგრესიული ანტიდემოკრატიული ძალები ჯერ მოიპოვებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ უპირატესობას, თავს წარმოაჩენენ „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ რაინდებად“, რომლებმაც უნდა განგმირონ „რუსული ჭაობისკენ“ საქართველოს წამყვანი დემონები და ურჩხულები და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენს ხალხი ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, რომლებიც სისხლის კალოს დაატრიალებენ ქვეყანაში. ეს ყველაფერი ჩვენმა წინაპრებმა 100 წლის წინ გაიარეს, ხოლო ჩვენმა თაობამ ეს მძიმე გამოცდილება 20 წლის წინ მიიღო. ამიტომ ჩვენი მეხსიერება და განჭვრეტის უნარი ცხვრის ტყავის მიღმა ადვილად ხედავს თვალებანთებულ და კბილებდაკრეჭილ სისხლმოწყურებულ მგლებს“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 02:08
მსოფლიო
გაერო: უკრაინაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება
უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს მონიტორინგის მისიის 3 ივლისს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მონაცემები მოიცავს ექვსთვიან პერიოდს 2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით.
04 ივლისი 2026, 01:05
მსოფლიო
Euronews: ნატოს მოკავშირეები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი თავიანთ ურყევ ერთგულებას
ნატოს მოკავშირეები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი თავიანთ ურყევ ერთგულებას და განაცხადებენ, რომ რუსეთი წარმოადგენს „გრძელვადიან საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს Euronews-ი.
04 ივლისი 2026, 00:12
მსოფლიო
ტრამპი: ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია - მან დაამარცხა კიდევ ერთი მართლაც დიდი მებრძოლი, რომელსაც მანამდე მარცხი არ ჰქონდა განცდილი
ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
04 ივლისი 2026, 00:01
მსოფლიო
პუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლების“ შესახებ განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთ პუნქტში გამართულ თათბირზე ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლებისა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი წინსვლის შესახებ განაცხადა.
03 ივლისი 2026, 23:40
მსოფლიო
The Telegraph: მოწყვლადი უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან მაშინ, როდესაც ვარშავასა და კიევს შორის ისტორიული დაძაბულობა იზრდება, ხოლო პოლონელების გულუხვობამ თავის შესაძლებლობათა ზღვარს მიაღწია
მოწყვლადი უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან მაშინ, როდესაც ვარშავასა და კიევს შორის ისტორიული დაძაბულობა იზრდება, ხოლო პოლონელების გულუხვობამ თავის შესაძლებლობათა ზღვარს მიაღწია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან პოლონეთსა და კიევს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე“.
03 ივლისი 2026, 23:20
მსოფლიო
ზელენსკი: მალე უკრაინა რუსეთში იარაღის წარმოების მოცულობას გადაუსწრებს
უკრაინამ მიაღწია დონეს, რომელიც საშუალებას აძლევს, აწარმოოს მაღალტექნოლოგიური იარაღის ისეთი მოცულობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა რუსულ შესაძლებლობებს აღემატებოდეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
03 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ანტონიო გუტიერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 22:01
მსოფლიო
რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 21-ე პაკეტს წინააღმდეგობას გაუწევს, თუ სიიდან არ ამოიღებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და კომპანია „ლუკოილის“ თანადამფუძნებელს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მხარდაჭერის პირობები დაასახელა.
03 ივლისი 2026, 21:26
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის.
03 ივლისი 2026, 20:42
საზოგადოება
700 ათასამდე ნერგი და აღდგენილი 700- მდე ჰექტარი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„თბილისის ურბანული ტყე“ - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება. დედაქალაქის გარშემო, კუს ტბიდან ნარიყალამდე, მწვანე ლანდშაფტის აღდგენის მასშტაბური პროექტი დასრულების ეტაპზეა.
03 ივლისი 2026, 20:37
სამართალი
სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში დასჯადია - სასამართლო პროცესები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორასამდე კანონდარღვევა და შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებული ათობით მოქალაქე. საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში განხილვები გრძელდება. დღეს პროცესები საჩხერეში, ხულოში, გურჯაანსა და თბილისში გაიმართა.
03 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ორი წლის შემდეგ გამხელილი სიმართლე - რატომ მოატყუა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ამომრჩეველი და რეალურად რას შეეწირა ლევან ხაბეიშვილის პარტიული თანამდებობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. სკანდალურ განცხადებას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მას შემდეგ აკეთებს, რაც ამ თანამდებობაზე მისი ვადა იწურება.
03 ივლისი 2026, 20:30
სამართალი
გიგა ავალიანის საქმის ახალი დეტალები - გიორგი მალანიას ბრალი წარედგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. დაკავებულ მალანიას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება დასდეს ბრალად. გარდაცვლილის დედისთვის მალანიას როლი მძიმე დანაშაულში აშკარაა. საქმესთან მალანიას შეხებას გამორიცხავენ მისი ოჯახი და ადვოკატი.
03 ივლისი 2026, 20:26
პოლიტიკა
კრიტიკა შერჩევით და დასაბუთების გარეშე - რას ემსახურება იუკნევიჩიენეს ანგარიშის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტი რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციას ამჯერად სოციალურ ქსელ X-ში აცოცხლებს. შვეიცარიელი პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი პასკალ ლოტაზი ბრიუსელს დემოკრატიას უწუნებს და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აკრიტიკებს.
03 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად აიათოლა ალი ხამენეი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ ყაველაშვილმა თეირანი უკვე დატოვა, მანამდე კი ირანის ლიდერს შეხვდა. ირანში იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. მათ შორის: სომხეთის პრემიერი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე.
03 ივლისი 2026, 20:13
მსოფლიო
Euronews: უკრაინა ნატოს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდებს რუსეთის სასტიკი დაბომბვის შემდეგ
უკრაინა მოუწოდებს პარტნიორებს, მიაწოდონ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები მას შემდეგ, რაც 2 ივლისს განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო თავდასხმამ, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - წერს Euronews-ი.
03 ივლისი 2026, 20:10
პოლიტიკა
სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთ სახელმწიფოსთან - უზბეკეთთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის ვიზიტს 8 სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმებაც მოჰყვა.
03 ივლისი 2026, 19:49
მსოფლიო
ტრამპის საპასუხოდ, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას შეუძლია დაიცვას თავისი პოზიცია თავდაცვითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც გერმანიის მცდელობა თავდაცვითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით „სასაცილოდ“ შეაფასა.
03 ივლისი 2026, 19:48
ეკონომიკა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
03 ივლისი 2026, 19:12
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა არჩევნებში ხმის მიცემის ახალი წესები დაამტკიცა - განსაზღვრულია 730-დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქალაქეს, ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, სომხეთში ფაქტობრივად გატარებული უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 366 დღე
სომხეთის ეროვნულმა კრებამ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით და სრულად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში „რეფერენდუმის შესახებ“.


