imedi /  22 სექტემბერი 2023, 00:42 / სანდო წყარო

კახა კალაძე ქუჩების რეაბილიტაციაზე: ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, რადგან ეს პროექტები ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს, მაგრამ ხვალ მომავალი თაობები მადლობას გვეტყვიან

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილების შეფერხებას იწვევს როგორც კერძო ავტომანქანების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაკეტილი ქუჩები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ხშირად აკრიტიკებენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ამის გამო ქუჩების ჩაკეტვისთვის, რაც ბუნებრივია ქმნის ე.წ. საცობს, თუმცა, ეს ყველაფერი კეთდება ქალაქის განვითარებისთვის.

„დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია. პიკის საათებში, დაახლოებით, 640 000 ავტომანქანა გადაადგილდება მაშინ, როდესაც 2014 წელს 180 000 გადაადგილდებოდა. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის მოსახლეობის დაახლოებით, 47%-ს ჰყავს კერძო ავტომანქანა, მაგრამ გამოყენება არის საკმაოდ მაღალი - 97%-იანი. ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება, მეტი საავტობუსო ზოლის შექმნა.

რა თქმა უნდა, ქალაქში გადაადგილებას ხელს უშლის დიდი გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაცია და ჩაკეტვაც. იცით, რომ სხვანაირად პროექტებს ვერ განვახორციელებთ, მიწისქვეშა კომუნიკაციებს თუ არ მოვაწესრიგებთ და ყველაფერს თუ არ განვაახლებთ. ხალხი ხშირად სვამს კითხვას, როდის გვეშველება და დამთავრდებაო. წერეთლის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩას რომ დავასრულებთ, შემდეგ გასაკეთებელია ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ცენტრალური ქუჩები. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღებას არავინ აქცევდა. მესმის, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად, ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ, მაგრამ ამის პრობლემა არ მაქვს. მთავარია გავაკეთოთ, რადგან ხვალ მომავალი თაობები გვეტყვიან მადლობას იმ გაკეთებულ პროექტებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია და აქ მომუშავე ადამიანები ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაწყებულია საავტობუსო ზოლების მოწყობა და ახლო მომავალში მოხდება 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.

„გარკვეული მონაკვეთები გვაქვს, სადაც წრე უკვე შეკრულია. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი გადაადგილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რათა უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ და დღეს, რაც გვაქვს პრობლემა - გადაჭედილი ავტობუსები, მოცდის დრო, ეს მოვაწესრიგოთ.

ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან კავშირში. ქუჩებზე სამუშაოები მიმდინარეობს და გადათხრილია. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებასაც იწვევს. გვესმის, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ უარი რომ ვთქვათ იმ სამუშაოების წარმოებაზე, რომელსაც ვაკეთებთ, საქმე ნახევრად გაკეთებული იქნება და უფრო მეტ კრიტიკას დავიმსახურებთ. რადგან ვაკეთებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას, სჯობს ისე გავაკეთოთ, რომ ამ ინფრასტრუქტურამ ათეულ წლებს გაუძლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.

31 აგვისტო 2026, 08:59

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.