imedi /  25 სექტემბერი 2023, 09:38 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: ისმის ლოგიკური კითხვა - რა სჭირს სალომე ზურაბიშვილს და რატომ აკეთებს ის ამ ყველაფერს? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: სალომე ზურაბიშვილს აგენტობა სჭირს

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ არც ისეთი სულელია, რომ გაუგებარ ქმედებებზე საკუთარი გონების კარნახით წასულიყო. მან რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, ბოლოს კი, ამას კანონის დარღვევაც დაუმატა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, თან ისე, რომ ორი დღით ადრე ნათქვამი ჰქონდა, როგორც კი იუსტიციის სამინისტრო მომმართავს, მოქალაქეობას მაშინვე შევუწყვეტო, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილშია ნათქვამი.

„ცხადია, ამგვარი ნაბიჯები სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს, რაც, წესით, თავადაც კარგად უნდა ესმოდეს. ასეთ პირობებში, ისმის ლოგიკური კითხვა - რა სჭირს სალომე ზურაბიშვილს და რატომ აკეთებს ის ამ ყველაფერს? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: სალომე ზურაბიშვილს აგენტობა სჭირს. ასეთია აგენტის მონური ხვედრი: რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო; გეტყვიან, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, უნდა გააკეთო; გეტყვიან, რომ საკუთარი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, ესეც უნდა გააკეთო.

ამ უბედურებას ისიც ემატება, რომ ქართველი აგენტები დავალებებს არა მაღალი დონიდან, არამედ სპეცსამსახურების მიერ საელჩოში განწესებული ნაკლებად კომპეტენტური ჩინოვნიკისგან იღებენ. დავალებებიც ამ ჩინოვნიკის მიერ არის მოფიქრებული. ასეთ პირობებში, ისე ხდება ხოლმე, რომ დავალების გამცემი ვერც მიზანს აღწევს და შემსრულებელი აგენტის რეპუტაციასაც კიდევ უფრო აზიანებს. ასე იყო ფარცხალაძის სანქცირების შემთხვევაშიც. გეგმის ავტორმა ჩინოვნიკმა ფარცხალაძის სანქცირებით სახელმწიფო ვერ დააზიანა და ამით იმედგაცრუებულმა, ბოლოს ზურაბიშვილს გადაადგმევინა არაფრისმომცემი და მისი რეპუტაციისთვის საზიანო ნაბიჯი.

სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი აგენტი არაა, ვისაც უფროსები ასე უხეშად მოექცნენ. ყველას გვახსოვს, როგორ აქციეს ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლეს დონეზე დაწინაურებული გახარია ერთ წუთში პოლიტიკურ და მორალურ არარაობად. ვიღაც ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ გახარიას გადადგომით ხელისუფლებას ჩამოშლიდა და პოლიტიკური კარიერის ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი ერთი ხელის მოსმით გადააყენა.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უფროსები ასევე ძალიან უხეშად მოექცნენ. ადამიანი, რომელსაც 9 წელი, ავად თუ კარგად, საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, არაჟნის კონტეინერში ჩასვეს და ხელისუფლების ასაყირავებლად საქართველოში გამოგზავნეს, რითაც ხანგრძლივი პატიმრობისთვის გაწირეს. დღეს მისი უფროსები სააკაშვილის გასათავისუფლებლად იმიტომ კი არ იღვწიან, რომ მისი ბედი ადარდებთ, არამედ იმისთვის, რომ ამით სხვა აგენტებს ზრუნვის იმიტაცია მაინც აჩვენონ.

მძიმე ხვედრისთვის გაწირეს უფროსებმა ხაზარაძე და ჯაფარიძეც, რომლებსაც პოლიტიკაში შეყვანით ის მძიმე რეპუტაციაც გაუნადგურეს, რომელიც საბანკო სექტორში საქმიანობის დროს ჰქონდათ. ისიც საინტერესოა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს პარტიაში შედარებით სტაჟიანი აგენტურა - უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი ჩაუსვეს, რომ პარტიაში სიტუაციის მართვა სრული კონტროლის ქვეშ ჰქონოდათ.

ამ ისტორიებში ყველაზე საინტერესო იმის გააზრებაა, თუ როგორ ექცევიან აგენტებს და რამდენად მძიმეა მათი ხვედრი და მდგომარეობა. სპეცსამსახურებისთვის აგენტს არავითარი ღირებულება არა აქვს. კაცმა რომ თქვას, აგენტები ამაზე უკეთეს მოპყრობას არც იმსახურებენ. ადამიანი რომ მონობაზე მოაწერს ხელს, ის ზუსტად ისეთი მოქცევის ღირსია, როგორც მათ ექცევიან.

საერთაშორისო დონეზე ამგვარი მოპყრობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვლადიმირ ზელენსკია. ყველამ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მას ჯერ ნატოს სამიტზე, ხოლო, მოგვიანებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. წელიწადნახევრის მანძილზე მსოფლიო გმირად და ლიდერად გამოცხადებულ ზელენსკის მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსის რანგში დახვდნენ, რაც ორივე შემთხვევაში დემონსტრაციულად გააკეთეს. ზელენსკის გამოსვლას გაეროს დარბაზში იმდენად ცოტა ადამიანი ესწრებოდა, რომ უკრაინულ ტელეარხებს ამბის გაშუქებისას კადრების დამონტაჟება მოუწიათ. ცოტა აკლიათ და კაცს, რომელსაც უკრაინელი ხალხის გენოციდზე მოაწერინეს ხელი, იქით უსაყვედურებენ, უკრაინა ომში რატომ გახვიეო.

არანაკლებ მძიმე დღეში ჰყავთ ოლიგარქიულ ოჯახებს მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების ლიდერები. მაკრონმა ერთხელ საჯაროდ გაიბრძოლა და თქვა, ამერიკელებთან მოკავშირეობა ვასალობას არ ნიშნავსო, რის შემდეგაც ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებმა მისი მისამართით კვერცხების სროლას განსაკუთრებით მოუხშირეს. ოლაფ შოლცს გაეროს დარბაზში სამი კაცი უსმენდა, როდესაც გერმანიის კანცლერები ერთ დროს მსოფლიო ლიდერების სამეულში მყარად იკავებდნენ ადგილს. ზოგადად, ყველას გვახსოვს, რომ წინა საუკუნეში დასავლეთის სახელმწიფოებს ძლიერი ლიდერები მართავდნენ. დღეს კი, რეიგანი, ტეტჩერი, მიტერანი და კოლი ბაიდენმა, სუნაკმა, მაკრონმა და შოლცმა ჩაანაცვლეს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური სამყარო ოლიგარქიული ოჯახებისა და მათ მიერ შექმნილი აგენტოკრატიული სისტემის უმძიმესი წნეხის ქვეშ არის მოქცეული.

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან კარგი ის არის, რომ ოლიგარქიულმა ოჯახებმა გადაამლაშეს, რაც აშკარად თავადაც აქვთ გაცნობიერებული და გადატვირთვისთვის ემზადებიან. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის კანდიდატად დაყენება იმის ნიშანია, რომ ოჯახებს ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოყვანა აქვთ გადაწყვეტილი. ბაიდენი არათუ ამერიკას არ მართავს, ძლივს გადაადგილდება და ცხადია, მისი კანდიდატობა სრულიად არასერიოზული მოვლენაა. სავარაუდოდ, ოლიგარქიული ოჯახები უკრაინის ომს რესპუბლიკელების ხელით დაამთავრებენ, ეკონომიკურ პრობლემებზეც მათ აკიდებენ პასუხისმგებლობას და რაც მთავარია, ეცდებიან, რესპუბლიკურ მთავრობაზე თავდასხმებით, კონსერვატიულ იდეოლოგიას მიაყენონ ზიანი, რითაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ახალ მუხტს შესძენენ.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს წელიწადნახევარში მსოფლიოში ვითარება დადებითი მიმართულებით შეიცვლება, უკრაინაში ომი დასრულდება და საქართველოზე პოლიტიკური წნეხიც შესუსტდება. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ და საქართველოში აგენტოკრატიის დაბრუნება არ დავუშვათ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი პირობაა“, - წერს შათირიშვილი.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.

21 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.

21 აგვისტო 2026, 21:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.

ნიკოლოზ ბენიაიძე

21 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

21 აგვისტო 2026, 20:48

სამართალი

შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

21 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

21 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.

21 აგვისტო 2026, 20:18

პოლიტიკა

საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.