29 სექტემბერი 2023, 16:12 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც გადავაგზავნით პარლამენტში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ, მინდა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციებისა. იცით, რომ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას, წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ. 65%-ზე არის ნავარაუდები წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც, რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, 2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, აქაც გასამმაგებაა, რაც ძალიან სასიხარულოა ყველასთვის. მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი; მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, შედარებისთვის მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.

„რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.

გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .

ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით ზრდა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ძალოვნებისთვის, შარშან 20%-იანი ზრდა განხორციელდა და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოვიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა საჯარო მოხელეებს ხელფასი გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით.

„ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას. ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს. განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება-წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის კი 180 მლნ ლარი გამოიყოფა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარადგინა, ოქტომბერში იგეგმება აქტიური მუშაობა სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, მეორე ვარიანტს 5 ნოემბრამდე წარადგენენ და შემდეგ, ნოემბერში მესამე ვარიანტზე იგეგმება მუშაობა.

„რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა 2024 ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული. ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის 180 მლნ ლარი გამოიყოფა. ჯამში, ვფიქრობ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024-ის, კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი, ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ მესამე ვარიანტზეც ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად. ეს არის ძირითადი მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ 2024 ში 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარი გახდება უკვე და შედარებისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამმაგება მთლიანი შიდა პროდუქტის, თუ შევადარებთ 2012 წელს. ბიუჯეტი, გითხრით, რომ 27,8 მილიარდი ლარი იქნება 2024-ში და დანარჩენზე მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნანა კაკაბაძე

01 სექტემბერი 2026, 12:56

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 12:54

მსოფლიო

POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ტრამპის ირანის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 12:44

კულტურა

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ სიჭინავა

01 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

01 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

მაიკ ჯონსონი

01 სექტემბერი 2026, 11:57

მსოფლიო

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.

01 სექტემბერი 2026, 11:46

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

01 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

01 სექტემბერი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

თორნიკე ფაღავა 

01 სექტემბერი 2026, 11:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

ლიზა გეგეჭკორი

01 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

01 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:33

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:20

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.