საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს
ფოტო: Reuters
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სესიაზე განიხილება ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის: რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე; ალიანსის ღია კარის პოლიტიკა; ნატო-ს ადაპტაცია გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ; ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები; ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა; არქტიკის უსაფრთხოება; სამხედრო ტექნოლოგიები და ინოვაცია; კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები; ჩინეთი და გლობალური სამხრეთი; ეროვნული და კოლექტიური მედეგობის გაძლიერება და სხვა.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თანამშრომლობის, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხების განხილვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. ასამბლეა ყოველთვის ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის შემდგომი გაძლიერების მიმართ. ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ფასდაუდებელი როლი, აღიარებენ როგორც თავსებადობის, ასევე მთლიანად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადგილი ნატო-შია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, ასამბლეის კომიტეტებსა და პლენარულ სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან.
„ქართული დელეგაცია პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე ინფორმაციას გააცნობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნატოელ მოკავშირეებს მკაფიოდ დავანახოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გადაუდებელი აუცილებლობა, ამ მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროება და ამ მიზნით წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა. საქართველო აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრების ყველა კრიტერიუმს, დიდი ხანია იმსახურებს და მზად არის ნატო-ში გაწევრებისთვის”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, საპარლამენტო უმრავლესობიდან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი შედიან.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
28 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა
The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.
28 აგვისტო 2026, 17:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
28 აგვისტო 2026, 17:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით
ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
28 აგვისტო 2026, 17:05
პოლიტიკა
„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს
„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
28 აგვისტო 2026, 17:00
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 500-ს გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს
უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:47
საზოგადოება
იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო
ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.


