შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არის კარგი იდეა. ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ - მშვიდობას
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუ რამით შეუძლიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში - საკმარისია, უბრალოდ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებისა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. მისი თქმით, თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა.
„თუ რამით შეუძლიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში - საკმარისია, უბრალოდ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით. ერთ-ერთი ასეთი მარტივი და ლეგიტიმური აქტი იმ კრიმინალის დაკავება იქნება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ევროპაში და რომელიც დღესაც დაუღალავად ირჯება ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციისთვის.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ქართულმა სასამართლომ ხუთი მილიონი ევროს მითვისებისთვის ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს ფული მან საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს მოჰპარა. კეზერაშვილს, მოგვიანებით შეეხო ამნისტია და სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა, თუმცა პატიმრობისგან თავის დაღწევას, დღემდე, საზღვარგარეთ ყოფნით ცდილობს. ეს 5 მილიონი ევრო ბიუჯეტში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული წვრთნები არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ფული კი გაქრა.
სხვა თანამდებობების გარდა, კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილის დროს, თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მწირი თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა შემოსავალი არასდროს ჰქონია, საქართველო 2012 წელს, როგორც მულტიმილიონერმა დატოვა. მას შემდეგ, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ ტელეკომპანიას „ფორმულა TV“. ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მეშვეობით, მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილი, ფორმულა TV-ის მეშვეობით, ასობით ათას დოლარს უხდის ამერიკელ ლობისტებს იმისთვის, რომ დაეხმარონ კომპანიას, რომელიც სრულიად არაპოპულარულია საქართველოში, გაავრცელოს პოლიტიკური პროპაგანდა უცხოელი აუდიტორიისთვის.
უფრო მეტიც, გასულ წელს, კეზერაშვილმა მოახერხა საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება - ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შეცვალა ახალი, მისივე შექმნილი ,,ლიდერით“, ლევან ხაბეიშვილით. აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილი BBC-მაც ამხილა ევროპულ მასშტაბურ სკანდალში, რომლის თანახმად მისი კომპანიები ევროპელ პენსიონერებს მრავალრიცხოვანი ქოლ-ცენტრების მეშვეობით, თაღლითურად ძარცვავდნენ და დანაზოგს სძალავდნენ.
მიუხედავად ამ დანაშაულებისა, კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ცხოვრობს მდიდრული ცხოვრების წესით და აგრძელებს პრობლემების შექმნას ქართული პოლიტიკისთვის. თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა.
პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა. ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ - მშვიდობას,” - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „X“-ში.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 6, 2023
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.


