ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მარია გაბრიელს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სოფიას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს და გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.
„ძვირფასო მინისტრო, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის. უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
გასულ წელს, ევროპულმა საბჭომ და ევროპის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ - რამაც მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას და რეალობად აქცია საქართველოს მრავალი თაობის ოცნება.
ისტორიული გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წლის მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებულნი ვართ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ჩვენ ვიზეიმებთ კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდება
ეს გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ეს არის სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დაუმკვიდრებს საქართველოს ადგილს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
„მინდა დავადასტურო ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება. მნიშვნელოვანია ამ ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი რასაც შევეხეთ, არის ის, რომ საქართველოსა და ბულგარეთს საერთო ინტერესი აკავშირებს და ეს არის დაკავშირებადობა. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რა თქმა უნდა განათლებისა და კულტურის სფეროებში. მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ დარჩიაშვილს ვიზიტისთვის და დავუდასტურო ბულგარეთის მთავრობის მკაფიო მხარდაჭერა და მოვუწოდო საქართველოს მთავრობას განაგრძონ საჭირო რეფორმები, რათა უმოკლეს დროში საქართველომ მიიღოს თავისი ძალისხმევის აღიარება. მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ“, - აღნიშნა მარია გაბრიელმა.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
04 აპრილი 2026, 08:45
მსოფლიო
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამართლებრივი ხაფანგი დააგო“ იმ შემთხვევისთვის, თუ ის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება და მას ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 08:01
მსოფლიო
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეში გაემგზავრა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ორდღიან ტურნეში გაემგზავრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.


