გიორგი ვოლსკი: მიზანია საქართველო შეირყეს, ეკლესია კი არის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯი, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და დღევანდელი სტაბილურობა დგას
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მიზანია საქართველო შეირყეს და ეკლესია არის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯი, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და დღევანდელი სტაბილურობა დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
„აქედან გამომდინარე, ეკლესიაზე შეტევა, შიგნით პრობლემების შექმნა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზება, რომელიც მუდმივად იქნება ეკლესიის წინააღმდეგ, იქცა ჩვეულებრივ რუტინად, მაგრამ ამ დღეებმა დაანახა, რომ ხალხი ამას არ მიიღებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ყველა სიახლე
30 მარტი 2026, 10:05
საზოგადოება
ლევან კოჭლოშვილი: პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას
პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი წერს სოციალურ ქსელში.
30 მარტი 2026, 09:56
მსოფლიო
ფინეთის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ჩამოვარდა
„ეს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა - ძალიან სერიოზული საქმეა. სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონებია, თუმცა გარემოებები ზუსტდება და დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ორპომ.
30 მარტი 2026, 09:42
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის კუბაში მიწოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვს
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი წინააღმდეგი არ არის, რომ კუბამ რუსული ნავთობი მიიღოს, რადგან მას ეს „გადასარჩენად“ სჭირდება. „თუ რომელიმე ქვეყანას ახლა კუბაში ნავთობის გაგზავნა სურს, მე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს - იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
30 მარტი 2026, 09:32
მსოფლიო
პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილეს
პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისლამაბადში გამართულ შეხვედრაზე ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული წინადადებები განიხილეს. ერთ-ერთი მათგანი- ეგვიპტის ინიციატივა სუეცის არხის მსგავსი სატარიფო სისტემის შემოღების შესახებ, ვაშინგტონს უკვე გადაეგზავნა.
30 მარტი 2026, 09:29
მსოფლიო
პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის მზადყოფნა დაადასტურეს
„პაკისტანისთვის პატივი იქნება, უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს ორ მხარეს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში, მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მიზნით“, - განაცხადა დარმა.
30 მარტი 2026, 09:23
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში ე.წ. ბუფერული ზონის გაფართოების განკარგულება გასცა
„შემოჭრისა და სარაკეტო ან სატანკო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ლიბანში არსებული უსაფრთხოების ზონის გაფართოების განკარგულება გავეცი. უნდა გვესმოდეს, რომ ნასრალამ საზღვართან ახლოს ძალები გააძლიერა და სჯეროდა, რომ მათი წყალობით გაგვანადგურებდა, მაგრამ თავად გავანადგურეთ ჰეზბოლას ათასობით მებრძოლი და 150 ათასი რაკეტა, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ჰეზბოლას კიდევ აქვს საშუალებები, რომ რაკეტები გვესროლოს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომებს ვიღებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
30 მარტი 2026, 09:15
კულტურა
„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026"-ის ფარგლებში კონცერტები გრძელდება
„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026"-ის ფარგლებში კონცერტები გრძელდება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ამჯერად კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამოს გაიმართა.
30 მარტი 2026, 09:13
მსოფლიო
ისრაელის პოლიციამ კათოლიკე კარდინალს მაცხოვრის ტაძარში ბზობის აღნიშვნის უფლება არ მისცა, რის გამოც იტალიის საგარეო უწყებაში ისრაელის ელჩი დაიბარეს
„ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში, რათა დავიცვათ ისინი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული შეშფოთების გამო, იერუსალიმის პოლიციამ პატრიარქს, კარდინალ პიცაბალას ეკლესიაში წირვის ჩატარებაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, არანაირი ბოროტი განზრახვა არ ყოფილა. საქმე ეხებოდა კარდინალისა და მისი ჯგუფის უსაფრთხოებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანებისთვის აღდგომის წინა კვირა მნიშვნელოვანია, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ამზადებენ გეგმას, რათა ეკლესიის ლიდერებმა მომდევნო დღეებში წმინდა ადგილას წირვა-ლოცვის აღსრულება შეძლონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
30 მარტი 2026, 09:01
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
30 მარტი 2026, 08:50
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ვიხილეთ არაერთი კამპანია, რომელიც შეურაცხყოფდა, მათ შორის, საპატრიარქოს. მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია, რაც განწირულია წარუმატებლობისთვის
ჩვენ არ გვიკვირს ის, რაც იკადრეს წლების განმავლობაში საპატრიარქოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
30 მარტი 2026, 08:30
საზოგადოება
მამა გიორგი ვაშალომიძე: მისი უწმინდესობა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანების გულებში სიყვარულს თესავდა
მისი უწმინდესობა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანების გულებში თესავდა სიყვარულს. ეს არის მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ყველაზე არსებითი გამოვლინება, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.
30 მარტი 2026, 08:20
პოლიტიკა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. ინიციატივაზე დეპუტატები მეორე მოსმენით, მუხლობრივად დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
30 მარტი 2026, 08:12
საზოგადოება
პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.
30 მარტი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
30 მარტი 2026, 00:02
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან „მუშაობს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის საბაბს - ირანის სამოქალაქო საზოგადოების აიათოლას მმართველობისგან დაცვას. ანალიტიკოსი წერს, რომ დღეს ისრაელი აპატიმრებს ებრაელ აქტივისტებს. ქართველიშვილი მიუთითებს ორმაგი სტანდარტის არსებობაზე:
30 მარტი 2026, 00:02
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: საქართველო არ ჰყავს არც ერთი პოლიტპატიმარი, ეს დადგენილია, რადგან ძალიან ძლიერი ორგანიზაციების მუშაობენ ამაზე - საქართველოში ციხეში რომ მოხვდნენ ეს ყალბი პოლიტიკოსები, იძულებულები არიან, ხულიგნობები ჩაიდინონ
საქართველო არ ჰყავს არც ერთი პოლიტპატიმარი, ეს დადგენილია, რადგან ძალიან ძლიერი ორგანიზაციების მუშაობენ ამაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
29 მარტი 2026, 23:52
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ეუთოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება, დღეს მთავარი მათთვის განცხადებებია - მუდმივი ხმაური იმაზე, რაც არ არსებობს
ეუთოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ შეიძლება მიიღო განცხადება და დღეს მთავარი მათთვის განცხადებებია - მუდმივი ხმაური იმაზე, რაც არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
29 მარტი 2026, 23:43
საზოგადოება
ბაჩო ოდიშარია „სეტანტაზე“: ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და კახა კალაძეს არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა
ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულიან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სპორტული არხის, „სეტანტას“ მიერ გაკეთებულ კოლაჟზე.
29 მარტი 2026, 23:40
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე„მოსკოვის მექანიზმზე“: იმ შანტაჟისა და ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ევრობიუროკრატიის მხრიდან ბოლო წლებია, ვხედავთ - ფაქტი სახეზეა
„მოსკოვის მექანიზმი“ იმ შანტაჟის და ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ევრობიუროკრატიის მხრიდან ბოლო წლებია ვხედავთ და არ უნდა გვიკვირდეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.


