ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს
ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: APA
სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს უკვე არსებობს უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის, იგივე ლაიტმოტივით, თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება გახდეს ეფექტური გზა, საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთიერთ დაკავშირებისთვის.
„ეს თავისთავად სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში. მინდა ასევე მივაპყრო, როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე კერძო სექტორის ყურადღება ამ შესაძლებლობისკენ. ჩემი გამოსვლის შემდგომ მსვლელობისას ჩემი გუნდის წევრები წარმოადგენენ დამატებით ინფორმაციას თუკი ამის ინტერესი იქნება გაგიზიარდებათ ბროშურები ამ პროექტზე და ჩვენთვის ღირებული იქნება თქვენი, როგორც კომენტარის, ასევე მხარდაჭერის მიღება ამ პროექტის განხორციელებისთვის.
კომპლექსურად რომ შევხედოთ ყოველივე ამას, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მშვიდობის გზაჯვარედინის პრინციპებს.
პირველი ასეთი პრინციპია: ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობ გადამტანი თუ ელექტროინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში სადაც ისინი გადიან.
მეორე პრინციპი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით, უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის, მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო, თუ სხვა საშუალებით.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ უახლოეს მომავალში, სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილნი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები, თუ პირები, რომლებიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებს.
მესამე პრინციპი: ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის.
მეოთხე პრინციპი: ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურები, მათი ოპტიმიზაცია შესაძლებელია.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას გახსნას, ხელახლა გახსნას, ააშენოს, ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნული პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა, თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნის მთავრობებისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ.
ქალბატონებო და ბატონებო მშვიდობის გზაჯვარედინი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მშვიდობის დღის წესრიგის. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ, შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან, მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად და იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში.
ასევე ვთვლი საჭიროდ წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან.
სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს.
ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხრის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა.
ასევე მინდა მოვიშველიო 1991 წლის ალმაატას დეკლარაცია, რომელსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, იმ დროისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს აღიარებს, ანუ საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში ხდება სახელმწიფო საზღვრებად და ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელმოწერას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის. ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის.
თუკი დავუბრუნდები მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივას, თავისთავად, აბრეშუმის გზის ლოგიკაში სრულად ის ჯდება და მოხარული ვიქნებით, სომხეთის ტერიტორიაზე მივიღოთ ადამიანები, პირები, საქონელი, გავატაროთ ნავთობ ხაზები, კაბელი, ელექტრო თუ ნებისმიერი სხვა. დასკვნით ნაწილში მინდა გისურვოთ წარმატება, მინდა ვუსურვო ნაყოფიერი სამუშაო 2 დღე აბრეშუმის გზის ფორუმს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ყველა სიახლე
21 მარტი 2026, 00:47
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
21 მარტი 2026, 00:41
საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: პატრიარქის დანატოვარი და მემკვიდრეობა ისეთია, რომ „რა გვეშველებას“ თქმა უადგილოა
„თემა, პატრიარქის გასვლა, რაღაც ისეთ მნიშვნელობას იძენს, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით. ამას ყველაფერს ნუგეშითა და იმედით ვუყურებთ. რადგან ძირითადი კონსტრუქცია აშენებულია, ეპოქალურ კაცზე ვლაპარაკობთ, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული: ეკლესია, შენობა, მისი ნათლულები, შვიდგზის ლოცვა და ავტოკეფალია ხომ გვირგვინი. თაობები გაზარდა: მოძღვრები, მღვდელმთავრები, მამობრივი სიყვარული აქვთ ყველას“.
21 მარტი 2026, 00:35
საზოგადოება
გიორგი გაბუნია: აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ, ეუბნებიან, „ვიზიარებ“ და „გისამძიმრებ“. ასეთი მსგავსი რამ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არასდროს ყოფილა
ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში მთელი ქვეყანა არის გზაში. მანქანების კოლონები ყველა კუთხიდან დაძრულია. მოდიან, არ ჩერდება ადამიანთა ნაკადები, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქის პანაშვიდზე საუბრისას.
21 მარტი 2026, 00:10
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომზე: ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-მა ირანთან ომში გაიმარჯვა.
21 მარტი 2026, 00:02
საზოგადოება
თეონა ცირამუა: პატრიარქის თითოეული ნაბიჯი იყო სიბრძნესთან, უჩვეულო სიმშვიდესთან დაკავშირებული - მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ
„ის იყო ძალიან ზეადამიანური. ადამიანმა იმას მიაღწიოს, რომ ყველაფერს სიმშვიდით და სიბრძნით უპასუხოს, ეს არის დიდი მაგალითი. მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ. სიკვდილის შემდეგაც რა ამბავი დაატრიალა და როგორ გააერთიანა მთელი ერი. მგონია, რომ ამ სიკვდილითაც ჩვენი უწმინდესი ძალიან ბევრ გადატეხვას მოახდენს ერში და ბერში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინ სიკვდილი დგას, მაინც იმედიანად ვუყურებ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თეონა ცირამუამ,.
20 მარტი 2026, 23:53
საზოგადოება
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
20 მარტი 2026, 23:28
საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ - ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა სიყვარული დატოვა
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს. როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.
20 მარტი 2026, 23:25
საზოგადოება
სერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა
პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ვარდოსანიძემ.
20 მარტი 2026, 23:07
საზოგადოება
საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
20 მარტი 2026, 23:02
საზოგადოება
ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს
პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.
20 მარტი 2026, 22:50
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ.
20 მარტი 2026, 22:39
საზოგადოება
ავთო არაბული: ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი
„ეს აღმავლობა იმის იმედს მაძლევს, რომ ეკლესიაშიც, სარწმუნოებასა და საზოგადოებაშიც, ის რაც ვერ შევუსრულეთ სულიერ მამას, ახლა უნდა შევძლოთ, რომ კონსოლიდაცია, ის სიყვარული, რომელსაც გვიქადაგებდა, ეს ავაღორძინოთ და მგონია, რომ ეს იქნება ახალი გზა საქართველოს გამთლიანებისა და გაბრწყინების“, - აღნიშნა არაბულმა.
20 მარტი 2026, 22:35
საზოგადოება
აკადემიკოსი ავთო არაბული პატრიარქზე: „საქართველო მიყვარხარ“ - რას ნიშნავდა მისთვის ამის თქმა, მხოლოდ მან იცოდა, რომ სიყვარული დაბრუნდებოდა და ჩვენ სასწაულის მომსწრე ვართ. ამას ვხედავთ, რომ საქართველო აბრუნებს სიყვარულს
ეს არა მხოლოდ გლოვაა, არის მადლიერების გამოხატვა, სიყვარულის დაბრუნება, იმ სიყვარულის, რომელსაც ასე გასცემდა პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა. მან პატრიარქის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ჯერაც წინ არის გააზრება იმის, თუ რა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ.
20 მარტი 2026, 22:29
რეგიონი
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს, რომელიც 22 მარტის ჩათვლით დარჩება.
20 მარტი 2026, 22:24
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.
20 მარტი 2026, 22:17
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.
20 მარტი 2026, 22:04
მსოფლიო
ტრამპმა MS NOW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის, რაც ზელენსკიმ თქვა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ აშშ-ის დასახმარებლად, ის ამას მხოლოდ პოლიტიკური და პიარ მიზნებისთვის აკეთებს, მათ არაფერი გაუკეთებიათ“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ საკაბელო ტელეარხ MS NOW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
20 მარტი 2026, 21:42
საზოგადოება
პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.
20 მარტი 2026, 21:24
საზოგადოება
ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობაზე დაშვებულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. სამძიმარს უცხადებენ ქვეყანას ვატიკანი, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები და კონფესიების წარმომადგენლები.
20 მარტი 2026, 21:20
საზოგადოება
უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება როგორც მიკროავტობუსები, ისე რკინიგზა.


