ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება, რისთვისაც თავის მხრივ მმართველი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
დარწმუნებული ვართ, ქალბატონი რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება, რისთვისაც მმართველი გუნდი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ვითარებაში, მდიდარი ენჯეოების დღევანდელი განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა.
„დღეს საქართველოში მოქმედმა მდიდარმა და მათთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული სანქციების რეაგირების გარეშე დატოვების გამო უსაყვედურეს.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 7 თვის წინ, რამდენიმე მოქმედ და ყოფილ ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. საქართველოს ხელისუფლებამ სცადა, პარტნიორებისგან შესაბამისი ბრალდებების გამამყარებელი მტკიცებულებები მიეღო, თუმცა, უშედეგოდ. მეტიც, მოვისმინეთ სრულიად არადამაჯერებელი განმარტება, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება ღია წყაროებიდან, ანუ ტელევიზიებიდან, გაზეთებიდან და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
6 კვირის წინ, სანქცირებულ პირთა ამერიკულ სიაში შეყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძე. როგორც ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა, სამსახურმა პარტნიორებისგან გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას არც ოფიციალურ და არც პირად შეხვედრებზე, არც ღია და არც დახურული არხებით არავითარი მტკიცებულება არ მიუღია. მეტიც, პარტნიორებმა ქართულ უწყებებს თავად სთხოვეს მტკიცებულებების მოპოვება და გაგზავნა ფარცხალაძის საქმეზე.
აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში, არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. წარსულშიც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მდიდარი ენჯეოების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უხერხულობები ექმნებოდა. თუნდაც, რად ღირს არჩევნების პარალელური ხმის შედეგებთან დაკავშირებული სკანდალი, რომლითაც ერთ-ერთმა მდიდარმა ენჯეომ უმძიმესი უხერხულობა შექმნა.
ორიოდე კვირის წინ, საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი, რომელთანაც ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს ძალზე პროდუქტიული შეხვედრები. გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამ ვითარებაში, მდიდარი ენჯეოების განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა.
მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებამ შექმნა სერიოზული უხერხულობა ურთიერთობებში. ენჯეოების შესაბამისი ძალისხმევა გარდა სხვა მიზნებისა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების ინტერესითაც იყო ნაკარნახევი.
თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ეს საკითხი საჯარო დისკუსიაში წინა პლანზე არ წამოგვეწია, რათა უხერხულობა კიდევ უფრო არ გაგვეღრმავებინა. ამ ფონზე, როდესაც მდიდარი ენჯეოები თავად ცდილობენ თავისივე გაფუჭებულის აქტუალიზაციას, ვფიქრობთ, ეს ფაქტი საგანგებო შეშფოთებას იმსახურებს.
ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ, დღეს ცდილობენ ძველი ხელოვნური უხერხულობების დღის წესრიგში შენარჩუნებას და ამით, ახალი უხერხულობების შექმნას, რის გამოც იძულებულს გვხდიან, მათი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ.
ისიც ნიშანდობლივია, რომ მდიდარი ენჯეოები ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება.
ყველაფრიდან ჩანს, რომ მდიდარი ენჯეოები არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში, ისინი ემსახურებიან „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა. აღნიშნულ ძალას და მის სამსახურში მყოფ ენჯეოებს არ სურთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და ყველანაირად ცდილობენ, ამ ურთიერთობებში ძველი, უარყოფითი ტენდენცია შეინარჩუნონ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.
აღნიშნული ენჯეოები სწორედ იმიტომ აპროტესტებდნენ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ სურდათ, საკუთარი უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გაეხადათ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმების და მათი დაფინანსების წყაროების გაშიფვრის ეშინოდათ.
ახლა, მდიდარი ენჯეოები ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ. იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ არის მიმართული.
დარწმუნებული ვართ, ქალბატონი რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება, რისთვისაც მმართველი გუნდი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
22 აგვისტო 2026, 09:00
სპორტი
დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
21 აგვისტო 2026, 22:34
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.
21 აგვისტო 2026, 21:43
საზოგადოება
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.
21 აგვისტო 2026, 21:11
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.
21 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია
„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
21 აგვისტო 2026, 20:48
სამართალი
შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
21 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
21 აგვისტო 2026, 20:23
პოლიტიკა
ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.
21 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.
21 აგვისტო 2026, 19:57
სამართალი
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო
„თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს“.
21 აგვისტო 2026, 19:53
სამართალი
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს
„გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება - რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ“.
21 აგვისტო 2026, 19:48
სამართალი
პროკურატურა: ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე - სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში
როგორვ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
21 აგვისტო 2026, 19:41
სამართალი
პროკურატურა: ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს - ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად
„გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატისშემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი“.
21 აგვისტო 2026, 19:34
სამართალი
პროკურატურა: გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია
გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
21 აგვისტო 2026, 19:22
სამართალი
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.
21 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
საპროექტო უბანი მოიცავს მდ. რიონის ორივე სანაპიროს. მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის ნაწილი დაზიანებულია და სრულყოფილად ვერ ასრულებს ნაპირდაცვით ფუნქციას, რის გამოც საფრთხე ექმნება ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდსა და მიმდებარედ არსებულ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს.
21 აგვისტო 2026, 18:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ
„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! და რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა ,,მაშა და დათვს". ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა ,,მაშა და დათვი." რასაკვირველია, ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას მიესალმებიან და კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინათ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ. სლავა უკრაინულ დემოკრატიას!”- წერს ხუბუა.
21 აგვისტო 2026, 18:21
რეგიონი
ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება
20:00 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართება. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს.
21 აგვისტო 2026, 18:14
რეგიონი
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
„ღამის სერენადების“ პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები.


