ნიკოლოზ სამხარაძე კანდიდატის სტატუსზე: ოპოზიციას სურს როგორმე კარგი ამბავი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენი საზოგადოებისთვის გარდაქმნას არასასურველ მოცემულობად
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
[ოპოზიციის] ძალიან უსუსური მცდელობა, რომ როგორმე კარგი ამბავი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენი საზოგადოებისთვის გარდაქმნას არასასურველ მოცემულობად , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„12 რეკომენდაციის შესრულებაში ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. დიდი ნაწილი რეკომენდაციებისა სრულად არის შესრულებული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებას, რომ ეს [ევროკომისიის] დასკვნა იქნება პოზიტიური. ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ აპოკალიფსური სურათი დახატოს. უნდა, რომ კანდიდატის სტატუსიც ერთგვარად დააკნინოს და თქვას, რომ კი, სტატუსი არის, მაგრამ ამას იმდენი პირობა მოჰყვება და ა.შ. ეს ყველაფერი არის მათი [ოპოზიციის] ძალიან უსუსური მცდელობა, რომ როგორმე კარგი ამბავი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენი საზოგადოებისთვის გარდაქმნას არასასურველ მოცემულობად“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო კი შეხვედრასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს
„ქრონიკამ“ გუშინვე მიმართა გერმანიის საელჩოს კითხვუთ, ადასტურებენ თუ არა შეხვედრას ნინო ლომჯარიასთან და იყო თუ არა კონსპირაციული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა, „ქრონიკას“ საელჩოდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
07 მარტი 2026, 14:38
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
07 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები
იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას, სადაც ასახულია გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით ნინო ლომჯარიას გაყვანის ამსახველი ფაქტი.
07 მარტი 2026, 14:20
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 809 აბი ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერება საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ბრალდებულისგან ამოიღეს.
07 მარტი 2026, 14:15
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ისინი, ვინც ჩვენს უპირობო კაპიტულაციაზე ოცნებობენ, ამ ოცნებას საფლავში გაიყოლებენ
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის სრული და უპირობო კაპიტულაციის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც უპირობო კაპიტულაციაზე ოცნებობენ, ამ ოცნებას საფლავში გაიყოლებენ.
07 მარტი 2026, 14:00
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში
საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
07 მარტი 2026, 13:48
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის შესაძლებლობაც ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
07 მარტი 2026, 13:44
მსოფლიო
დუბაის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ აღადგინა. შესაბამისი ინფორმაცია აეროპორტმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გაავრცელა.
07 მარტი 2026, 13:24
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაა.
07 მარტი 2026, 13:19
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ქვეყანაში რუსეთუმეობის თემამ ვერ იმუშავა, რადიკალები ირანიზაციაზე გადაერთვნენ
რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს.
07 მარტი 2026, 13:18
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად
ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
07 მარტი 2026, 13:12
მსოფლიო
Fox News: აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდს, USS George H.W. Bush-ს აგზავნის
აშშ-ის სამხედრო მეთაურობამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ ერთ ავიამზიდის, ამჯერად USS George H.W. Bush-ის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
07 მარტი 2026, 13:00
რეგიონი
8 მარტს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
07 მარტი 2026, 12:41
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს.
07 მარტი 2026, 12:33
რეგიონი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 38 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს
შეხვედრები თეკლათის, მენჯის, ხორშის, ეკისა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. განსახორციელებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 38 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.
07 მარტი 2026, 12:27
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში 809 აბი ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
07 მარტი 2026, 12:23
თავდაცვა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ. მისი განცხადებით, რეფორმის ფარგლებში სააგენტომ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებულ ეფექტიან სისტემას და შეცვალა წლების განმავლობაში მოქმედი გაწვევის მოძველებული მოდელი.
07 მარტი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ
უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უცხოელ დონორებს კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს.
07 მარტი 2026, 12:15
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
07 მარტი 2026, 12:12
ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში, Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება - Idea Showcase გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერას განაგრძობს. თბილისის ტექნოპარკში, GITA -ს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიება Idea Showcase გამართა.


