თინა ბოკუჩავა: ყველა ევროპელი ლიდერი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით, ხაზს უსვამდა სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებას და ამბობდა, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეს ქართველ ხალხს

თინა ბოკუჩავა
ფოტო: IMEDI/კადრი
ყველა ევროპელი ლიდერი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით, ხაზს უსვამდა სწორედ ქართველი ხალხის განწყობებს და ქართველი ხალხის დამსახურებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველა ევროპელი ლიდერი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით, ხაზს უსვამდა სწორედ ქართველი ხალხის განწყობებს და ქართველი ხალხის დამსახურებას. ამბობდნენ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეს ქართველ ხალხს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი რუსული რეჟიმი მიზანმიმართულად საბოტირებს პროცესს და არ ასრულებს რეკომენდაციებს, მათ შორის აცდენილია საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
ხვალ ცნობილი გახდება ევროკომისიის პასუხი, როგორ შეასრულა ქვეყანამ 12 რეკომენდაცია.
ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 11:37
საზოგადოება
ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულს დაესწრო
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულზე პირველი სანთლის დანთების ცერემონიას დაესწრო.

08 დეკემბერი 2023, 11:28
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: კახეთის მაგისტრალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა
კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 11:20
საზოგადოება
რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: გამოჩნდა უკვე, რატომ იყო ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავის ტკივილი. საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყარა თავი. ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა
„ეს უკვე არის ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ, არ გადავიხდი ჯარიმასო, გადაიხადა. თქვა არ შევალ პარლამენტშიო, შევიდა. თქვა, არ წავალ პარტიიდანო, წავიდა. ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდის და ძალიან არასერიოზული რეპუტაცია შეიძინა პოლიტიკაში“

08 დეკემბერი 2023, 11:17
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე
მაკა ბოჭორიშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება მელია, რადგან ის იგივე საქმე გააკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებდა.

08 დეკემბერი 2023, 11:16
თემა
2024 წლის მთავარი მოდური ტენდენციები
მოდის ექსპერტთა მტკიცებით, 2024 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან დიზაინერებმა არ დაიზარეს და სრულიად ახალი, მეტად თამამი ტენდენციები შესთავაზეს მოდურად ჩაცმის მოყვარულებს.

08 დეკემბერი 2023, 11:15
თემა
საშობაო ბაზრობა და სადღესასწაულო განწყობა ევროპაში. ფოტოგალერეა
საშობაო ბაზრობის სამშობლოდ გერმანულენოვანი ევროპა - ავსტრია, შვეიცარია, ელზასი და რა თქმა უნდა, გერმანია ითვლება, სადაც ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ეწყობოდა ზამთრის ბაზარი. მართალია, მსხვილ ქალაქებში ცივი სეზონის დადგომისთანავე იშლებოდა ე.წ. სავაჭრო კარვები, რათა მოსახლეობას წინასწარ დაეჭირა თადარიგი და დროულად შეევსო ზამთრის მარაგი, მაგრამ ათწლეულების შემდეგ ზამთრის ბაზარი შობის დღესასწაულის აუცილებელ ატრიბუტად იქცა და მთელ ევროპაში გავრცელდა. საშობაო ბაზრობის პოპულარიზაციას მეტწილად გერმანელმა ღვთისმსახურმა, ეკლესიის რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან შემოიღო შობის დღესასწაულზე საჩუქრების გაცვლის ტრადიცია, რომელთა შეძენა სწორედ ბაზრობაზე შეიძლებოდა. შუა საუკუნეების გერმანიაში ბაზრობა ქალაქის ცენტრში, საკათედრო ტაძართან ახლოს ეწყობოდა, რათა მრევლს წირვის შემდეგ სადღესასწაულო შოპინგისმოწყობაც შესძლებოდა, თუმცა, ზოგჯერ, ვაჭრობით გატაცებულებს საერთოდ ავიწყდებოდათ წირვაზე დასწრება, რის გამოც 1616 წელს ნიურნბერგელმა პასტორმა ქალაქის საბჭოს მიმართა და ბაზრობის ტაძრის ტერიტორიიდან გადატანა მოსთხოვა. თანამედროვე საშობაო ბაზრობა, რომელიც ზამთრის ევროპის აუცილებელი ატრიბუტია, მეტწილად ქალაქის ცენტრში იმართება და პირველ რიგში, ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი სუვენირებითდა საჩუქრებით, რეგიონისთვის დამახასიათებელი ნუგბარითა და დელიკატესებით ცდილობს ინდივიდუალურობის შენარჩუნებას.

08 დეკემბერი 2023, 11:14
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც სტიქიურმა მოვლენებმა შეუქმნა ჩვენს მუნიციპალიტეტს - პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთის განვითარებას
ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მერიის და სახელმწიფოს მხარდაჭერა.

08 დეკემბერი 2023, 11:13
პოლიტიკა
ანა წითლიძე: როცა ეგონათ დაგვანგრიეს, მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია, ასე იქნება ახლაც
ყველა წასული დანაკლისია, მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

08 დეკემბერი 2023, 11:12
ტაბლოიდი
სელენა გომესი პროდიუსერ ბენი ბლანკოს ხვდება
ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის კომენტარი დაიწერა. ჭარბად იყო კომენტარები ბენი ბლანკოს ვიზუალზე. ხალხის უმეტესობა მას არა სიმპათიურად მოიხსნიებს, რაც გომესის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. სელენამ რამდენიმე კომენტარის ავტორს პასუხი გასცა და სიცილის „ემოჯებთან“ ერთად დაუწერა, რომ მათ გამო წუხს.

08 დეკემბერი 2023, 11:02
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით
შემოქმედში, ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ ბინებში მცხოვრებ 33 ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით, რათა შეძლოთ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძოთ ცხოვრება, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 10:50
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება
„ლევან იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „თავისუფლება თუ შიში“.

08 დეკემბერი 2023, 10:43
საზოგადოება
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია
ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და იულიუსის კალენდრის მიხედვით, აქ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს ზეიმობენ. აქ მთავარი დღესასწაული 31 დეკემბერია, როდესაც ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან“, -წერია სტატიაში.

08 დეკემბერი 2023, 10:21
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს ფერმერის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალური პრიზი მიანიჭეს
ღონისძიებაზე „ფერმერის დღე 2023“ ჟოლოს, მარწყვის ბაღში და ლოკოკინების ფერმაში დასაქმებული მსჯავრდებულები იყვნენ წარდგენილები. სპეციალური პრიზი, კი ლოკოკინების ფერმაში დასაქმებულ ერთ-ერთ მსჯავრდებულს გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 10:13
პოლიტიკა
უნგრეთის ვიცე-პრემიერმა ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია
ვიცე-პრემიერმა შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას.

08 დეკემბერი 2023, 10:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სამხრეთ კავკასიაში დაანონსებული ომი გადაიდო
„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივ განცხადებაზე წერს. მისი თქმით, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, შეთანხმების მიღწევა მოხერხდა პირდაპირი მოლაპარაკებით, რაც გააუმჯობესებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

08 დეკემბერი 2023, 10:03
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე - Expedia ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე - Expedia ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

08 დეკემბერი 2023, 10:00
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მელიას ფორმულას თუ დაეჯერება, პრინციპში მეც ანალოგიური გეგმები მაქვს, ხვალ დღევანდელ დღეს წარსულში ვტოვებ. ხოლო, დღეს ხვალინდელ დღეს სამომავლოდ ვიმედოვნებ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა. ქართველიშვილის თქმით, მელიას განცხადება, რომ ის მიდის მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში, „სასწაული“ განაცხადია.

08 დეკემბერი 2023, 09:55
საზოგადოება
რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა. რატი ბრეგაძემ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

08 დეკემბერი 2023, 09:49
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.