ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს შეხვდა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისიის გენერალური მდივანი სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და ის კანონპროექტები მიმოიხილეს, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღო.
„ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანთან და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს და კომისიაში კანონპროექტების გაგზავნის ფაქტები ხშირია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მაღალია რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებსაც შევეხეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს საკითხები და საარჩევნო თემატიკა და ამ საკითხებზე დეტალური დისკუსია გავმართეთ“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 08:24
ტექნოლოგიები
„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა
ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

06 დეკემბერი 2023, 08:12
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეები საქართველოში ამინდი გაუარესდება
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან კი მოსალოდნელია თოვა. წვიმიანი ამინდს პროგნოზირებენ თბილისში, სადაც ამინდი 10 გრადუსამდე გათბება. არამდგრადი ამინდები 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

06 დეკემბერი 2023, 08:03
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

06 დეკემბერი 2023, 00:51
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 00:31
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

06 დეკემბერი 2023, 00:28
სპორტი
ბექა გაბისონია კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონია
ქართველი კიკბოქსიორი ბექა გაბისონია ევროპის ჩემპიონია. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრისთვის შეხვედრაში მან პოლონელი პაველ სადოუსკი დაამარცხა.

05 დეკემბერი 2023, 23:55
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა.

05 დეკემბერი 2023, 23:52
LIVE ისრაელი
ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება.

05 დეკემბერი 2023, 23:32
მსოფლიო
დმიტრო კულება: უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება.

05 დეკემბერი 2023, 23:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას
„ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი“

05 დეკემბერი 2023, 22:32
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება კიდევ მეტი გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის
ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 22:09
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას ხედავს
ბიზნესის მხრიდან არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ნდობა არის მაღალი, რაც ავტომატურად ითარგმნება ყველაზე პრაქტიკულ შედეგში, ეს არის ეკონომიკური აქტივობა, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 21:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანის წერილზე: ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს
„ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“

05 დეკემბერი 2023, 21:28
მსოფლიო
ზელენსკი: ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა, ვინც რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 21:28
რეგიონი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 21:16
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს აგრძელებენ
შეხვედრაზე მომავლის პროფესიების განსაზღვრის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, იმ მოდელის გადმოტანა საქართველოში, რომლითაც გერმანელები სამომავლო პროფესიებს განსაზღვრავენ, საინტერესო იქნება.

05 დეკემბერი 2023, 21:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ეხმარება ევროკავშირსა და ნატო-ს, რომ სანქციები ეფექტურად აღსრულდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არაერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

05 დეკემბერი 2023, 21:01
მსოფლიო
POLITICO: დასავლეთის ძალისხმევა, შეეზღუდა რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან არსებითად წარუმატებელი აღმოჩნდა
დასავლეთის ძალისხმევა, შეეზღუდა რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან არსებითად წარუმატებელი აღმოჩნდა, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

05 დეკემბერი 2023, 20:50
საზოგადოება
პარლამენტის წევრებმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - “Invest in Georgia”- ს ანგარიშის 2020–2023 წლების პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - “Invest in Georgia”- ს ანგარიშის 2020–2023 წლების პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

05 დეკემბერი 2023, 20:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ იმსახურებს ნატოს წევრობას - მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა, რომელმაც ამხელა წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მკაფიო პასუხები მოისმინოს ნატო-სგან
საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ იმსახურებს ნატოს წევრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.