imedi /  17 ნოემბერი 2023, 20:10 / სანდო წყარო

დავით მათიკაშვილი იუსტიციის მინისტრს: თქვენ გახდით ძალიან უსამართლო შემოტევის ადრესატი და მინდა გითხრათ, რომ ღირსებითა და სამართლიანად გაიარეთ ეს პერიოდი

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

თუ იტყვით, რომ სააკაშვილის ვითომ შიმშილობა, შიმშილობაა და ეს იმიტომ ხდებოდა რომ რამეს აპროტესტებდა სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არა, ეს იყო ფარსი, ჩვეულებრივი პროექტი, როგორ გამოეყვანათ სააკაშვილი მალე ციხიდან. ამ პირობით მოხდა ალბათ, კონტეინერით მისი შემოპარვა. აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და იღებს სამართლებრივ და სამართლიან გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

დავით მათიკაშვილმა სხდომაზე მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძე ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს ღირსეულად უმკლავდებოდა.

„2020 წლიდან დღემდე, თქვენ გახდით, ძალიან ხშირად უსამართლო შემოტევის ადრესატი და მინდა გითხრათ, რომ ღირსებით და სწორად, სამართლიანად გაიარეთ თქვენ ეს პერიოდი. სწორედ ის პოზიცია გეკავათ, რაც იყო ჭეშმარიტად იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიცია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.
„წამების, ტანჯვის, უსამართლო ბრალდებების ინსტრუმენტიდან უწყება გადაიქცა ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და პროგრესზე, წინსვლაზე ორიენტირებულ სამინისტროდ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 11:04

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით დააკავეს.

06 დეკემბერი 2023, 11:03

საზოგადოება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე, ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 11:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მიზანია დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე.

06 დეკემბერი 2023, 10:59

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა.

06 დეკემბერი 2023, 10:53

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორად ვახტანგ გაბრიჭიძე დაინიშნა

ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

06 დეკემბერი 2023, 10:50

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით.

06 დეკემბერი 2023, 10:48

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის გაფრენის დარბაზში სრულიად განსხვავებული, აეროპორტის კონცეფციაზე მორგებული კვების ობიექტი AIR FOOD გაიხსნა. ქუთაისის აეროპორტი ბაზარზე პირველია, სადაც ქართული კომპანია AIR FOOD გამოჩნდა. კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.

06 დეკემბერი 2023, 10:46

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ.

ჯო ბაიდენი

06 დეკემბერი 2023, 10:34

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიყრიდი კენჭს. თუმცა მას გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეორე ვადით არ ეყარა კენჭი, თუ თანამდებობისთვის ბრძოლას არც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი ისურვებდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

06 დეკემბერი 2023, 10:27

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ანდრიი ერმაკი

06 დეკემბერი 2023, 10:27

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია იტყობინება.

ევან გერშკოვიჩი
პოლ უილანი

06 დეკემბერი 2023, 10:11

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების მორიგ წინადადებაზე თქვა უარი

რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე მორიგ წინადადებაზე თქვა უარი. ამის შესახებ სახელმწიფო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეტიუ მილერმა განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 10:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც აინტერესებდათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 10:00

მსოფლიო

ჰონდურასში ავარიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

სამგზავრო ავტობუსი ჯერ მოცურდა, ხიდს დაეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დედაქალაქიდან დაახლოებით 41 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 09:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატოს წევრი

„ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატოს წევრობაზე არის, რაც ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, -აღნიშნა სამხარაძემ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 დეკემბერი 2023, 09:31

LIVE ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე გაერო, ხმამაღლა არ საუბრობენ იმ მრავალრიცხოვან სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ისრაელელი ქალების მიმართ სჩადის.

ვიქტორ დოლიძე

06 დეკემბერი 2023, 09:05

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ევროპისთვის საქართველოს მზაობა არის ნათელი და მკაფიო, როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული და რეფორმების თვალსაზრისით

საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იმავე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 08:44

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 61-ე დღეს

ჰან-იუნისი ღაზის სექტორში სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის პარალელურად, ისრაელი უკიდურესად ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებსაც. სისტემატური რეიდებით, მოწმდება ყველაფერი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 08:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი სურვილია, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 08:24

ტექნოლოგიები

„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.