imedi /  17 ნოემბერი 2023, 22:32 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად აწამებდნენ, დღეს კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ოპოზიციიდან ზოგიერთს პენიტენციურ სისტემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარიც გარდაიცვალა, იმდენი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა.

„მინდა იმ პრობლემატურ საკითხებს მივუბრუნდე, რომლებიც ჩვენმა კოლეგებმა წამოჭრეს. ერთ-ერთი საკითხი არის პატიმრების რაოდენობა საქართველოში. ნამდვილად, პატიმრების რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთი მძიმე მაჩვენებელი გვაქვს. დაახლოებით, 110 არის ევროპის საშუალო მაჩვენებელი და 125-მდე - საქართველოს მაჩვენებელი. ოპოზიციიდან ზოგიერთს ამ თემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, 6000 კაცი იყო საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, 4 წელიწადში კი 400%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი - 24 000-ზე ავედით და საქართველო ამ მხრივ, აშშ-სა და რუსეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ასეთი სწრაფი ზრდა ამ მხრივ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. ამ ზრდას, ბუნებრივია, საპატიმროების პირობები ვერ მიჰყვა. 24-საწოლიან საკანში 120-130 პატიმარი იყო და წარმოიდგინეთ, ამ საკანში მყოფი ხალხის მდგომარეობა როგორი იქნებოდა. ეს იყო საკანი, რომლის ფანჯარაც არ იღებოდა, რომლის კარსაც არ აღებდნენ და სადაც საპირფარეშო შიგნითვე იყო მოწყობილი. ამ საკანში, უბრალოდ, ჰაერი არ მოძრაობდა. ამიტომ იყო პატიმრებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. 144 პატიმარი გარდაიცვალა 2010 წელს, 140 – 2011 წელს. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარიც გარდაიცვალა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა იმდენი. რატომ იყო სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმ დროს? იმიტომ, რომ აწამებდნენ პატიმრებს, არ მკურნალობდნენ მათ; როცა პატიმარი მკურნალობას ითხოვდა, ამის ნაცვლად ის მორგში ჩაჰყავდათ და უსასტიკესად აწამებდნენ. ამოწერილი მაქვს მაგალითები მოხსენებებიდან, რომლებიც ეკუთვნის გიორგი ტუღუშს, ადამიანს, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა. მანაც კი ვერ დამალა ის უმძიმესი ფაქტები, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი ითხოვდნენ წამალს, ან იმიტომ, რომ მათი საქმეები სტრასბურგში მიჰქონდათ. პატიმრების წამების, ცუდი მოპყრობის, მკურნალობის არქონის ან ციხეში არსებული ცუდი მდგომარეობის გამო, არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში 2012 წლის პირველი დეკემბრის შემდეგ.

წელიწადში იყო ტუბერკულოზის დაახლოებით 1500-2000 ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც ახლა ეს შემთხვევები ათეულის ფარგლებშიც აღარ არის და სულ რაღაც ასზე ნაკლებია იმ პატიმრების რაოდენობა, რომლებიც ამ დაავადებაზე მკურნალობენ. დაახლოებით 10-12-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მთლიანად ქვეყნიდან წასული საჩივრების რაოდენობა (და ეს იმის გამოკლებით, რაც რუსეთის წინააღმდეგ იყო გაგზავნილი), ვგულისხმობ ჩვეულებრივ, ხელისუფლების წინააღმდეგ გაგზავნილ საჩივრებს. დღეს კი რაზე ვსაუბრობთ ციხეებთან დაკავშირებით? მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენი სპორტული ღონისძიება ტარდება ციხეებში, საუბრობდა, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ და არა მხოლოდ - მსჯავრდებულებს, რომლებიც ადმინისტრაციის შეფასებით, კარგად იქცევიან. დღეს ვსაუბრობთ, რამდენი კულტურული ღონისძიება ტარდება ციხეებში, როგორი დასაქმების პირობებია პატიმრებისთვის და როგორ იყიდება მათი ნაწარმი მთელი ქვეყნის მასშტაბით; რესოციალიზაციის რა პირობებია და ა.შ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რათა პატიმრების რაოდენობა საშუალო ევროპულ სტანდარტს მივუახლოვოთ და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ნამდვილად არ არის მისაღები ის სტანდარტი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დამკვიდრებული - ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყოველ 100 000 პატიმარზე 600-700 ადამიანი იხდის სასჯელს და ეს მათთან არის ჩვეულებრივი ამბავი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2026, 02:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ ირანზე თავდასხმას განაახლებს, თუ შეთანხმება ჩვენთვის მისაღები არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანზე სამხედრო იერიშებს იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ მორიგდებიან.

29 მაისი 2026, 02:41

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე

აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 მაისი 2026, 01:00

მსოფლიო

კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ დადებითად უნდა უპასუხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ, რათა უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ესკალაციისა და დაბომბვებისგან დაიცვას.

დავით ლორთქიფანიძე

29 მაისი 2026, 00:15

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც

სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძე

29 მაისი 2026, 00:05

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის აქციაზე: 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში

26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ, რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას.

დავით ლორთქიფანიძე

28 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ

პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 მაისი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა

კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 მაისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს

„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

პეტერ მადიარი მარკ რუტე

28 მაისი 2026, 23:34

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის

ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

ირაკლი ქადაგაშვილი

28 მაისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება

ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.

28 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის

პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

28 მაისი 2026, 22:35

რეგიონი

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 22:31

მსოფლიო

კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

28 მაისი 2026, 22:16

სპორტი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.