imedi /  11 დეკემბერი 2023, 12:33 / სანდო წყარო

ოთარ შამუგია დუბაიში ჩეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს პეტრ ჰლადიკს შეხვდა.

გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

როგორც ოთარ შამუგიამ ჩეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

„მრავალი წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩეხეთის მხარესთან, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაცულ ტერიტორიებზე მღვიმეების კვლევისა და განვითარების მიმართულებით. გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 28) ფარგლებში შეხვედრა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად დინამიკურ განვითარებას”, - განაცხადა შამუგიამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია. სულ რამდენიმე დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის. გვქონდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც აისახა გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში; პროგრესი სათანადოდ იქნა შეფასებული ევროკავშირის მხრიდან”, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა აღნიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით სათანამშრომლოდ.

„ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსა და ჩეხეთის თანამშრომლობით განსაკუთრებით ახალი დაცული ტერიტორიების პროექტების ფარგლებში. ჩვენ ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს დაახლოებას ევროპის კავშირთან და იმ გზას, რომელიც მან უნდა განვლოს მომავალში, რათა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. მართალია, მნიშვნელოვანია გაგაჩნდეს შესაბამისი კანონმდებლობა, იზიარებდე პრინციპებს, ასევე, უერთდებოდე ევროკავშირის მრავალ საერთო მიზანს, თუმცა, გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია თავად ის გზა, რომელიც საქართველომ განვლო ამ დაახლოების პროცესში და ჩვენ გვახარებს ეს მიღწეული შედეგი”, - განაცხადა ჰლადიკმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვის მიზნით, ოთარ შამუგია ჩეხეთში მიიწვია.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.