imedi /  14 დეკემბერი 2023, 22:57 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ჩვენთვის მიუღებელია, როცა ვინმე საქართველოს უპირისპირდება - ჩვენ ეს დამოკიდებულება დავამარცხეთ და დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

არ ველით რომ რადიკალური ოპოზიცია ხვალიდან სხვანაირი გახდება და შეიცვლის თავის არსს და თავის სამოქმედო გეგმას, მაგრამ ერთი რამის მჯერა, რომ ჩვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ იმ ადამიანებსაც კი უხარიათ, რომლებსაც თავისი ქვეყანა მართლა უყვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს მიუღებლობა კრიტიკულ აზრთან, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, როცა ვინმე უპირისპირდება საქართველოს, ვინც საქართველოს ოპოზიციაშია და არა ხელისუფლების. ჩვენ ეს დამოკიდებულება დავამარცხეთ და საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:13

პოლიტიკა

პრემიერი: პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განათლების სფეროშიც გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები, რომ იყოს მეტი კავშირი შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სტუდენტების მიღებას შორის, ამ კუთხით პროფესიული განათლების სისტემის გადააზრებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:12

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მისივე თქმით, სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის უნდა დაისახოს სათანადო გეგმა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ფასნამატი, რომელიც დღეს არის მაღალი, 86%, შეიძლება არსებითად შემცირდეს

ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:07

პოლიტიკა

პრემიერი: შეგიძლიათ, წახვიდეთ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ უბანში, სადაც პრაქტიკულად ღიად იყიდებოდა ნარკოტიკები და იმ უბანში თქვენ ნარკოტიკს ვეღარ იყიდით, 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით

რაც შეეხება ანტინარკოტიკულ პოლიტიკას. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მონაცემები - 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, რეალიზაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება, უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის

უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის, შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:05

პოლიტიკა

პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

რომ შევხედოთ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით.

26 ივნისი 2026, 19:01

მსოფლიო

უფლებადამცველი ორგანიზაციები ნატოს გენერალურ მდივანს ანკარის სამიტზე მედიისთვის აკრედიტაციის შეზღუდვის გამო მიმართავენ

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) და პრესის თავისუფლების დამცველი 14 სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ღია წერილით მიმართავენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ დამოუკიდებელი თურქული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის გამო.

საბა ჭიკაიძე

26 ივნისი 2026, 19:01

საზოგადოება

დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება

ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, - განაცხადა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც „იუთუბერები“ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთავარი შედეგი, რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში, ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას

მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა ამ ქვეყანაში, ჩვენ შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

26 ივნისი 2026, 18:58

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო

დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი - რომ საქართველო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

ანა აბულაძე

26 ივნისი 2026, 18:54

პოლიტიკა

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა

ანა აბულაძე 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე

20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2023 წელს, 2024-ში ორჯერ და 2025-ში. ზუსტად იდენტური შტურმი იყო ოთხ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში საჭირო არ გამხდარა რეზინის ტყვიების გამოყენება, თან იმ ფორმით, რომ თვალები დაეკარგათ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის თქვენი თავმჯდომარის სირცხვილი და მთლიანად თქვენი პარტიის სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ კითხვაზე პასუხისას.

26 ივნისი 2026, 18:50

პოლიტიკა

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ, დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ნატალია კორძაია

26 ივნისი 2026, 18:46

პოლიტიკა

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა

ნატალია კორძაიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 ივნისი 2026, 18:45

მსოფლიო

POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების საბაბად იყენებს, - წერს გამოცემა POLITICO.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 18:44

პოლიტიკა

პრემიერი ფასებზე: იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, იანვარში გვქონდა მაღალი ინფლაცია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, დაახლოებით 2.5%, რაც ერთი თვისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თებერვლიდან მოვახერხეთ ფასების ზრდის პროცესის, ინფლაციის დასტაბილურება

რაც შეეხება ფასების ზრდას. საბოლოო ჯამში, იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ იანვარში იყო დაახლოებით 2.5% ინფლაცია დეკემბერთან შედარებით.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

26 ივნისი 2026, 18:41

საზოგადოება

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა. ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე, ეს დაცინვის თემა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა

მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „კვირასთან“ იუთუბერების იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას, როდესაც მონაწილეები ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.

ლიზა გეგეჭკორი

26 ივნისი 2026, 18:37

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ, დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მოღალატე გახარიას ქვეშევრდომი", შარმანაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის. როგორც ის აღნიშნავს, სიჭინავასგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, გიორგი გახარიას თანაპარტიელი არ შეიძლება სხვანაირი იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: ბიუჯეტი როდესაც იზრდება 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი და როდესაც ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

თორნიკე ჭეიშვილი

26 ივნისი 2026, 18:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: საზოგადოება ამ კუთხით ძალიან კარგად არის შეიარაღებული, პირველ ყოვლისა, სიმართლით, რომ იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზნებს ემსახურება ასეთი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული დოკუმენტები თუ განცხადებები

სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა სავალდებულო, მეორე მხრივ, აქვთ იმის იმედი და ერთგვარი განცდა, რომ იქნებ, როგორღაც ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, ამ შანტაჟმა და შანტაჟის ინსტრუმენტებმა იმუშაოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე საუბრისას.