23 იანვარი 2024, 16:02 / სანდო წყარო

შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენ ხართ პოლიტიკურად დაშლილები. მოთოკეთ ნერვები და დაელოდეთ არჩევნებს

შალვა ოგბაიძე

შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად დაშლილია და მათთვის ყველაფერი მიუღებელია, რაც კეთდება.

„პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს საკითხი, ყველაფერი რაც კეთდება, მიუღებელია. აი, მაგალითად, მშენებლობა არის მიუღებელი, აღმშენებლობა არის მიუღებელი, გზების გაკეთება მიუღებელია. მათთვის ქველმოქმედებაც მიუღებელია.

ამდენი სიკეთე გაკეთდა ფონდ „ქართუს“ მიერ და ამის მიუხედავად, ოპოზიციისთვის ყველაფერი მიუღებელია. გაიძახით ტენდერებს რატომ აცხადებთ, ხელშეკრულებას რატომ უწყვეტთ. სააკაშვილი რომ ყოფილიყო, გააყიდვინებდა ქონებას. ამას ხომ არ ვიზამთ, თქვენ ხომ არ დაგემსგავსებით.

საქმე ის არის, რომ თქვენი პარტია დაიშალა, თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურად დაშლილები. მოთოკეთ ნერვები და დაელოდეთ არჩევნებს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა, ერთ-ერთ საკითხად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 82 ათასი კვ.მ ფართობზე მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

14 მარტი 2026, 21:42

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა ობოლაძეს: თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც

თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა ობოლაძის განცხადების პასუხად. „სანქციების საკითხი, რომ განვმარტოთ, ვინ ითხოვდა და ვინ არა. ვინ ითხოვდა და დღემდე ვინ ითხოვს დოკუმენტებშია ჩამოთვლილი, მათ შორის ყველაზე ბოლოს ევროპული საბჭოს დოკუმენტშიც კი არის ნახსენები, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს იმიტომ, რომ იყოს სრულ თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ამიტომ თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც“, - განაცხადა სამხარაძემ.

14 მარტი 2026, 21:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს მექანიზმი დააინიციირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად

„მოსკოვის მექანიზმი“ დააინიციირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

14 მარტი 2026, 21:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე. თუნდაც „იმედზე“ თავდასხმა ლონდონის მხრიდან, ამის კარგი დასტურია

ეგ კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას და ისინი მოგვიყვებიან თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების პასუხად.

ნიკა ობოლაძე

14 მარტი 2026, 21:22

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ყველა მტერიაო, როგორ შეიძლება, ყველა მტერი იყოს?

როგორც სომხეთისთვის, რომელსაც გიუმრის ბაზა აქვს, სადაც ახლა ამერიკული ინვესტიციები ხორციელდება, არავის მოუთხოვია ომის დაწყება და ცეცხლის გახსნა, ისე არ მოუთხოვიათ საქართველოსთვის არავის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 21:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს: იმ პარტნიორობას, რომელსაც თქვენ სუვერენიტეტის გარანტს და ცივილიზაციურ კავშირს ეძახით, სინამდვილეში ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან მოყვა გაგება, როგორც დაქვემდებარება

„ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებს გვიყალბებდნენ პარალელური დათვლით, ფაქტია რომ ამაში ჩართული იყო „იუესაიდი“-ს დაფინანსება, ფაქტია, რომ 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი გარე ძალებმა შემოგვიპარეს საქართველოში, ფაქტია, 2022 წელს გვითრევდნენ ომში, აი ეს იყო დასაწყისი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

14 მარტი 2026, 21:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია

მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

14 მარტი 2026, 21:03

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?

ერთადერთი გზა, რომელიც მე მეჩვენება, რომ „ქართული ოცნების ინტერესში უნდა იყოს, ეს არის ვაშინგტონთან სიტუაციის დალაგება, ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან? - ეს კითხვები ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების მისამართით დასვა. მისივე თქმით, დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი [ბიუროკრატია] არის გენერატორი დაავადებების.

დავით დარჩიაშვილი

14 მარტი 2026, 21:00

პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი „იმედის“ დებატებში: იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე-არ მოვიდე

ჩვენ იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ დილემა იყო აქ მოვიდე-არ მოვიდა, არა იმიტომ რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან მაგდასთან, რომელსაც წლებია ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით სანქცირებულია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 20:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები

„ჩვენ არ უნდა მოვერგოთ, ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის ჩვენი ინტერესები და ასე ვესაუბროთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის იდეოლოგიური ლოიალობის ტესტი. ჩვენი ღირებულებები არ იტესტება სხვაგან, ჩვენი ღირებულებები ჩვენია და იტესტება ჩვენთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

14 მარტი 2026, 20:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პატრიცია გჟებიკზე: ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა

ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პატრიცია გჟებიკზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 20:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დავით დარჩიაშვილს: თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი?

თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი? თქვენ თქვით, ბოლო ფრაზა რაც იყო, რომ ის ცენტრები, რომლებიც არსებობს და რომელთა მიმართაც პატივისცემა გაქვთ, თქვენ ზომავთ საქართველოს მთავრობას იმით თუ რა ურთიერთობა აქვს ამ ცენტრებთან, სწორედ ამის საპირისპიროს ვამბობთ ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით დარჩიაშვილის განცხადების პასუხად. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იზომებოდეს არა იმით, რომელ ცენტრებთან რა ურთიერთობა არსებობს, არამედ უპირველეს ყოვლისა იმით თუ რა ეროვნული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოს. “ჩვენთან არის არევა მიზეზისა და შედეგისა. უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და ამაზე დაფუძნებით საერთაშორისო პარტნიორობის დამყარებაზე. თუ კი ვთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რა ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს ქვეყანასთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენგან ითხოვს მაგალითად, კონფრონტაციაში შესვლას რუსეთთან. განმსაზღვრელია ჩვენი ეროვნული მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა ვისწრაფოთ შესაბამისი ცენტრებისაკენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 20:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით - გვაახლოებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის თეორიული დისკუსია საერთაშორისო ურთიერთობებზე, საგარეო პოლიტიკა ეს არის ქვეყნის ინსტრუმენტი, რომლითაც ის იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

14 მარტი 2026, 20:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს

ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

14 მარტი 2026, 19:02

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ანა ფაჩუაშვილი

14 მარტი 2026, 19:00

საზოგადოება

ანა ფაჩუაშვილი: არაერთი ეფექტური მექანიზმი შევქმენით - შემაკავებელი ორდერი, რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ელექტრონული ზედამხედველობა, ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მოძალადეებს ვაკონტროლებთ და ძალადობის პრევენციას ვახდენთ

ოჯახში ძალადობა სხვაგვარი სოციალური მოვლენაა. ეს ხდება ძირითადად ოჯახში, ვიწრო წრეში და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობა ორ ადამიანს შორისაა, მას ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს სხვა, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

დავით ქართველიშვილი

14 მარტი 2026, 18:59

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა

შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს - არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მოახლოებულ მინისტერიალზე.

ანა ფაჩუაშვილი

14 მარტი 2026, 18:39

პოლიტიკა

ანა ფაჩუაშვილი ქალთა უსაფრთხოების შესახებ კვლევაზე: შედეგები, რაც კვლევამ აჩვენა დაკავშირებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების იმ სისტემასთან, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. როგოც მან აღნიშნა, შსს არის ის პირველი უწყება, რომელიც ზრუნავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი ქვეყანაში დაცული იყოს.

14 მარტი 2026, 18:32

მსოფლიო

ძარცვა ამერიკულად - კალიფორნიის შტატში რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა საიუველირო მაღაზია ზუსტად ერთ წუთში მთლიანად გაძარცვა

ძარცვა ამერიკულად - კალიფორნიის შტატში რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა, საიუველირო მაღაზია ზუსტად ერთ წუთში მთლიანად გაძარცვა. მათ 1 მილიონ 700 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო და ბრილიანტი მითვისეს. რეკორდულად სწრაფი ძარცვის კადრები ფედერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა. გამოძიების შედეგად სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს. დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.

რევაზ სოხაძე

14 მარტი 2026, 18:27

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო

ქვემო ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო სამსახური ახორციელებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათ შორისაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, საგზაო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლებიც რეგიონში აქტიურად ხორციელდება.

გიორგი სოსიაშვილი

14 მარტი 2026, 18:26

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას - გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, „თინა ტაივანელის" განცხადებები

ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რადიკალებს, რომლებმაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რა განცხადებები გააკეთეს - ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან - რას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, „იმედის" ეთერში.