24 იანვარი 2024, 10:04 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“: კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, უნდა გასამართლდეს

კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, უნდა გასამართლდეს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, “ელიტური” კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან.

კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება. აგენტი იმთავითვე ხელს აწერს პირობას, რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, მათ შორის ისეთ დავალებასაც კი, რომლის შესრულებამაც ქვეყანა ომში და უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შეიძლება გახვიოს, ან, თუნდაც, სუვერენიტეტი სრულად დააკარგვინოს. ისინი ნებისმიერ დროს შეასრულებენ საქართველოს უკრაინიზაციის დავალებას და აქამდე შესრულებულიც ექნებოდათ, ხელისუფლებას სწორად და პრინციპულად რომ არ ემოქმედა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე რომ არ დაეცვა.

ცოტა ხნის წინ, გლობალურმა ომის პარტიამ ე.წ. „წამების პრევენციის კომიტეტს“ სააკაშვილზე დააწერინა, ვიდეოთვალთვალი მის ღირსებას ლახავდაო. იმ ფონზე, რომ სააკაშვილის მკვლელობაზე, წამებაზე, მოწამვლაზე და მსგავს სისულელეებზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს, ეს მცირე ჟესტი, ძირითადად, სხვა აგენტებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა აგენტებს უნდა დაენახათ, რომ პატრონები საკუთარ თანამშრომელს ბოლომდე არ წირავენ და მინიმუმ, ციხეში სრულიად უყურადღებოდ არ ტოვებენ.
ყველას გვახსოვს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ სააკაშვილის დასახსნელად, თავის დროზე, ლამის მთელი თავისი ევროპული აგენტურა ფეხზე დააყენა. ამ ხაზის გაგრძელება მათ ახლაც შეუძლიათ, თუმცა, ჩანს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია ახლა არა სააკაშვილზე, არამედ სხვა რამეზეა გათვლილი.

სააკაშვილის გათავისუფლება რომ უნდოდეთ, სალომე ზურაბიშვილს მას ნებისმიერ მომენტში შეაწყალებინებდნენ. თუმცა, ხედავენ, რომ ნაცმოძრაობა ღრმა კრიზისშია ჩაფლული და ჭაობიდან მას ვერც ბელადის გათავისუფლება ამოიყვანს. სააკაშვილით თუ მის გარეშე, ნაცმოძრაობა მაქსიმუმ 30-35 მანდატს მიიღებს პარლამენტში, ასეთ პირობებში კი, მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას იოლად მოიპოვებს.

შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს უფრო მეტად არა სააკაშვილზე, არამედ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სალომეს სააკაშვილს შეაწყალებინებენ, მას იმ მწირ რესურსსაც გააფლანგვინებენ, რომელიც დღეისათვის აქვს შეკოწიწებული.

სალომესა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს. თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში - სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ ჯერჯერობით ბალანსს იცავს, სააკაშვილის არარსებულ ღირსებაზე საუბრობს და შეწყალების საკითხს ღიად ტოვებს. უფრო მაღალი ალბათობით, საბოლოოდ, არჩევანი მაინც სალომე-„ლელოს“ ალიანსზე შეჩერდება.

პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს. თუ ჩათვლიან, რომ მათ 5-პროცენტიანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ.

რამდენად შეძლებს „გლობალური ომის პარტია“ გამოცდილი ქართული საზოგადოების თვალში სალომეს, ხაზარაძის, გვარამიას და მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენას, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ 2016, 2020 და 2021 წლებში მათ შუაშისტის სახელი ვერც ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, ვერც ხაზარაძის „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას მიაწებეს. დიდი ალბათობით, ფსევდოშუაშისტური გაერთიანების წარმატების მორიგი მცდელობაც წარუმატებლობით დასრულდება. მთავარია, საზოგადოება ყველაფერს გულდასმით დააკვირდეს, რომ ვერცერთმა ფსევდოშუაშისტურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2026, 00:01

სპორტი

სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 23:56

რეგიონი

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 23:42

სპორტი

ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.

11 აგვისტო 2026, 23:12

მსოფლიო

უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს

პოლონეთში მყოფი უკრაინელები აგრესიის ფაქტებზე პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ, ევროკომისია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ პასუხში „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე.

11 აგვისტო 2026, 22:58

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია

გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.

11 აგვისტო 2026, 22:45

მსოფლიო

Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.

11 აგვისტო 2026, 22:39

სპორტი

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ზურაბ შამუგია

11 აგვისტო 2026, 22:24

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს

უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 22:20

მსოფლიო

ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.

11 აგვისტო 2026, 21:57

სპორტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

11 აგვისტო 2026, 21:48

საზოგადოება

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.

11 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.

11 აგვისტო 2026, 21:27

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

11 აგვისტო 2026, 21:17

სამართალი

საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

11 აგვისტო 2026, 21:04

მსოფლიო

მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო

ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.

11 აგვისტო 2026, 21:00

ჯანდაცვა

სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ხელახალი დაბადება“ - ასე შეფასდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.

11 აგვისტო 2026, 20:56

პოლიტიკა

მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება.

მარკო რუბიო

11 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება

დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს - გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

11 აგვისტო 2026, 20:42

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი. გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება გრძელდება. რას ამბობენ აფხაზეთის ომის ვეტერანები? „ქრონიკის“ სიუჟეტი

გია ბარამიძე ნათქვამს არ ნანობს და მეხუთედ იმეორებს იმას, რასაც აფხაზეთის ომის ვეტერანები და მებრძოლები ღალატს და შეურაცხყოფას უწოდებენ. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება.

11 აგვისტო 2026, 20:36

პოლიტიკა

შეკვეთილი რუსოფობია. ფაქტები წლების მიხედვით, თავის მართლების მცდელობა და პოლიტიკური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ განსჯის საგანია ოპოზიციის და არამხოლოდ პოლიტიკოსების შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით. საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა, ბევრისთვის თავსატეხად იქცა.