imedi /  24 იანვარი 2024, 11:06 / სანდო წყარო

სოზარ სუბარმა ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რის გამოც „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე მედიასთან საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ვრცლად ისაუბრა. მან დეტალურად ჩამოთვალა, რა დანაშაული მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში და რატომ ითხოვს "ხალხის ძალა" მის გასამართლებას.

„პირდაპირ ჩამოვთვლი იმ პუნქტებს, რომლებიც გამოსაძიებელია და ეს მათი დანაშაულების მხოლოდ მცირე ნაწილია: რატომ მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2006 წელს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა (რომელიც თავის დროზე გააუქმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ)? რატომ შეუერთეს ახალგორის რაიონი ცხინვალის რეგიონს, მაშინ როცა მანამდე იგი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა? რატომ ჩაატარეს ამ, დე-ფაქტო აღდგენილ რეგიონში, აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები და ამ ნაბიჯებით რატომ მოუხაზეს რუსეთს ის საზღვრები, რომლის ოკუპაციაც მოგვიანებით მან მოახდინა? რატომ დაარქვეს კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი? რატომ შეიყვანეს 2006 წელს კოდორში იმ რაოდენობის ჯარი და რატომ შეიტანეს იმ რაოდენობის და ისეთი სახეობის სამხედრო ტექნიკა, რისი უფლებაც არ გვქონდა მოსკოვის ხელშეკრულებით? რატომ დააპატიმრეს ხეობის გმირი დამცველები და ამით ხელი რატომ შეუწყვეს კოდორის ხეობის ოკუპაციას? კოდორის ხეობაში ამ სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, 2006 წლის ოქტომბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია #1716, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ საქართველომ დაარღვია მოსკოვის ხელშეკრულება, რითაც ხელ-ფეხი კიდევ უფრო მეტად გაუხსნეს რუსეთის აგრესიას საქართველოში.

მიუხედავად ზემოთქმულისა, რადგან ჯარი შეიყვანეს, რატომ არ გაუწიეს წინააღმდეგობა აგრესორს, როდესაც დაიწყო კოდორის ხეობის ოკუპაცია? რატომ გამოიყვანეს ჯარი უბრძოლველად, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ელოდებოდათ საფრთხე, რატომ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა როგორც კოდორის ხეობაში, ისე ფრონეს, ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში? რატომ ეუბნებოდნენ ადგილობრივებს, რომ დარჩენილიყვნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ასეულობით ადამიანის სიკვდილი მშვიდობიან მოსახლეობაში? ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელსაც სჭირდება გამოძიება. რატომ გადამალეს მტკიცებულებები, რომ რუსეთი იყენებდა აკრძალულ იარაღს (ეს იარაღი იყო, მაგალითად, ე.წ.კასეტური ბომბები, მათ შორის, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები)? ამ მტკიცებულებების მოპოვებას რამდენიმე წელი დაგვჭირდა და ეს რომ არ მოგვეპოვებინა, ჩვენ წავაგებდით როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ისე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც. 2008 წლის ოქტომბერში ნაციონალურმა მოძრაობამ რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ს, რომლითაც ქართულ ჯარს დააბრალა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს - საომარი მოქმედებების დაწყება? კიდევ ერთი ფაქტი: უკრაინაში თავის დროზე დაწყებული იყო გამოძიება და საერთაშორისო პრესაში არაერთი წერილი დაიწერა იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მონაწილეობდა იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდაში.

ამავე კონტექსტში არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უკრაინისგან შეიძინა უვარგისი იარაღი, რომელშიც გადაიხადა რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტი. მოგვიანებით ეს იარაღი ჩამოიწერა 2008 წლის ომში და ამით გახდა მილიარდერი კეზერაშვილი. 2008 წლის ომის კონტექსტში აუცილებელია ამ ფაქტის გამოძიება. ეს არის მცირე ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ვითხოვთ 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულთა გამოძიებას," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ „ლელოს“, ვაშაძე - გახარიას პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გასამართლებას ითხოვს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2026, 00:32

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.

12 აგვისტო 2026, 00:12

საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დიდგორობას ულოცავენ.

12 აგვისტო 2026, 00:01

სპორტი

სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 23:56

რეგიონი

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 23:42

სპორტი

ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.

11 აგვისტო 2026, 23:12

მსოფლიო

უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს

პოლონეთში მყოფი უკრაინელები აგრესიის ფაქტებზე პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ, ევროკომისია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ პასუხში „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე.

11 აგვისტო 2026, 22:58

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია

გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.

11 აგვისტო 2026, 22:45

მსოფლიო

Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.

11 აგვისტო 2026, 22:39

სპორტი

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ზურაბ შამუგია

11 აგვისტო 2026, 22:24

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს

უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 22:20

მსოფლიო

ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.

11 აგვისტო 2026, 21:57

სპორტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

11 აგვისტო 2026, 21:48

საზოგადოება

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.

11 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.

11 აგვისტო 2026, 21:27

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

11 აგვისტო 2026, 21:17

სამართალი

საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

11 აგვისტო 2026, 21:04

მსოფლიო

მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო

ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.

11 აგვისტო 2026, 21:00

ჯანდაცვა

სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ხელახალი დაბადება“ - ასე შეფასდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.

11 აგვისტო 2026, 20:56

პოლიტიკა

მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება.

მარკო რუბიო

11 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება

დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს - გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.