22 თებერვალი 2024, 14:44 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშთან ერთად შეაჯამა ამ მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით განვითარებული პროცესები, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის თავის გართმევა მოუხდა, მათ შორისაა: პანდემია, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიით გამოწვეულ საფრთხეები და ოპოზიციის რადიკალიზაცია.

შალვა პაპუაშვილმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საზოგადოებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში, რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - საზედამხედველო საქმიანობა.

შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა.

„ამავე დროს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმის გამოვლინებითაა დაკავებული, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.

„ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვამაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლობიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული.

ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომელიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს.

„სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა.

დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება.

ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს.

სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს უპირველესი ინტერესი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, სახალხო დამცველი, საქართველოს საპატრიარქოსა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

შაკო კუჭაშვილი

23 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: ბავშვების თემას ამოფარებულ „დაიცავი ილიაუნის“ „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს. უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება - საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე, არადა, ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის. მაშინ, რასთან გვაქვს საქმე?

ბავშვების თემას ამოფარებული „დაიცავი ილიაუნი“ რაც არის, ალბათ, სახელიც გეუბნებათ. უბრალოდ დავამატებდი, რომ ამ ორგანიზაციას გვარამიას "ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

თორნიკე ჭეიშვილი

23 მაისი 2026, 20:43

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმეში შემოდის სიძულვილის ენა, იქ ჯანსაღი დისკუსიის ადგილი სულ უფრო იკვეცება

როდესაც საქმეში შემოდის სიძულვილის ენა, იქ ჯანსაღი დისკუსიის ადგილი სულ უფრო იკვეცება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა. დეპუტატის თქმით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების მიზანი უპირველესად არის ის, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის საკმაოდ მწვავე ფორმებით გამოხატული.

ბექა ძამაშვილი

23 მაისი 2026, 20:34

სამართალი

ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა. ძამაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებით, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

თორნიკე ჭეიშვილი

23 მაისი 2026, 20:27

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე: ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს აზრის, მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე

სიძულვილის ენასთან ბრძოლა გამოწვევაა მთელი თანამედროვე კაცობრიობისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა. მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ამ პრობლემამ მწვავე ხასიათი მიიღო.

შიო მესამე

23 მაისი 2026, 19:24

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება

„ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში“.

23 მაისი 2026, 19:23

სპორტი

ქართველი ცხენოსნები ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელსაც 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით არის წარმოდგენილი. ქართველმა ცხენოსნებმა მაყურებლის წინაშე შეასრულეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორებიცაა - ცხენბურთი და ყაბახი.

ეკა სეფაშვილი

23 მაისი 2026, 19:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარკვეული გლობალური პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ ნებისმიერი ძალა და საბაბი, რათა შელახონ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და დააზიანონ ქვეყნის იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ

„ეს ყველაფერი იმ დიდი გლობალური თამაშის ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველოს წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი საბაბი ქვეყნის იმიჯისა და ხელისუფლების რეპუტაციის დასაზიანებლად,“ - აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები მოქმედებს და გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ“.

ეკა სეფაშვილი

23 მაისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა, ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ის ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ბოლოდროინდელ განცხადებებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფიშერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველო-გერმანიის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა, ხოლო ის, რომ ფიშერი „უკბილოდ“ ხუმრობს „დიფ სთეითის“ შესახებ, მხოლოდ მისი მცდელობაა, თავი აარიდოს შეკითხვებს.

23 მაისი 2026, 18:50

სპორტი

ვეტერან კალათბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

შეჯიბრებაში საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდები მონაწილეობენ.

23 მაისი 2026, 18:38

მსოფლიო

New York Post: ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა

დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილ, ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას გამოცემა New York Postავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებულია ერაყის მოქალაქე, 32 წლის ბაკერ საად დავუდ ალ-საადი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობდა. მას ივანკა ტრამპის მოკვლით გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ეძია

23 მაისი 2026, 18:26

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: ბრიუსელმა შესაძლოა, ჩათვალოს, რომ საქართველოს გეოგრაფიულად პატარა ქვეყანაა, მაგრამ იმის მიხედვით, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეა, სწორედ თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე

ბრიუსელმა შესაძლოა, ჩათვალოს, რომ საქართველოს გეოგრაფიულად პატარა ქვეყანაა, მაგრამ იმის მიხედვით, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეა, სწორედ თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გიორგი ქაჯაია

23 მაისი 2026, 18:20

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია პეტერ ფიშერზე: ეს ადამიანი იქცა მხარედ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს თავისი განცხადებებით, მოწოდებებით მაშველი რგოლის ფუნქცია იკისროს რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში და ამით დააზიანოს გერმანია-საქართველოს ურთიერთობები

ეს ადამიანი იქცა მხარედ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს თავისი განცხადებებით, მოწოდებებით მაშველი რგოლის ფუნქცია იკისროს რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში და ამით დააზიანოს გერმანია-საქართველოს ურთიერთობები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ გერმანიის ელჩზე საუბრისას.

ეკა სეფაშვილი

23 მაისი 2026, 18:05

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები

„ის, რომ თავიანთ ქვეყნებში მშვიდობიანი მიტინგის დარბევებისადმი ძალიან ლოიალური არიან და ჩვეულებრივ გამოხატულებად მიიჩნევენ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, როდესაც აქციას აშკარად ძალადობრივი ხასიათი აქვს, არა მარტო გმობენ და არა მხოლოდ სიჩუმეს ინარჩუნებენ ასეთი ღონისძიებების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით, არამედ ამის ხელშემწყობ ღონისძიებებსაც აფინანსებენ. ამას საერთო არაფერი აქვს ღირებულებებთან, იმ ქრისტიანულ ფასეულობებთან, რომელსაც ემყარება ჩვენი სახელმწიფო და რომელზედაც აშენდა ევროკავშირი“.

23 მაისი 2026, 17:39

მსოფლიო

მედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა

ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით „აზერ ნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალ რეისზე ბაქოში 400-ზე მეტი, თბილისში კი 500-ზე მეტი ბილეთი შეიძინეს. მაღალი მოთხოვნის გამო სარკინიგზო კომპანიამ ბაქოდან გამსვლელი პირველი მატარებელის ვაგონი დაამატა.

ირაკლი ზარქუა

23 მაისი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს. მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს

„ამ რადიკალებში, ზოგიერთი მავანი ცდილობს პროვოკაციები მოახდინოს. კიდევ ერთხელ, ყველას ვაფრთხილებ - საქართველო, როგორც არასდროს ისე არის აქცენტირებული და შესაბამისი სტრუქტურები იმ ხელსაწყოებით, იმ მიდგომებითა და კანონმდებლობით, რომ კანონის დარღვევა აღკვეთონ. მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი ფხაკაძე

23 მაისი 2026, 17:30

ჯანდაცვა

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე: მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო European Medicines Agency-მ (EMA) მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, წარმოადგენს ექსპერიმენტულ/საცდელ გენურ თერაპიას

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო ევროპულმა წამლების სააგენტომ მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, არის ექსპერიმენტული საცდელი და იმის კვლევა, შეუძლია, თუ არა გარკვეულ პაციენტებში სიმპტომების ნაწილობრივი შემსუბუქება ან დაავადების პროგრესირების შენელება.

23 მაისი 2026, 17:26

საზოგადოება

რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

გიორგი ვოლსკი

23 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: 4 ოქტომბრიდან მოყოლებული არ ჰქონიათ ისეთი დიდი აქცია, რომელიც დამფინანსებლებსა და მათ პოლიტიკურ კურატორებს გარკვეულ კმაყოფილებას მოუტანდა - დიდი ხანია თავი არ გამოუჩენიათ რაიმე ბოროტებით და 26 მაისი სწორედ ამიტომ შეარჩიეს

„4 ოქტომბრიდან მოყოლებული არ ჰქონიათ ისეთი დიდი აქცია, რომელიც დამფინანსებლებსა და მათ პოლიტიკურ კურატორებს მოუტანდა გარკვეულ კმაყოფილებას. დიდი ხანია თავი არ გამოუჩენიათ რაიმე ბოროტებით და 26 მაისი შეარჩიეს სწორედ ამიტომ. შანსი ვერ ექნება გაერთიანებას, რომელსაც თავად აქვს სისხლში გასვრილი ხელები და ცდილობენ როგორმე თავისი სისხლი თუ წყალი გადმოგესხას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ლევან ახობაძე

23 მაისი 2026, 17:08

სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე.

23 მაისი 2026, 17:05

საზოგადოება

აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.