შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ რაზე უნდა ილაპარაკონ - ოლიგარქია, მიტაცება, კლანი - ეს სიტყვები მათი ტერმინოლოგიიდან ამოვარდა და სოციალური საკითხები შემოვიდა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოლიგარქია, მიტაცება, კლანი - ეს სიტყვები ოპოზიციის ტერმინოლოგიიდან უცებ ამოვარდა და მათ ტერმინოლოგიაში პირველად შემოვიდა სოციალური საკითხები, განათლება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიცია მიხვდა ხალხს რა სჭირდება. მიხვდნენ, რომ ის თემები, რომლითაც ცდილობდნენ გარკვეული მღელვარებები შეექმნათ, სინამდვილეში საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არარელევანტურია. არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ რაზე უნდა ილაპარაკონ. რასაც ახლა ოპოზიცია ლაპარაკობს, ამას „ქართული ოცნება“ წლებია აკეთებს. როდესაც საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს მხარს უჭერდა, მაშინ უნდა ყოფილიყვნენ ყურადღებით. დღეს პარლამენტში ახსენეს ბავშვები. ბავშვი - ეს ტერმინი მათთვის არც კი არსებობდა. მაშინ მათთვის არაფერი რელევანტური არ იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

24 მარტი 2025, 17:25
მსოფლიო
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ის და ილონ მასკი მემარცხენე კლასისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ
ტრამპი და მასკი, რადიკალური მემარცხენე კლასისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ - ამ სათაურის ვიდეოს საკუთარ სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზიარებს.

24 მარტი 2025, 17:22
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: საქართველოს შიდა საქმეებში ბრიუსელის ჩარევა მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან
ორმხრივი პარტნიორობა, თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში, ურთიერთობების სამომავლო გაღრმავება, ევროინტეგრაცია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

24 მარტი 2025, 17:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს: ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ - ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

24 მარტი 2025, 17:14
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

24 მარტი 2025, 17:11
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: თქვენ და თქვენისთანა „ცეხავიკები“, არა ნაკლები დამნაშავეები ხართ, ვიდრე თავად „რეკეტის“ დამგეგმავი და შემსრულებელი პერსონები
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კონკრეტულად კი „მაგნატის“ საქმის განხილვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

24 მარტი 2025, 17:10
ეკონომიკა
„Starring Georgia-მ“ გურიაში მეწარმეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარა
„Starring Georgia“ გურიის ადგილობრივი მეწარმეების გადამზადებას აგრძელებს. პროექტის „გურია მთავარ როლში” ეგიდით, 22 და 23 მარტს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართა რიგით მეორე ტრენინგი სახელწოდებით „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“.

24 მარტი 2025, 17:09
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხოელი თანამდებობის პირების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მედიასთან ეხმიანება.

24 მარტი 2025, 16:44
ეკონომიკა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა.

24 მარტი 2025, 16:34
სპორტი
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ქართული ფინალი შედგა
-70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი შეხვდნენ. გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

24 მარტი 2025, 16:24
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულება გაძლიერდა
ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

24 მარტი 2025, 16:21
რეგიონი
გორის მერიის დაფინანსებით, 4-თვიანი კურსის ფარგლებში, 30 მოსწავლე კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლის
გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 მარტი 2025, 16:12
საზოგადოება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო.

24 მარტი 2025, 15:56
მსოფლიო
მაიკ უოლცი: ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია.

24 მარტი 2025, 15:41
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა.

24 მარტი 2025, 15:41
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.

24 მარტი 2025, 15:36
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.

24 მარტი 2025, 15:25
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელი მაგალითია - ჩვენ ამას არ დავუშვებთ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

24 მარტი 2025, 15:19
საზოგადოება
საქართველოს პირველი არხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას
საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.

24 მარტი 2025, 15:11
მსოფლიო
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და აღნიშნა რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, პემ ბონდი „დემოკრატებს“ „ტესლაზე“ თავდასხმების წაქეზებაში ადანაშაულებს.

24 მარტი 2025, 15:07
პოლიტიკა
კახა კალაძე: ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა
„ცხადია, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება გარედან, საზოგადოების დაპირისპირებაც ფინანსდებოდა გარედან. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და საზოგადოებას ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.