მამუკა მდინარაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა.
„ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მით უმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ასეთ ადამიანებზე ზეწოლის, მათი შანტაჟის, პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების გამორჩეული ხელწერა იყო. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს. შემაშფოთებელია, რომ ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ზრდა კი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს პროპაგანდა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა.
2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.
წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
05 ოქტომბერი 2026, 00:40
სპორტი
კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს.
05 ოქტომბერი 2026, 00:28
სპორტი
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იუნგ ვეი იანგი დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2026, 00:10
პოლიტიკა
ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „იმედის კვირას“ ქარხნებისთვის ჩასაბარებელი საღვინე ყურძნის შაქრიანობასა და ამ მხრივ, მევენახეებისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2026, 23:37
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა
ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
04 ოქტომბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ
ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით
ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი „გეოპოლიტიკური ჯუჯაა“, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან
ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ ევროკავშირის რღვევაზე საუბრისას.
04 ოქტომბერი 2026, 23:15
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ - რჩევაა, დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ
მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას გააცნეს და რომ არ მოეწონათ, სწორედ ამის გამო მოხდა, ალბათ ამ კვლევის გვერდზე გადადება, - განუცხადა „იმედის კვირას“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.
04 ოქტომბერი 2026, 22:59
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის ჯილდო 32 მოქალაქეს გადასცა, რომელთა შორის ექიმები, მეცნიერები, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეები, პედაგოგები და ჟურნალისტები არიან.
04 ოქტომბერი 2026, 22:53
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2026, 22:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები
არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ IRI-ის კვლევაზე საუბრისას.
04 ოქტომბერი 2026, 22:20
პოლიტიკა
როგორ გეგმავენ პოლიტიკური ჯგუფები მევენახეების პროტესტის პროვოცირებას - სპეკულაციის ფასი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ყოველდღიურად ათასობით ტონა ყურძენი იკრიფება და შესაბამისად, ღვინის ქარხნებთან მევენახეთა ყურძნით დატვირთული მანქანების რიგებიცაა. ლაბორატორიული შემოწმება, შაქრიანობის გაზომვა და დოკუმენტაციის გაფორმება დროს მოითხოვს, რასაც ზოგჯერ, მევენახეების უკმაყოფილებაც ახლავს.
04 ოქტომბერი 2026, 22:11
პოლიტიკა
პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს
პატიმარ გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე, "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბევრი კარგი რამ გაუკეთა - ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა და საერთაშორისო არენაზე წარმატებები მოიპოვა.
04 ოქტომბერი 2026, 22:00
პოლიტიკა
პოლიტიკურად განულებულები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
რადიკალები იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, საკუთარი დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებსაც კი ვეღარ აკორექტირებენ.
04 ოქტომბერი 2026, 21:40
პოლიტიკა
ყველაფერი ისტორიულ თარიღზე, საიდანაც ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება - გამარჯვების 14 წელი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
გულწრფელად გეტყვით, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება და ქართველი ხალხის მტკიცე და გაბედული ნაბიჯი, სად ვიქნებოდით ახლა! ეს არხი რომ არ იარსებებდა, ზუსტად ვიცი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 21:28
პოლიტიკა
ერთი წელი ვერშემდგარი დამხობიდან. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ერთი წლის წინ, ამ დროს ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული - გარე დავალებების შემსრულებლები პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
04 ოქტომბერი 2026, 21:24
საზოგადოება
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა.
04 ოქტომბერი 2026, 21:12
პოლიტიკა
სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გასული წლის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის აშკარა მცდელობას.
04 ოქტომბერი 2026, 21:08
საზოგადოება
„მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“ - დედაქალაქის მერი საპატიო თბილისელებს
„თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული - თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ.
04 ოქტომბერი 2026, 21:03
პოლიტიკა
„მორიგ უნიჭო სცენართან გვაქვს საქმე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების 14 წლის თავზე, რადიკალები და მათი გარე პატრონები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთურ რეალობას შორის“ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
როგორი იყო საქართველოს რეალობა მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე? - შიში, ტერორი, ბიზნესრეკეტი, ტოტალური მოსმენები, ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, თავისუფალი სიტყვისა და მედიის ბოლომდე ჩახშობის მცდელობა, შეკერილი საქმეები, ჯოჯოხეთად ქცეული ციხეები, ყალბი აღიარების მისაღებად სასტიკად ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.


