პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია/არქივი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამით ხსნის.
„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას“, - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რისთვისაც მას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც საჭიროა კანონპროექტის მიღებად (76 ხმა).
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 17:59
საზოგადოება
გიორგი გაბუნია: უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ
მაშინ, როდესაც 2003 წლის ბოლოს საქართველოში მოხდა რევოლუცია და აგენტურა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მთელი ქვეყანა მათი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების გატანა. სწორედ ამ პერიოდში პირველად მოუსინჯეს კბილი ეკლესიასაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
26 მარტი 2026, 17:58
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა
„მინდა, მთელი საქართველოს და პირველ რიგში ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა, რომ ის, რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობებისაც, ის, რა ერთიანობაც აჩვენა ქართველმა ხალხმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ისეთივე ერთიანობა იქნება საქართველოს ეკლესიის გარშემო. ასეთივე ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა. ეს ნამდვილად ასე იქნება“, - განაცხადა გიორგობიანმა.
26 მარტი 2026, 17:53
მსოფლიო
AP: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ოლიმპიადაში მოანწილეობა აუკრძალა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების დაშვების ახალი პოლიტიკა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან. ინფორმაციას Asssociated Press-ი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 17:53
საზოგადოება
გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ამ დროისთვის, ბოთერაშვილის ქუჩაზე დაზიანების არეალში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, ასევე, გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილისი ენერჯი“ შეასრულებს.
26 მარტი 2026, 17:51
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: საქართველოში არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც უკვე მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას
ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია ვენახის ხარისხზე. ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის რეგულაცია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში.
26 მარტი 2026, 17:47
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 17:33
მსოფლიო
მარკ რუტე: გვჯერა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის შენარჩუნება ღირებულია
„საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტრაექტორიაზე. ცხადია ამ მხრივ ამ წუთას არსებობს შეშფოთების საფუძველი, თუმცა საჭიროა დიალოგი და დისკუსია. ჩვენი პოზიციაა, რომ უმჯობესია შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გვქონდეს ამ საკითხთა დისკუსიების შესაძლებლობა, ვიდრე ვთქვათ, რომ რაღაც არ მოგვწონს და ამის გამო ურთიერთობა სრულად გავწყვიტოთ“, - აღნიშნა რუტემ.
26 მარტი 2026, 17:25
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
26 მარტი 2026, 17:19
მსოფლიო
ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს.
26 მარტი 2026, 17:14
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ფერმერებს მოუწოდებს, მორწყვის განრიგი წინასწარ შეათანხმონ და მონიშნონ სასურველი პერიოდი. ამის საფუძველზე განისაზღვრება მორწყვის 4-პერიოდიანი ციკლი.
26 მარტი 2026, 17:14
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა.
26 მარტი 2026, 17:02
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას
„ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ამდენად, Plug and Play-ის მსგავსი გლობალური აქსელერატორის მონაწილეობა საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთი გამარჯვებული აქსელერატორის Plug and Play-ს აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიებაზე.
26 მარტი 2026, 16:58
მსოფლიო
მარკ რუტე: რუსეთი ნატოს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვან, პირდაპირ საფრთხედ რჩება.
26 მარტი 2026, 16:54
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი
საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი. ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც ის პირველ ლედებთან ერთად პირველ ქმრებს ახსენებს.
26 მარტი 2026, 16:46
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები. იმ ქვეყნებს კი, სადაც პრეზიდენტი ქალბატონია წარმოადგენდა მეუღლე, ქმარი. სწორედ ეს იგულისხმა ქვეყნის პირველმა ლედიმ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც ის პირველ ლედებთან ერთად პირველ ქმრებს ახსენებს.
26 მარტი 2026, 16:43
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა.
26 მარტი 2026, 16:21
მსოფლიო
აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია სახელწოდებით „შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა უკრაინის მთავრობის გეგმა, რომელიც ეხებოდა შეთქმულებას ბაიდენის მეორე ვადით ასარჩევად თანხების გადამისამართების მიზნით“.
26 მარტი 2026, 16:16
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება, სამელიორაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართული ფუნქციონირება. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
26 მარტი 2026, 16:09
მსოფლიო
ნატოს გენმდივანი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს
ნატოს მოკავშირეებმა 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს გადახედეს, თუმცა თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან წინ მიიწევს, - აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.
26 მარტი 2026, 16:07
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი
წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა - კანონმდებლებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის ხსოვნას.


