თეა წულუკიანი: სალომე ზურაბიშვილს სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებელის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა. მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ ის გამაერთიანებელი კი არა, მისდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებლის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ჩამოთვალა ყველა ის მცდელობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა დროს ჰქონდა, რათა საზოგადოებაში ფუნქცია ჰქონოდა.
„ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის უმძიმეს დღეში, ვინაიდან ის ასრულებს თავის მანდატს. რა თქმა უნდა, ის ხვდება, რომ მისი ეს უფლებამოსილების ვადა იყო წარუმატებელი. მან ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ - მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ ის გამაერთიანებელი კი არა, მისდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებლის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს. მას სურდა ყოფილიყო გარკვეულწილად, ქართული კულტურის პატრონი თუ დედა. ეს არ გამოუვიდა, რადგან ამას სხვა რაღაც, თუ რაღაცები სჭირდება. მას სურდა გარკვეულწილად, ყოფილიყო პედაგოგი, მასწავლებელი თუ ჭკუის დამრიგებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ესეც არ გამოუვიდა. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვისურვეთ მისი რჩევების მოსმენა, არამედ მას არ აღმოაჩნდა უნარი სწორი რჩევების მოცემის.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დადასტურებულად, შავით თეთრზე წერია, რომ მან დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი, რომლის არ დარღვევის გარანტიც არის თავად და თავადვე შეურაცხყო ეს ფუძემდებლური საკანონმდებლო ტექსტი - საქართველოს კონსტიტუცია და რეალურად ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს. რეალურად ასეთ რეპუტაცია შელახული ადამიანი, როგორც დღეს თავად უბრძანებია, დაასრულებს თავის მანდატს ბოლომდე. არ შეიძლება, რომ ეს ბოლო თვეები არ იყოს მისთვის მძიმე.
აღარაფერს ვიტყვი თითოეული ქართველისთვის იმ სრულიად ამორალურ განცხადებაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასაც ის არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მან იკადრა, გვაკადრა და საქართველოს აკადრა, როდესაც ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე ისე, იმგვარად და იმ სიტყვებით, რაც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მან ასევე ისაუბრა ზურაბიშვილთან ერთად რადიკალების საარჩევნოდ მოსალოდნელ განზრახვაზეც.
„ასე გრძლად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ვთქვა - მისგან აღარაფერია გასაკვირი. ის პირდაპირ არის და ალბათ, უფრო მეტად აღმოჩნდება რევოლუციურ მცდელობაში ჩართული. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გვესმის, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება არჩევნების რეალური შედეგი, აუცილებელია, მათ მოაწყონ დესტაბილიზაცია. სხვა მომავალს საკუთარი თავისთვის ვერ ხედავენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენული უფლება, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ (გვაქვს ამისთვის ყველა არგუმენტი და ლეგიტიმური საფუძველი) კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად ვიმუშაოთ. ისინი იბრძვიან დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის. შემდეგ ხალხი შეაფასებს, სამშობლოსთვის რა სჯობს“, - განაცხადა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 09:49
საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
13 აგვისტო 2026, 09:39
საზოგადოება
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
13 აგვისტო 2026, 09:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შორის დაპირისპირებაში.
13 აგვისტო 2026, 09:21
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა.
13 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.
13 აგვისტო 2026, 09:07
საზოგადოება
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.
13 აგვისტო 2026, 02:15
სპორტი
The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს
ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 აგვისტო 2026, 01:52
სპორტი
ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.
13 აგვისტო 2026, 01:05
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისური „ასტონ ვილა“ უეფას სუპერთასის მატჩში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. შეხვედრას ავსტრიულმა ზალცბურგმა უმასპინძლა.
13 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.
12 აგვისტო 2026, 22:49
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
12 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 22:27
სამართალი
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.
12 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 21:08
სპორტი
„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.
12 აგვისტო 2026, 20:50
სამართალი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები ხვალ განახლდება - რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
12 აგვისტო 2026, 20:42
ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა - სამუშაოებმა ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ხმელეთის შემდეგ უკვე წყალში გრძელდება, ეს პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. უკვე 2029 წელს კი მთავრობის ამოცანაა პირველი გემების მიღება.
12 აგვისტო 2026, 20:40
მსოფლიო
ტრამპი მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ: სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
12 აგვისტო 2026, 20:39
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება - რა სიახლეებს მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისათვის - საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არაერთ სიახლეს მოიცავს. შესაძლოა, ნასვამმა მძღოლმა ავტომობილის დაძვრა ვერ შეძლოს და შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი ყველა ავტომობილში სავალდებულო გახდეს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენება უკანა სავარძელში მჯდომი მგზავრისათვის.
12 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. ისევ განსჯის საგნად იქცა კანონპროექტები, რომელთა მიმართ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მით უმეტეს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საქართველოს შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.


