17 მარტი 2024, 23:45 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ახალ პარტიებს ქმნიან, სხვებისგან საარჩევნო პარტიულ ნომრებს თხოულობენ, გახლავთ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

იმდენად დისკრედიტებულია „ნაცმოძრაობა“, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იგი დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს, თითქოს მესამე ძალა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის რეგიონში პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში გადალაგებები აჭარაშიც პოვებს გამოძახილს და ამ მხრივ ბათუმი პოლიტიკურად აქტიური ქალაქია.

„უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი დისკრედიტებული ოპონენტები ახალს ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და ეს ყველა გადაჯგუფება არის ხელოვნური. რეალურად, მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგში უდგათ, არის კომიკურ ხაბეიშვილთან ვინ გაერთიანდება და აქეთ, თითქოს „ახალი“, ორი ოროსანი: ნიკა მელია და ნიკა გვარამია, თითქოს რაიმე ახალს სთავაზობს საზოგადოებას. თუმცა ეს არის ნეონაცისტური ფრთა და ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ყველა ეს არის წვრილფეხობა იმ დიდი „ნაცმოძრაობის“, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მმართველობის დროს არაერთ დანაშაულთანაა კავშირში. იმდენად დისკრედიტებულია ეს პოლიტიკური ძალა, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს, თითქოს მესამე ძალა.

რომ ვნახოთ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ახალ პარტიებს ქმნიან, ასე სახელდახელოდ, სხვებისგან საარჩევნო პარტიულ ნომრებს თხოულობენ-ხოლმე. ესენი გახლავთ პირდაპირ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან უშუალო კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები. საუბარი მაქვს, მათ შორს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელზე, რომელზეც მთელმა საქართველომ იცის, რომ არის ჩვეულებრივი მევახშე. შესაბამისად, ბათუმშიც, აჭარაშიც ისინი ცდილობენ, ხალხს მათი ტელევიზიების საშუალებით შეასაღონ, თითქოს ახალი პარტიული შემადგენლობა, სინდიკატები, მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია, გამოცდილია, მათ შორის, 2021 წელსაც, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, ახალი პარტია შექმნა და თავს ასაღებდა, რომ იყო „ქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ხალხმა ძალიან კარგად გაარკვია და მალე გაიგო, რომ ეს იყო შემდგომი პოლიტიკური თაღლითობა. ამიტომ, აქაც, პრაქტიკულად სურათი არის უცვლელი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ამ ჯამს ჩვენ ვნახავთ არჩევნებზე“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2026, 10:15

მსოფლიო

ABC News: ორდღიანი დაბომბვის მიუხედავად, აშშ ირანთან ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებებს აგრძელებს

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად თეირანის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში განხორციელებული საპასუხო დარტყმებისა. ინფორმაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 10:08

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

10 ივლისი 2026, 10:08

ეკონომიკა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 09:52

საზოგადოება

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

10 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

პოლონელი ევროპარლამენტარი: უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

10 ივლისი 2026, 09:39

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

10 ივლისი 2026, 09:17

მსოფლიო

Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 811-მდე გაიზარდა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეზე ხორხე როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდენლი 10 ივლისს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +33 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

10 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 08:57

მსოფლიო

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა 75 წელს გადაცილებულია

10 ივლისი 2026, 08:52

სპორტი

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.

10 ივლისი 2026, 08:48

საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი ცოდნა და უნარები.

10 ივლისი 2026, 08:46

რეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ბრაკონიერობის ფაქტი მოხდა კახეთში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

10 ივლისი 2026, 08:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.

ლევან მახაშვილი

10 ივლისი 2026, 08:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა

„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება ასევე მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

10 ივლისი 2026, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე

„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

10 ივლისი 2026, 08:12

საზოგადოება

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის.

10 ივლისი 2026, 07:58

სამართალი

გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოკლულის და, ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის.

დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2026, 04:08

მსოფლიო

The Wall Street Journal: ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რომელიც საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად.

10 ივლისი 2026, 04:01

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს.