imedi /  25 ოქტომბერი 2017, 14:25 / სანდო წყარო

მეჭიაური საიაზე: არ მქონდა სიმპათია, მაგრამ გამიჩნდა

თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაური

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურის სასარგებლოდ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეჭიაური თიანის მერი იქნება.

მას სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. მეჭიაურმა საიას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

"უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპათია, მაგრამ გამიჩნდა სიმპათია და მექნება. რაღაც საკითხებში დავუშვათ ნატო-ში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდე ჩემი პოზიცია და მათ თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი", - განაცხადა მეჭიაურმა. 

თამარ მეჭიაური სასამართლოში აპროტესტებდა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, შედეგად კი თიანეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა. 

თამაზ მეჭიაური, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიული სიით მონაწილეობდა. 2016 წლის არჩევნების წინ, მან სახელისუფლებო გუნდი დატოვა და თავისი მოძრაობა "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" შექმნა. მოძრაობის წევრებად კი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და "ქართული მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი წარადგინა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეჭიაურმა ხმების 0.17% მიიღო.​

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 18:18

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: სასწორის ერთ პინაზე არის სახელმწიფოს გადარჩენა, ქართული კულტურის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მეორე პინაზე იმდენად მსხვილი ფსონი დევს, რომ ამას ვერაფერი გადაწონის

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, უბრალოდ არ არსებობს ის გზა, რომლითაც შეგვიძლია უკან რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

26 თებერვალი 2026, 18:17

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, არტურ ერკენს შეხვდა

„განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში” განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მიერ ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებას. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ორიოდე წლის წინ საქართველოს მოსახლეობა მსგავს ფაქტს ვერ წარმოიდგენდა, თუმცა დღეს ცხადია, რომ ხელისუფლება იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს:

თამარ ჩიბურდანიძე

26 თებერვალი 2026, 18:10

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა

ბრიტანეთის მხრიდან „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესებას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბრიტანეთმა იუკადრისა ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს ნათლად აჩვენებს პარადოქსს

ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ბრიტანელი ბიუროკრატები სინამდვილეში ძალიან მძიმე დღეში არიან, ვინაიდან მათ უჭირთ იმ გადაწყვეტილების ახსნა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო

„რა თქმა უნდა, მათ ამის არგუმენტები არ აქვთ. რამის არგუმენტები ან ფაქტები რომ ჰქონდეთ, ამაზე ღიად ისაუბრებდნენ, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ბრიტანეთის ელჩი დაემალა ქართულ საზოგადოებას, მედიას, არ გააკეთა კომენტარი, ხოლო როცა საგარეო საქმეთა მინისტრთან იმყოფებოდა შეხვედრაზე, 40 წუთის განმავლობაში არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს. ანუ, მივიდა ცარიელი და იქიდან უფრო დამძიმებული გამოვიდა. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საკუთარი მოხელე ბრიტანეთის ბიუროკრატიამ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დრუჟბას“ უფრთხილდება და თურმე „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა ის, ვინც რუსეთს ომში ეხმარება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 17:56

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: 5 მილიონი ადამიანისთვის მოსასმენმა ინფორმაციებმა თურმე ისე შეაწუხა მთელი გლობალური მსოფლიო, რომელსაც სათავეში გადასარჩენად ჩაუდგა დიდი ბრიტანეთი, რომ აუცილებელია ასეთი არაადეკვატური ზომების მიღება

ის, რომ ელჩმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება გასაკვირი არ არის, რადგან მტკიცებულება როგორც ასეთი არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიტანეთის ელჩზე საუბრისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 თებერვალი 2026, 17:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის საქართველოში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და ცენზურის მცდელობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, საქართველოში თავისუფალი მედია დაასანქციროს, ცენზურის, სიტყვისა და გამოხატვის აკრძალვის მცდელობაა.

26 თებერვალი 2026, 17:49

მსოფლიო

Sky News: 2025 წლის ბოლო სამ თვეში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელთა თავშესაფრის მოთხოვნების 95%-ზე მეტი არ დააკმაყოფილა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2025 წლის ბოლო სამ თვეში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეების განაცხადების 95%-ზე მეტი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 17:21

ეკონომიკა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის შეფასებით რეგიონში საქართველოს გარდა 5.5%-ით გაიზრდება სომხეთის ეკონომიკაც.

ბორგე ბრენდე

26 თებერვალი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინთან კავშირებში იყო მხილებული, თანამდებობიდან გადადგა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 16:58

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

26 თებერვალი 2026, 16:55

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.

26 თებერვალი 2026, 16:53

მსოფლიო

აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა. მხარეები შეხვედრას საღამოს გააგრძელებენ

აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმართება, შესვენება გამოცხადდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 16:49

პოლიტიკა

პაპუაშვილი სტეფანჩუკს: ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,”- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 16:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 16:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,”- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

26 თებერვალი 2026, 16:46

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

26 თებერვალი 2026, 16:40

პოლიტიკა

საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას

26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

26 თებერვალი 2026, 16:38

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.