საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. დეტალურად
მამუკა მდინარაძე
ფოტო: ქართული ოცნება
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
„საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა. სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. „პივიტის“) შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს. ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ.
მაშინ მდიდარი „ენჯეოები“ ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით, რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო.
ასევე, ყველას გვახსოვს მდიდარი „ენჯეოების“ ერთ-ერთი ლიდერის შემდეგი განცხადება: „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდებების შესაბამისად რომ გვემოქმედა. წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ „ენჯეოებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ.
გარდა ამისა, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო „რუსთავი 2-ის“, გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტირებას აქტიურად ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა, რამაც „ენჯეოების“ მიერ წარმოებულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ენჯეოებს“ არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს, „ბანგალორის პრინციპების“ წინააღმდეგ, ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა.
ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასიც კი არა აქვს. გარდა ამისა, „ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. „ლგბტ“-პროპაგანდაში; კამპანიებში, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა; საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში; საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ა.შ. სამწუხაროდ, მდიდარი „ენჯეოების“ ზემოაღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ.
ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი. „ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. „დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი.
ამ ფონზე, „დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა“ უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი „ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება „ენჯეოების“ დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი.
ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს. რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა.
ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან.
იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო.
წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში, რომელიც მდინარაძემ წაიკითხა.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება
ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 15:03
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში
ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 14:43
საზოგადოება
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაული წირვის შემდეგ.
21 სექტემბერი 2026, 14:39
საზოგადოება
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა და რუსთავისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა არ მიუღია. მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 14:37
სამართალი
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. სასამართლო სხდომაზე კანონდამრღვევები არ მივიდნენ.
21 სექტემბერი 2026, 14:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა საქართველოსთვის ერთი მთავარი და საკმაოდ უხერხული რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: კრემლის პოლიტიკური სისტემა არ ქრება და მისი საგარეო კურსის სწრაფ ცვლილებაზე გათვლა ილუზიაა“, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 14:31
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
21 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: გვარამია ხომ პრაქტიკულად საქართველოს მტრების სახელით საუბრობს და თავად ეს საუბარიც ჩვენი ქვეყნის მტრობაა
მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: გვარამია ხომ პრაქტიკულად საქართველოს მტრების სახელით საუბრობს და თავად ეს საუბარიც ჩვენი ქვეყნის მტრობაა,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გვარამიას განცხადებაზე.
21 სექტემბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში
ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.
21 სექტემბერი 2026, 14:25
მსოფლიო
საფრანგეთში გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის
პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
21 სექტემბერი 2026, 14:25
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია
არ მგონია მერცმა საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლოს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით. ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა.
21 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. „არაბიზაცია“ არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება
ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.
21 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
ტეხასში პოლიციის მხრიდან ძალადობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დეპარტამენტში ისიც აღნიშნეს, რომ დაჭრილი ქვეყანაში უკანონოდ იყო შესული. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია სროლა. ადგილობრივმა მერმა და პოლიციამ დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს.
21 სექტემბერი 2026, 14:06
მსოფლიო
რუმინეთში კელინ ჯორჯესკუ დააკავეს
პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სავარაუდო უცხოური ჩარევის გამო არჩევნების შედეგი გააუქმა, რის შემდეგაც მას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
21 სექტემბერი 2026, 13:52
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება
მინისტრის განცხადებით, მოსავლის სრულად დაბინავებასთან ერთად, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წახალისება. სწორედ ამიტომ, განსხვავებული მიდგომა იქნება მაღალი ხარისხის, მაღალშაქრიანი და მაღალი კონდიციის ყურძნის მიმართ.
21 სექტემბერი 2026, 13:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გვარამიას განცხადებაზე: საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას
საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას, - ასე ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
21 სექტემბერი 2026, 13:27
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება
პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
21 სექტემბერი 2026, 13:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.
21 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ
როგორც აღინიშნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელების განხილვა ნაშუადღევს გაგრძელდება. მოქმედი სანქციების რეჟიმი, რომლის სიის ფორმირებაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაზე.
21 სექტემბერი 2026, 13:05
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება
2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა, 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.


